ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი :”ტრავმა ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია”

ბუფონი

“რთულია რაიმე კონკრეტული კომენტარის გაკეთება მარკიზიოს ტრავმაზე. იმაზე საუბარი, რომ ეს სანაკრებო შეკრებამ გამოიწვია გადამატებულია. ტრავმა ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია და თუ ვინმემ იგი უნდა მიიღოს, შეიძლება გარეთ გავიდეს შვილის გასასეირნებლად და იქ დაიზიანოს რაიმე. ამიტომ ვინმეზე ამ არა სასიამოვნო ფაქტის დაბრალება მთლად მართებული არ არის”– განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ბუფონმა. ვფიქრობთ, ეს სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც მარკიზიოს ტრავმამ გამოიწვია ასე მარტივად არ დასრულდება. სხვათაშორის ანტონიო კონტემაც გააკეთა კომენტარი, რომელიც ელკანს გამოეხმაურა: “ელკანი? სიმართლე გითხრათ ასეთი განცხადებებისთვის საერთოდ არ მაქვს დრო, ხოლო მარკიზიოს ნაცვლად მინდორზე ბერტოლაჩის ვიხილავთ”.

წყარო: Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x