ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ინფორმაცია ტრავმირებულთა შესახებ

ფლორენციელებთან წარმატებული მატჩი უკვე ისტორიაა, რადგან გუნდს წინ მძიმე კალენდარი ელის და ფაქტიურად შეუსვენებლად განაგრძობენ მზადებას. ალეგრიმ მხოლოდ ის ფეხბურთელები დაასვენა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს იებთან დაპირისპირებაში, ხოლო დანარჩენები სრული დატვირთვით ავარჯიშა. სტეფან ლიხტშტაინერმა ვერ მიიღო მონაწილეობა სამწვრთნელო სესიაში. მარჯვენა ბარძაყის მცირე დაზიანების გამო იგი თერაპიის კურს გადის. კარლიტოს ტევეს ასევე სრული სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და მას კუნთის მცირე გადაღლილობა დაუდგიდა. შედეგად არგენტინელი ინდივიდუალური პროგრამით განაგრძობს მომზადებას. დისკომფორტი იგრძნო ფიორენტინასთან მატჩამდე ანდრეა ბარძალიმაც, რომელსაც საბედნიეროდ კუნთის პრობლემა არ დაუდგინდა. მას ისევე, როგორც ტევეს კუნთის გადაღლილობა აღენიშნა. ჯერჯერობით უცნობია იასპარეზებს თუ არა იგი პარმასთან დაპირისპირებაში.
დღეს, ტურინელები სრული შემადგენლობით შეიკრიბებიან ვინოვოზე. 

წყარო: Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Giorgi kasrashvili
9 years ago

მგონი მონაკოსთან მატჩამდე ისე მივა საქმე ომ ბუფფონი კარში და სტორარი რუბინიოსაც მოუწევს თამაში მცველად ან ნახევარდაცვაში :mad: :mad: :mad: :mad: :mad:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x