ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანიელი :”იუვე მუდამ დარჩება იტალიურ კლუბად”

“იტალიური ფეხბურთის ოპოზიციის ლიდერად, ნამდვილად არ მიმაჩნია საკუთარი თავი. არაფერი არ ხორციელდება მანამ სანამ კლუბების პრეზიდენტები არ იკრიბებიან. საერთოდაც სერია ა-ს ლიგა ვერაფერს ვერ წყვიტავს და ეს ეხება, როგორც პირდაპირ ტრანსლიაციებს და ასევე სხვადასხვა სახის დავებს. მოგვიწევს საკუთარი შეხედულებების და მანერების შეცვლა. ელემენტარულად რამდენიმე გამონაკლისის გარდა კლუბებს ჰყავთ 70 წლის პრეზიდენტები. პარმა? სავალალო მდგომარეობაში მყოფი გუნდი, ასეთივე პიროვნებებმა ჩააგდეს. სიმართლე გითხრათ არ მანაღვლებს ის თუ რას ფიქრობენ შიგნით ჩვენს ქვეყანაზე, მაგრამ განვიცდი იმას თუ რას ფიქრობენ ჩვენზე იტალიის ფარგლებს გარეთ. ძველი სტადიონები არის ერთ-ერთი უმთავრესი ფუძემდებელი იმ კრიზისის, რომელშიც ვიმყოფებით. ამაში ვარ 100%-ით დარწმუნებული. აუცილებელია, რომ მომავალმა თაობამ სრულად იგრძნოს საფეხბურთო მშვენიერება, რასაც ჯერჯერობით მოკლებულია”– საუბრობს ბიანკონერის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი.

“პირდაპირ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ჩემსა და დანარჩენ პრეზიდენტებს შორის დიდი სხვაობაა. ჩემი ხედვით, აუცილებელია მივბაძოთ პრემიერ ლიგას, რომელიც წარმოადგენს კარგად შეფუთულ პროდუქტს, რომელშიდაც არ ჩერდება პროგრესირება. მიხარია, რომ ჯეიმს პალოტას (რომას პრეზიდენტი) სახით ვიპოვნეთ თანამოაზრე. უნდა ველოდოთ თუ არა სხვა უცხოელ ინვესტორებს? ნამდვილად არ მაინტერესებს თუ როგორ და საიდან შემოდის ფული, მაგრამ მსურს დაგარწმუნოთ “იუვენტუსი”, ყოველთვის დარჩება იტალიურ კლუბად”.

“კალჩიოპოლი? არ შეიძლება იმის თქმა, რომ თითქოს რეაბილიტირება მოვახდინეთ. იყო სპორტული სასამართლო და მივიღეთ მისი გამოტანილი ვერდიქტი, მაგრამ ეს იყო მანამდე სანამ ახალი დეტალები გახდებოდა ცნობილი, რომელიც სამწუხაროდ არ იქნა გათვალისწინებული. გავიდა დრო და უკვე ჩვენ შევიტანეთ სასამართლოში სარჩელი, რომელიც გულისხმობს ზარალის ანაზღაურებას 443 მილიონი ევროს მოცულობით”.

“ფინანსური ფეირ პლეი? დღეისათვის ოთხ ევროპულ კლუბს არ ჰყავს ბადალი გამომუშავებული ფინანსებით. ესენი არიან: რეალი, ბარსელონა, მანჩესტერ იუნაიტედი და ბაიერნი. მათ შემდეგ არიან სიტი და პსჟ, რომლებიც იყენებენ ფინანსური დოპინგის პრინციპს. სატურნირო ცხრილი, რომ შევქმნათ იუვენტუსი იქნება მერვე პოზიციაზე. ჩემი მიზანია, მეხუთე პოზიციის დაკავება 3-4 წელიწადში”.

“ბორუსია? ჩვენ ვართ იუვენტუსი და ამიტომაც ვალდებულნი ვართ გავიმარჯვოთ ყოველ მატჩში”.

 

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

15 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
david david
9 years ago

აი იმენა ვეჩნად ნი დავოლნი სასტავი რატომ ჩითავთ? გუნდმა იზარალა 443 მილიონი, საათავით აწყობილი სისტემა დაშალეს და სანამ ანდრეა მოვიდოდა გუნდსი ეს პროცესი გრძელდებოდა, თან მიზანმიმართულად, სამი-ოთხი წელია რაც საქმის კეთება დაიწყო და წინსვლა უკვე შეინიშნება. პლიუს ამას ჯიბეზე ხელის გაკრა არც ისე მარტივი თემაა, ზარალზეა გუნდი. მოთმინება ბატონებო, მოთმინება
პ.ს. პლიუს ამას, მარტო ანიელი ვერაფერს ვერ იზავს, გვერდშ მდგომი ხალხი სჭირდება

toko juventus
9 years ago

რაც არ უნდს იბაზროს და ტუალეტში ოქროს რომ კუკავდეს მაინც ვერ დაუბრუნებს იუვეს ჭკვიანი ბაზარი დიდებას,ეხკა მარტო ჭკვიანი ბაზარი და იდიოტური ტრანსფერები გვაქ მირჩშვნია დებილურად იბაზროს და ტრანსფერები გაშანსოს როგორც ერთ დოს…. პოგბას პირლოს და ტევესის მოყვანას არ ვგულისხმობ ეს ერთადერთი პლიუსია ამდენწლიან ქაქში ისიც რა თქმა უნხა სიძუნწის პონტში გაამართლლა ამ სამ ტრანსფერში მხოლოდ 9 მილიონი დაიხარჯა

Giorgi kasrashvili
9 years ago
Reply to  toko juventus

es transferi marotas kiserze araa…

tevess tavad ar undoda daqceuli milani
pirlos ucxoeti ar ubdoda da iasna juveshi movida
pogba kidev contes damsaxurebaa rom dges varskvlavia!!!
vidalic kidev imitoa aq rom konkurent bavarias ar miyides tore fulshi chaxdili vyavdit bavarias

giorgi nefaridz
9 years ago

ხოდა გაიკარი ჯიბეზე ხელი დარმიანი და ზაზა ზაფხულში

giorgi nefaridz
9 years ago

ფალკაოს მიუბრუნდა იუვეო რამდენად რეალურია???

vakhtang karchava
9 years ago

დიეტაზე თუ დაჯდება წამოიყვანს მაროტა))

9 years ago

:))))))))) “დიეტა” კარგი იყო

vakhtang karchava
9 years ago
Reply to 

აბა ამის მადის შემყურე დაფრთხა სუყველა)))

giorgi nefaridz
9 years ago

:lool: :lool: :lool: დაჯდება და იჯდეი რაო

lasha naxucrishvili
9 years ago

იუვენტუს არენის დამლაგებლად მაინც ხო გამოდგე თუ მაგასაც დიეტა უნდა ან სათადარიგო ვახეხინოთ საკაიფოდ მოასუფთავებს რა :lool:

Giorgi kasrashvili
9 years ago

chkviani xar andrea, magram cota gaisvi ra jibeze xeli…

50 ml gamoyavi ra wels da gamtamashebeli an jovetic an oscar gvagirse win ki lorebte wava da masshi agebuli fulit zaza moviyvanot…

oscar an jovetic 30ml
darmiani 20 ml

lorente seviliashi 16mlt da zaza chventan 15 mlt…

vsio egaa ra

daviti0
9 years ago

არც ოსკარს გაყიდიან 30-ში და არც ზაზას 15-ში. ოფიციალურ სატრანსფერო ფასზე მეტ თანხას ითხოვენ ხოლმე იმავე გუნდში წარმატებულ ფეხბურთელებში. აი დარმიანს რატომღაც მგონია რომ 15-შიც გაყიდიან თუ შესთავაზეს. მართალი ხარ მთავარია ანიელიმ გამოყოს 50 და მერე მაროტა მიხედავს საქმეს :forza:

Di Francesco # 1
9 years ago

Veratis agentma veratic pogbas fasi girso, miasva raiolas

maxo gvazava
9 years ago

რაც არ უნდა იყოს მაინც მაგარი კაცია და რაც იბაზრა რეალობაა 100 პროცენტით ვეთანხმები :juvee: :forza:

| Newsphere by AF themes.
15
0
Would love your thoughts, please comment.x