ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დიბალას სერია ა-ში სურს კარიერის გაგრძელება

აპენინური პრესის ინფორმაციით პაულო დიბალამ უარყო მანჩესტერ იუნაიტედის და ლონდონის არსენალის საკმაოდ სარფიანი წინადადებები. ამისი მიზეზი კი ფეხბურთელის მხრიდან, კარიერის იტალიაში გაგრძელების სურვილია. თავდამსხმელით ყველაზე მეტად იუვე, ინტერი და რომა არიან დაინტერესებულნი. ძამპარინი არ არის წინააღმდეგი მისი წასვლის, ოღონდ მსურველს არც მეტი არც ნაკლები 40 მილიონის გადახდა მოუწევს. და მაინც, რომელ ზემოთხსენებულ სამ იტალიურ კლუბს აქვს უკეთესი შანსი? დიბალას სურვილია ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ასპარეზობა და ამ მხრივ ინტერი წამგებიან სიტუაციაშია, მაგრამ მეორე კუთხით ფინანსური მხარე აქვს მყარი. რომამ თუ ამგვარი ტემპით გააგრძელა ასპარეზობა არავინ იცის, რომელ საფეხურზე დაასრულებს გათამაშებას. იუვე კი თავის მხრივ ტევესის შემცვლელს უკვე ამ წამიდან ეძებს, რომელიც ყველაზე კარგ შემთხვევაში ტურინს 2016 წლის ივნისში დატოვებს. აპენინელი ექსპერტების მოსაზრებით, დიბალა და იუვე იდეალური პარტნიორები არიან ერთმანეთისთვის.

წყარო: football-italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
9 years ago

აუ როგორ გული მიგრძნობდა ნაპოლიზე მაგრამ პირველივე ტაიმიდან ამას არ ველოდი :forza: მე მიყვარს ნაპოლი :lool:

R24
R24
9 years ago

გამისწორდა იგუაინის გოლი, დაანგრიონ უნდა გერმანელები :italy:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x