ანიელი ტავეკიოს კალჩოპოლის საკითხზე ესაუბრა
გუშინ საღამოს ტურინის “იუვენტუსის” პრეზიდენტი, ანდრეა ანიელი იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, კარლო ტავეკიოს შეხვდა.სასაუბრო თემა კალჩოპოლის საქმის ხელახალი გამოძიება იყო და Repubblica – ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინულმა მხარემ ამ საკითხთან დაკავშირებით ფედერაციის პირველ პირთან შეთანხმებას მიაღწია.ამავე წყაროს ცნობით, ბიანკონერების სურვილი 2006 წელს ჩამორთმეული სკუდეტოების დაბრუნებაა და პლიუს ამას, მიყენებული ზარალისთვის იტალიის მოქმედი ჩემპიონები არც მეტი არც ნაკლები 443 მილიონ ევროს ითხოვენ.თუ გამოძიება ბებერი ქალბატონის სასარგებლოდ დასრულდა, ფედერაციას ანდრეა ანიელის მოთხოვნების შესრულება მოუწევს.
წყარო : Calcionews24
რა თქმა უნდა ყველას სურს 443 ლიმონი მაგრამ რეალურად ასეთი სიტუაციაა. თუ მოიგო იუვემ ეს რთული საქმე ძალიან მციერა იმის შანსი რომ ერთბაშად მიიღოს ეს თანხა. 10 წელზე გადაგვინაწილებენ ყველაზე კარგ ვარიანტში 5ზე და ისე მოგვცემენ. თუმცა ესეც ძალიან კარგი იქნება ყოველ წელს 44.3 მილიონი მოგვცენ და არაფერი არ გვექნებ საწუწუნო. 1 ტოპ ტრანსფერი შეიძლება ყოველ წელს განხორციელდეს :))
კიდევ ერთ ახალგაზრდას ვახევთ მანჩესტერს https://m.youtube.com/watch?v=08frn55DFwo
თუ გაიმარჯვა იუვემ მოუწევთ სკუდეტოს დაბრუმება და და თანხის გადახდაც მოსწონთ თუ არა.
იF იF იF 443 გაასწორებდა