ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მზადება მონაკოსთან დაპირისპირებისთვის

“ლაციოსთან” სკუდეტოს მატჩი დასრულებულია და ეხლა იწყება ვნებათაღელვა “მონაკოსთან” ჩემპიონთა ლიგისთვის. 3-5-2 – სწორედ ამ მოდულით იქნა უშანსოდ დამარცხებული ლაციო.. ეს მონახაზი სულ უფრო და უფრო ეფექტურია შიდა ასპარეზზე, ძალების დაზოგვის თვალსაზრისით, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე მაქსის ფავორიტი წყობა 4-3-1-2-ია.. შესაბამისად წვრთნებზე, რომელიც ეთმობა მონაკოსთან მატჩს, მუშავდება ეს ტაქტიკური წყობა. ლაციალეს დამარცხების შემდეგ, ფეხბურთელებმა მცირე ათლეტური წვრთნები გაიარეს. შემდეგ კი მწვრთნელთან გადიოდნენ ინტენსიურ კონსულტაციებს. სულ მალე იუვე დატოვებს ტურინს და ნახევარფინალის იმედით საფრანგეთისკენ გაეშურება.. და რა შემადგენლობა იქნება მაინც მონაკოში?

იტალიელი მიმოხილველების მტკიცებით, ალეგრი 4-3-1-2 -ს დაეყრდნობა და მიუხედავად იმისა, რომ მის გუნდს ჯერჯერობით არ ჰყავს გამოკვეთილი ტრეკუარტისტა, ტაქტიკური ჩანაფიქრებით მაინც ეფექტურად მოქმედებს. პერეირა ნამდვილად საჭირო დროს გაიხსნა და დაეხმარა გუნდს რიგ ეპიზოდებში, ამიტომ მისი სისწრაფე და კარგი დრიბლინგი დამატებით ეფექტს სძენს კლუბს. კარს ბუნებრივია ბუფონი დაიცავს, ფლანგებზე ლიხტშტაინერი დაბრუნდება, რომელმაც ლაციოსთან არ იასპარეზა, ხოლო მარცხნივ ევრას კანდიდატურაა უცვლელი. ცენტრშიც პრინციპში ყველაფერი იდენტურია: პირლო, მარკიზიო, ვიდალი და პერეირა.. საწყენია პოგბას არ ყოფნა, მისი მახასიათებლები უდაოდ დაეხმარებოდა გუნდს ასეთ მძიმე შეხვედრაში.

თავდასხმაში სიტუაცია ასევე იდენტურია რაც ძირითად შემთხვევებში. ალვარო მორატა, რომელიც სასტარტოს წევრად ჩამოყალიბდა თვალსა და ხელს შუა.. მისმა კარგმა ასპარეზობამ ფერნანდო ლორენტე მყარად დასვა სათადარიგოთა სკამზე. ტევესი ჯანმრთელია და ეს უკვე საკმარისია, რომ მინდორზე იხილოს გულშემატკივარმა. აპაჩე იუვეს თავდასხმის სული და გულია, მისი ძრავია და მთავარი დამაგვირგვინებელი ელემენტი. ფანტასტიურ პერიოდს განიცდის ტევესი და იმედი ვიქონიოთ მონაკოსთან შეხვედრაშიც შეძლებს თავის გამოჩენას.. სხვათაშორის ამიტომაც ენდობა ამ სქემას ალეგრი, იგი არ აპირებს საკუთარ ნახევარზე ჩაჯდომას და ბედის ანაბარა ყოფნას. მითუმეტეს კიელინი ბოლო პერიოდში ისეთ საჩუქრებს აკეთებს.. ამიტომ გუნდი ეცდება გოლის გატანას. შემდგომ კი ბარძალის შემოყვანა და 3-5-2 -ზე გადაწყობა უკვე აღარ იქნება პრობლემა. სხვათაშორის ლაციოსთან ანდრეა ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუმცა დიდია იმის შანსი, რომ ამ მატჩს მაინც სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
simoni chigladze
9 years ago

atamashos bardzali

9 years ago

ისე ბარძალი ბონუჩი რო ათამაშოს ცენტრში რა მოხდება? ერთი თამაშის გამოტოვება არ აწყენს ჯორჯონეს…

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x