ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დიბალა :”ჯერჯერობით ისევ პალერმოს ვეკუთვნი”

პალერმოს არგენტინელი ფორვარდი პაულო დიბალა გამორიცხავს რაიმე სახის შეთანხმებას ტურინულ მხარესთან. სამხრეთ ამერიკელის ხილვა, რომ სურთ ტურინში ეს ახალი არავისთვის არის და გაჟღერდა ინფორმაცია თითქოს შეთანხმება მიღწეული იყო ორ კლუბს შორის, მაგრამ :“ჯერჯერობით არანაირი შეთანხმება არ მქონია იუვესთან. არსებობს ერთადერთი კონტრაქტი, რომელიც აქვს პალერმოს და მას პატივს ვცემ. ორიენტირებული სწორედ საკუთარი გუნდის წარმატებულ ასპარეზობაზე ვარ. ინტერი და მანჩინი? მოხარული ვარ თუ იგი სტადიონზე ჩემს სანახავად დადის. რაც შეეხება სატრანსფერო ღირებულებას, ნაკლებად ვფიქრობ რომ ძამპარინი წყვიტავდეს ამ საკითხს, მაგრამ ბუნებრივია იგი ეცდება რაც შეიძლება დიდი სარგებელი ნახოს ამ გარიგებიდან”.

წყარო: Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x