ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “დაძაბულ მატჩს ველი, გამარჯვების იმედით”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი “მილანთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე ჟურნალისტებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა : “უპირველეს ყოვლისა, ეს დიდი მატჩია, “იუვესა” და როსონერის შორის, ეს შეხვედრა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ინტერთან დაპირისპირება, ნერიაძურის კართან ბევრი მომენტი შევქმენით, თუმცა ვერ გამოვიყენეთ და დავისაჯეთ.მილანელებმა ბოლო მატჩი მოიგეს, მართალია, იანვარში გარკვეულ სირთულეებს გადააწყდნენ, მაგრამ დეკემბერში მათ ნაპოლი დაამარცხეს, რომას კი ფრედ ეთამაშნენ.რთულ, დაძაბულ მატჩს ველი, ადვილი გასეირნება არცერთ გუნდს არ ელის.ადრიანო გალიანიმ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იაქტიურა და ალესიო ჩერჩის, გაბრიელ პალეტას, ლუკა ანტონელისა და მატია დესტროს გადმობირებით კოლექტივი სერიოზულად გააძლიერა.ჩვენი ხვალინდელი მოწინააღმდგეები ელიტაში დაბრუნებას ცდილობენ, ამიტომ მათთვის ყოველ შეხვედრას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.”

ინძაგიზე, როსონერიში გატარებულ პერიოდზე : “ინძაგი ? – რადგან ხელმძღვანელობამ მისი დანიშვნა გადაწყვიტა, ე.ი ფიქრობს, რომ იგი გუნდს წარმატებას მოუტანს.ფილიპოს საოცარი კარიერა ჰქონდა და შეუძლებელია, ასეთი ფეხბურთელი ჭკვიანი მწვრთნელი არ იყოს, თუმცა ხვალ, იგი ჩემი მოწინააღმდეგეა.”იუვენტუსის” გარდა არაფერზე ვფიქრობ, ჩემთვის უმთავრესია, ჩემი გუნდი გახდეს ჩემპიონი, მეორე ადგილზე რომა გავა, მილანი, ნაპოლი თუ ფიორენტინა, არ მაინტერსებს.დროდადრო ყველაფერი წარსულს ბარდება, ახლა არ მიღირს იმ პერიოდის გახსენება, რომელიც როსონერიში გავატარე, აწმყოზე კონცენტრირება ჩემი აზრით, უმჯობსია.”

სათამაშო სქემაზე და მოახლოვებულ ჩემპიონთა ლიგაზე : “დიახ, მარტინ კასერესმა მცირე ტრავმა მიიღო და დიდი ალბათობით, იგი ხვალინდელ შეხვედრას გამოტოვებს.ლიხტშტაინერისა და კასერესის არ ყოფნაში, მარჯვენა ფლანგზე სიმონე პადოინი ან სიმონე პეპე იასპარეზებენ, ხვალ გადავწყვეტ, რომელი ტაქტიკით ვიასპარეზებთ.ერთი კონკრეტული ფეხბურთელის დანაკლისის გამო, გუნდი არ უნდა დაზარალდეს, ნებისმიერი მოთამაშის შეცვლაა შესაძლებელი.პადოინს მოედნის თითოეულ პოზიციაზე შეუძლია თამაში, მისნაირი ფიგურის განაცხადში ყოლა სერიოზული პლიუსია.მოთამაშეების მდგომარეობას შევაფასებ და გადავწყვეტ, ვინ გავა მოედანზე, არტურო ვიდალი დაბრუნდა, ეს შესანიშნავი ნიუსია.ჩემპიონთა ლიგა ? – ჯერ ადრეა, ბორუსიასთან მატჩზე საუბარი არ ღირს.შიდა ჩემპიონატში კრიზისის მიუხედავად, ისინი ევროპაში შესანიშნავად გამოიყურებიან, მთავარი ესაა.დორტმუნდელებთან მატჩამდე ატალანტას ვეთამაშებით, ბერგამოელებთან შეხვედრა დასრულდება და ამის შემდეგ კონკრეტულად დავიწყებთ ლიგაზე ფიქრს.ვალდებულნი ვართ, სულ შემდეგ შეხვედრაზე ვიფიქროთ, ხვალ მილანია, შემდეგ ჩეზენა, ატალანტა, ბორუსია და რომა.რთული გრაფიკი გვაქვს, ყოველ მესამე დღეს ვთამაშობთ, მაგრამ გრძელი სკამისა და მონდომებული ფეხბურთელების დახმარებით, ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა შესაძლებელია.”

“რომასთან” კონკურენციასა და სკუდეტოზე : “სადღაც წავიკითხე, “იუვენტუსმა” სკუდეტო მოიგოო, არც მე და არცერთი ჩემი შეგირდი ასე არ ფიქრობს, ჩემპიონობისთვის მინიმუმ 90 ქულის დაგროვება გვჭირდება, იქამდე კი დიდი გზაა გასავლელი.რომა თითოეულ შეხვედრაში უკანასკნელ წუთებამდე იბრძვის, ისევე როგორც ნაპოლი, რომელიც სულ რამდენიმე ქულით ჩამორჩება რუდი გარსიას გუნდს.ჩემპიონატის დასრულებამდე ბევრი თამაშია, ჩემპიონი გახდება ის, ვინც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.მანამ, სანამ მათემატიკურად შესაძლებელი იქნება ორი გუნდის პირველ ადგილზე გასვლა, ბრძოლას არ ვწყვეტთ, ჯერ ჩვენს აქტივში 50 ქულამდეა და ამ რაოდენობით, ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაც საოცნებოა.გუნდები ყველა მატჩში მაქსიმალურად იხარჯებიან, რათა ქულათა მაქსიმალური ოდენობა დააგროვონ, ბოლოს სწორედ რიცხვები გაგვცემენ პასუხს, ვინ გავა პირველზე, ვინ მოიპოვებს ადგილს პირველ ოთხეულში ან ვინ დატოვებს უმაღლეს ჩემპიონატს.მთავარი მიზანი ? – რა თქმა უნდა, იტალიის ჩემპიონობა, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე და კოპა იტალიაზე მაქსიმალური წარმატების მიღწევა, სეზონის ბოლოს შევაფასებ, რამდენად მივაღწიეთ საწადელს.”

წყარო : football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
dito chanturia
9 years ago

მევასება ამისი ბაზარი საკიფოდ ამბობს ყოველთვის და არ იძახის ზოგიერთებივით მომდევნო ტურში პრივლეზე ვიქნებით და ჩვენ უვკემ ოვიგეთო გარსია ტოტის და მაიკონს ეხებათ ეგ

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x