ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი :”ალეგრიმ ყველა სასიამოვნოდ გაგვაკვირვა”

ჯანლუიჯი ბუფონის განცხადებით იგი მიმდინარე შედეგიდან გამომდინარე, სასიამოვნოდ არის გაკვირვებული და არ იშურებს საქებარ სიტყვებს ალეგრის მისამართით :”ჯენოასთან მატჩში უზომოდ მესიამოვნო ის ეპიზოდი, როდესაც გუნდმა ძლიერი ემოციური ფონის გადალახვა შეძლო და მოახდინა ფოკუსირება კონკრეტულ შედეგზე. წლევანდელი “იუვენტუსი” მეტად “განათლებული” და ცივ სისხლიანი მეჩვენება, რაც ბუნებრივია ოპტიმისტურ განწყობაზე მაყენებს. ბუნებით მეოცნებე ვარ, მაგრამ სიმართლე გითხრათ მიმდინარე სეზონის დასაწყისში მიჭირდა იმის დაჯერება, რომ მეოთხე სკუდეტოს მოვიპოვებდით ზედიზედ. სტატისტიკა არ იყო ჩვენს მხარეს და თან რომაც აღმავლობას განიცდიდა. დღეს კი, გქონდეს ასეთი უპირატესობა და თან ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გელოდეს თამაში, ეს გამაოგნებელია”.

გასულ ზაფხულს თუ გავიხსენებთ, ბიანკონერის ტიფოზერიისთვის ყველაფერი შავ ფერებში შეიმოსა, როდესაც გაჩნდა ინფორმაცია გუნდიდან ანტონიო კონტეს წასვლის თაობაზე. ამის ფონზე ალეგრის დანიშვნა ცეცხლზე ნავთის დასხმას მოაგავდა, რადგან უამრავი გულშემატკივარი კატასტროფულად დახვდა ბიანკონერთა ამჟამინდელ თავკაცს. საბედნიეროდ, მასიმილიანომ უმეტესობა მათგანის გული წარმატებით მოიგო…

“იცით, ჩვენი გუნდის მთავარი პლიუსი არის დაუზოგავი შრომა 24 საათის მანძილზე. სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდის მანძილზე ეს დაკარგული გვქონდა, მაგრამ კონტეს მოსვლამ ყველაფრის რეორგანიზება და მენტალიტეტის დაბრუნება შეძლო. ალეგრიზე კი რა უნდა ითქვას… იგი იმსახურებს გამორჩეულ ოვაციებს, რადგან მიხვიდე გუნდში, რომელმაც საოცარი და ისტორიული სამი წელიწადი შექმნა არის ურთულესი გადაწყვეტილება. შენ ფაქტიურად ყველაფერს დებ სასწორზე და წარუმატებლობის შემთხვევაში რჩები არაფრით. მაქსმა კი გადადგა ეს ვაჟკაცური ნაბიჯი და შედეგი… უბრალოდ ქედს ვიხრი მის წინაშე”.

წყარო: Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

16 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Tornike Iosava
9 years ago

წელს ისეთ ხოდზეა იუვე და ალეგრიც რო არ გამიკვირდება რო ფინალში გავიდეთ და თუ გავედით იმედია მოვიგებთ და ალეგრის მოუყვანენ მართლა ნორმალურ ხალხს და ვაფშე იუვეს ისეთ დამანგრეველ გუნდად გახდის რომ ბავარია და რეალი და ბარსა შიშით გვეთამაშებოდნენ დროა დაბრუნდეს ჩვენი დიდებაც თან აქვს ამ კაცს ხიბლიი რა და დარწმუნებული ვარ თუ მოინდომებს უფროსობა უფრო მაგარ გუნდსაც ააწყობს :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

Di Francesco # 1
9 years ago

3-5-2 არი ტაქტიკა რომელიც როცა გინდა ყველაზე შეტმტევია და როცა გინდა ყველაზე მეტათ დაცვითი, აქ ბევრს 3-5-2 ეშლება 5-3-2 ში, და იძახით რო 5-3-2 არ მოგწონთ, არადა კონტე 5-3-2ით წელიწადში ერთი ორჯერ თამაშობდა, უმეტესად ყველა გუნდს უტევდა 5 ნახევარმცველით და 2 თავდამსხმელით
დღეს რო იყოს კონტე იუვეს ტრეინერი რა იცით შეიძლება ვაფშე 4-2-4 ითამაშოს, დღევანდელ იუვეს ნუ ადარებთ კონტეს იუვეს, კონტეს დროს იუვე იყო ჩამოყალიბების პროცესში, დღეს კიდე უკვე ჩამოყალიბებული დიდი გუნდია იუვე და ალეგრისთვის უფრო მარტივია სხვადასხვა ტაქტიკის მოსინჯვა, ჩამოყალიბების პროცესში 3-5-2 ძან მაგარი ტაქტიკაა, ნაკრებსაც მაგრად ააწყობს კონტე მაგ ტაქტკით

irakli28
9 years ago

ხო რა ბევრად გაბედულად თამშობს გუნდი ალეგრის ხელში, კნტე სულ ჩასვრილი ბავშვებივით ათამაშებდა სასტავს… 3-5-2 ლიხშტაინერის და ასამოას ხელში არი 5-3-2 (მაგათი შეტევა არ გაიშვას არცერთის) და მაგ ტაქტიკით გოლის გატანა მაგარი რთული თანამედროვე ფეხბურთში

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to  irakli28

ასამოას და ლიხშტაინერის გოლები არ გახსოვს? კონტეს დროს რამდენი გოლი შეგადო ლიხშტაინერმა? თანაც ვარჯიშებზე დამუშავებული სტილით, პირლოს ჩაკიდება საჯარიმოში და ლიხშტაინერის შერბენა. კონტე ლიხშტაინერსაც და სამოასაც იდეალურად იყენებდა, კონტეს დროს ასამოას არც ერქვა მცველი ყოველი შეტევის დროს სულ საჯარიმოს მისადგომებთან იდგა მის ფლანგზე, ლიხშტაინერი კიდე რაც საჭირო იყო იმას აკეთებდა, კონტეს დროს ძან მარტივი იყო 3-5-2დან თამაშის დროს 4-3-3ზე გადაწყობა, ლიხშტაინერი თუ მარჯვენა მცველის პოზიციაზე რჩებოდა, სამაგიეროდ კიელინი იწევდა ფლანგზე და ასამოა ძან წინ ადგიოდა

lasha naxucrishvili
9 years ago
Reply to  irakli28

აბა რა ყველა ნორმალურ გუნდს უნდა ქონდეს 2 ტაქტიკა თუ გაქვს 1 სულ ერთ დონეზე იდგები კონტეს იუვეა ცოცხალი მაგალითი.კონტეს არანაირად არ ვაკრიტიკებ უბრალოც რაც ფაქტია იმას ვამბობთ რა :)

Gio Darja
9 years ago

არადა მართლა კარგი სპეციალისტია ალეგრი, შეიძლება მინდორზე ისეთი ემოციური არაა როგორც კონტე, მაგრამ არავინ იცის რა ხდება გასახდელში და როგორ ესაუბრება გუნდს ) ფაქტია, მაქსის დროს იუვენტუსი მეტად მობილური გახდა, კონტესაც ჰყავდა ოთხი ნახევარმცველი, მაგრამ 2 წელზე მეტი 3-5-2 თამაშობდა, ასე ვთქვათ ერიდებოდა ტაქტიკის შეცვლას, ალეგრი კიდე ძალიან დინჯად და მშვიდად მიყვება საქმეს, არც კონტეს აწყობილ გუნდს უჩვენებს ზურგს და საჭირო მომენტში ანტონიოს დამუშავებულ სქემასაც იყენებს, კონტეს რო პერიოდულად 4 მცველიანი ტაქტიკა ეცადა, შეიძლება მეტსაც მიგვეღწია )) ფაქტია, კონტე მეტად დაცვითი მწვრთნელია ვიდრე ალეგრი, მასიმილიანო არ უფრთხის მეტოქეს, კონტე ხშირად უკან იხევდა ერთი გოლის შემდეგ და ბევრჯერ დასჯილა კიდეც გუნდი,… Read more »

Giorgi kasrashvili
9 years ago

erti alegria shemoqmedi yvelafris da meore lorente da padoinia ibra beili!!!

xtfu

lasha naxucrishvili
9 years ago
Reply to  Dutch

ქასრა შენც ძალიან არასტაბილური ხარ ლორენტესავით ის ფეხბურთსი შენ კიდე აზრების ცვლაში :givi:

jek17
9 years ago

3-5-2 არ არის საწყისი ტაქტიკა,ეგ არის თავდაცვითი ფეხბურთი და ალეგრიმ 4-3-1-2 ამ ტაქტიკით მიაღწია წარმატებას,3-5-2 ტაქტიკა კარგია როცა წინ ხარ 2-3 ბურთით და კონტრშეტევებია ხელსაყრელი

Di Francesco # 1
9 years ago

მონაკოსთან ისევ 4-3-2-1ით უნდა ვითამაშოთ სახლში, გასვლაზე კიდე იმის შესაბამისად რა ანგარიშით მოვიგებთ, თუ 2-3 ბურთით მოვიგეთ მაშინ 3-5-2ით და თუ 1 ბურთით მაშინ ისევ 4-3-1-2ით. ნახევარფინალები კიდე და ფინალი სამივე 3-5-2ით უნდა ვითამაშოთ

9 years ago

აბა 3-5-2 არ გვინდაო, რა ჩააჯინდა ესეც და კონტეცო

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to 

მე არასდროს არ მითქვია, პირიქით 3-5-2 ყველა ტაქტიკას მირჩევნია

9 years ago

ნამდვილად, მეც გაკვირვებული ვარ ალეგრით… არ ველოდი ამ შედეგს, თუმცა წლევანდელ ბორუსიაზე გაცდენა დიდი ვერაფერია და თავში არ უნდა აუვარდეთ თავად ფეხბურთელებს…

simoni chigladze
9 years ago

gekutvnis wels ligis mogeba

| Newsphere by AF themes.
16
0
Would love your thoughts, please comment.x