კიელინი :”უნიკალური შანსი გვაქვს”
ბიანკონერის ცენტრალურ მცველ ჯორჯო კიელინის მიაჩნია, რომ მის გუნდს აქვს შანსი მორიგი ლამაზი ფურცელი შემატოს ბიანკონერის ისტორიას. სავარაუდოდ ჯორჯო 2003 წლის განმეორებას გულისხმობდა, როდესაც მარჩელო ლიპის გაწვრთნილმა კლუბმა მადრიდელთა სუპერ ვარსკვლავურ შემადგენლობას ორი მატჩის ჯამში 4-3 სძლია და ფინალში გავიდა..
“უნიკალური შანსი გაქვს და მას შესაფერისი დონის ენთუზიაზმით უნდა შევხვდეთ. ბუნებრივია უზომოდ გაგვიჭირდება, რადგან რეალი მოქმედი ჩემპიონია და სუპერ შემდგენლობა ჰყავს. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ორი დიდებული თამაში შევთავაზოთ გულშემატკივრებს. ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში უკლებლივ ყველა კომპონენტში გვაქვს მომატებული”.
“ჩვენს მიმართ არსებობს გარკვეული ნდობა და ამიტომ ყველაფერს გავიღებთ რათა არ გავაცრუოთ იმედები. ვფიქრობ, ბოლო პერიოდში დაგროვებული გამოცდილება ევრო არენაზე, დაგვეხმარება ესპანელთა წინააღმდეგ მატჩში”.
მიუხედავად იმისა, რომ თითქოს მთელი ვნებათაღელვა მადრიდულ დაპირისპირებაზე უნდა იყოს მოქცეული, იტალიელი ფეხბურთელის სიტყვებით მისი გუნდი კონცენტრირებული არის მოახლოებულ დერბიზე..
“დროა, ევროპული ეიფორია გვერდით გადავდოთ და მობილიზება შიდა ასპარეზზე მოვახდინოთ. ჩვენ წინ დერბი გველის, რომელიც არ გვაპატიებს ოდნავ მოდუნებას. ტორინო ფანტასტიურ ფორმაშია და დერბის სტატუსი ამ ყოველივეს კიდევ უფრო ართულებს. ფიზიკურად სრულ მზადყოფნაში ვართ, მაგრამ საჭიროა კონცენტრაცია მოვიკრიბოთ და ყურადღებით ვიასპარეზოთ”.
წყარო: football-italia
ტორო მაგარ ფორმაშია და კარგი სანახაობრივი დერბი გველის
ისე ტორინოსთან სუ მაგარი ბათქი გვაქ ხოლმე აუ ვიდალმა რა დაააქუხა ტორინოს კარში ჯერ კიდევ თვალწინ მიდგას ეგ მომენტი და გოლი
ჩემ ავატარზე ზუსტად მაგ გოლს ღნიშნავს
15 ქულაა სხვაობა რაღა გედერბება.. ალეგრი გახდება ჩემპიონი მარტო რომ დატოვოთ სულ სტადიონზე…