ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მადრიდელთა ინტერესი მორატას მიმართ..

ესპანური პრესის ინფორმაციით არ არის გამორცხული ალვარო მორატა უკვე მოახლოებულ ზაფხულში დაბრუნდეს მადრიდულ კლუბში. ფეხბურთელს მართალია სრულფასოვანი ხელშეკრულება აქვს ტურინელებთან გაფორმებული, მაგრამ იქ დევს პუნქტი რომლის თანახმადაც ბლანკოს 30 მილიონად შეუძლია მიმდინარე სეზონის ბოლოს ფორვარდის დაბრუნება. ხოლო 2016/17 წლის სეზონში ამ თანხას 5 მილიონი ევრო დაემატება და ჯამში 35 მილიონს შეადგენს. მადრიდელებს ყურადღება ექს ფეხბურთელის მიმართ სრულებით გასაგებია. მან წარმატებით გაიარა ადაპტაცია ახალ კლუბში და პროდუქტიული ასპარეზობაც დაიწყო. ამას დავუმატოთ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში წარმატებული ასპარეზობა და გატანილი გოლი. მორიგი მიმზიდველი პუნქტი მორატასთვის ის ანაზღაურება იქნება, რომელსაც მას რეალი შესთავაზებს. ტურინში ალვარო 2.2 მილიონ ევროს იღებს, ხოლო მადრიდული პრესპექტივა გაცილებით დიდია. არის თუ არა ესპანური პრესის ილუზია არავინ იცის.. ფაქტია, რომ მორატა იუვეში თავს ბედნიერად გრძნობს და ამას ყოველ ინტერვიუში ადასტურებს, თუმცა ფეხბურთი არაპროგნოზირებადი რამეა..

წყარო: Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

23 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
arseni
9 years ago

falconGE ! მორატა რო წავიდეს და ზაზა მოვიდეს ეგ უკან გადადგმული ნაბიჯია … ბარსელონაში მორატა კი არა ფალკაო ვერ მოხვდებოდა ძირითადში

falconGE
9 years ago
Reply to  arseni

ყურადღებით წაიკითხე რაც დავწერე.
ძაძა – OUT
მორატას წინააღმდეგი არავარ, იყოს ოღონდ ეს ის ფეხბურთელი არაა რომლის გარშემოც თანამედროვე იუვეს თავდასხმა უნდა ეწყობოდეს.
სათადარიგოსთვის მშვენიერი ფეხბურთელია.

falconGE
9 years ago

IN: კავანი, როისი, ვერატი, სანდრო პორტოდან, დარმიანი
OUT: ძაძა, ლორენტე, პადოინი, პერეირა, დეჩელიე, მარონე, პეპე

ამათში და კიდევ რამოდენიმეში 35მდე შეიძლება ამოღება.
დაამატონ 60მდე ზემოდან და იყიდონ ვინც საყიდელია რა მოხდება…

არაფერს არ დავინანებდი რაც გამაჩნია იმისთვის რომ ისევ დავინახო ის მრისხანე იუვე რომელიც მთელ ევროპას შიშით აზანზარებდა

falconGE
9 years ago
Reply to  falconGE

პერეირა იჟარითაა შემეშალა.
ნუ შვეიცარიელის გაშვებას შეიძლება რადგან შეიძლება ჯერ კიდევ მასში ნორმალური თანხის აღება. მადლობას გადავუხდიდი ნამდვილად ყველაფრისთვის მაგრამ გავუშვებდი და სანდროს მოვიყვანდი პორტოდან.
ორივე ფლანგზე უბერავს მაგრად და 24 წლისაა.

falconGE
9 years ago

საშუალო დნის ფორვარდია ძალიან. იუვე გადავიდა განვითარების იმ ეტაპზე სადაც ტოპ მოთამაშეებით უნდა ვიყოთ დაკომპლექტებული. ძირითადის სასტავი მაინც.

ვინც ალვაროს ქომაგობთ მითხარით აბა რომელ ტოპ კლუბში იქნებოდა ძირითადის ფეხბურთელი. რეალში, ბარსაში, ბაიერნში, პსჟ, სიტი, ჩელსი, იუნაიტედი, ატლეტიკო, თუ სად.

წლევანდელმა წარმატებებმა ამაზე უნდა დაგვაფიქროს აუცილებლად.
3-4 სერიოზული ტრანსფერი გვჭირდება და არცერთ ამ ზემოთჩამოთვილებზე ნაკლები აღარ ვიქნებით უკვე დანამდვილებით და რაც მთავარია STABILURAD!

arseni
9 years ago

რა სისულელეა … მადრიდში 2 გაიტანოს და თუ უნდა სულ ტირილი დაიწყოს

lasha lasha
9 years ago

10 წლის მერე და 35 წლის რო იქნება ნახევარ ცხოვრებას იუვეში გაატარებს მერე კი მაგრამ ეხლა არ უნდა აღენიშნა ახალი წამოსულია რაც არ უნდა იყოს :forza:

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to  lasha lasha

წლებს რო საქმისადმი მიდგომებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არ მგონია სწორი იყოს
:forza:

Di Francesco # 1
9 years ago

კარგი დავამთავროთ მარა ერთ კითხვას დაგისვამ 10 წლის მერე მორატამ ისევ რო გაუტანოს რეალს ისევ არუნდა აღნიშნოს? 10 წლის მერე რო არ აღნიშნოს ყველა იტყვის სულელი ყოფილაო, გავლით 2 წელი საღაცა იყოო და ის ვერ დაივიწყაო, ვიღაცა იმასაც იტყვის რო ჯერ კიდე მადრიდისტათ თვლის თავსო. მე ფეხბურთელის 1 ან 2 წლის მიხედვით არ ვუყურებ, ჩემთვის იუვეს ფეხბურთელი მთლი მისი კარიერით იუვესთან ასოცირედება

Di Francesco # 1
9 years ago

რო არა იუვე მორატა ლიგის ნახევარფინალში რეალს კიარა კოპა დელ რეის ნახევარფინალში ალბასეტეს ვერ გაუტანდა გოლს.
მორატა რო რეალში დარჩეს დიდი ხანი მაგას არავინ არ გაუხსენებს რო რელში თამაშობდა, ყველა იუვენტინოდ ჩათვის, 2 წელი რეალის დუბლებში რო იყო მაგი არ ქმნის საერთო სურათს

lasha lasha
9 years ago

მოკლედ მე ასე ვფიქრობ შენ მასე რა აზრი აქვს ეხლა სპორს?მე ვფიქრობ რომ ლამაზად მოიქცა თითქმის 30 წელია იუვეს ვგულშემატკივრობ და სულ არ მიგრძვნია თავი შეურაწყოფილად პირიქით მაგრად გამისწორდა ცანცარა ფეხბურთელივით რო არ გაიგიჟა თავი :forza:

Di Francesco # 1
9 years ago

იმობილეც იუვეს აღზრდილია, გოლის აღნიშვნა არ მგონია როდესმე არაკაცური საქციელი იყოს, მაგ საქციელით რეალის ფანებს სცა ხო პატივი? იუვეს ფანების პატივისცემა გამოემჟღავნებია და აეღნიშნა ჯობდა.

lasha lasha
9 years ago

მარკიზიო ის სახსენებელი იყო რო იუვეს აღზრდილია და არ გააკეთებს მასეთ რამეს მორატაც რეალის აღზრდილია და სცორად მოიქცა რა უკან დასაბრუნებელი გზა კონტრაკტი რო დაუმთავრდება ისეც ასეც დაბრუნდება.მოკლედ რას ვსპორობთ კაცურად მოიქცა რა :forza:

Di Francesco # 1
9 years ago

რა მისი კლუბი უყვარს? სადანაა რეალი მისი? მადრიდელიც არაა მემგონი.
ინძაგი რო წავიდა იუვედან მილანში იმას არ უყვარდა მისი გუნდი? არ ღნიშნავდა ხო ინძაგი გოლებს?
ლიგის ნახევარფინალში გოლს რო გაიტანს იუვეს ფეხბურთელი რეალის კარში მე მინდა რო ის გოლი აღნიშნოს იუვეს ფეხბურთელმა

Di Francesco # 1
9 years ago

მარკიზიო და იმობილე რა შუაშია? მარკიზიო რა სახსენებელი იყო საერთოდ?
იმობილეს ვადარებ მორატას, ორივე გააგდო მისმა გუნდმა და იმობილე აღნიშნავდა იუვეს კარსი გოლს, იმიტორო უანმობრუნების შანსი თითქმის არააქ, მორატამ კიდე რაღაცა მიზეზის გამო არ აღნიშნა, ყველას თავის არგუმენტი ექნება რატო არ აღნიშნა

რამოდენიმე წლის მერე რეალის მაისური რო ჩაიცვა სდა თქვას ყოველთვის რეალის ფანი ვიყავი და ვოცნებობდი ამ გუნდში დაბრუნებაზეო მაშინ გამოჩნდება რო მართლას ვამბობ

Di Francesco # 1
9 years ago

მე ვის ვადარებ თუ შენ? რეალისთVის მორატა იგივეა რაც იუვესთვის მარკიზიო? მორატებს სულ ყრიდა რეალი და მარკზიოები იუვეში ლეგენდები ხდებიან. გეუბნები მორატამ მისაბრუნებელი გზა დაიტოვათქვა და შენ რანაირადაც გინდა ისე ცათვალე

lasha lasha
9 years ago

უკან მისაბრუნებელი კი არ დაიტოვა მისი კლუბია უყვარს და არ აგნიშნა სწორედაც მოიქცა ყველა ნორმალური ფეხბურთელი მასე უნდა იქცეოდეს :up:

lasha lasha
9 years ago

სად მარკიზიო და სად იმმობილე ვის ადარებ?

Di Francesco # 1
9 years ago

მარკიზიოს რატო ადრებ? იმობილე ხო გაუშვა იუვემ? რო გაეტანა არ აღნიშნავდა შენი აზრით? მორატა რეალიდან ნაწეყენი წამოვიდა და უნდა აეღნიშნა კიდევაც, არ აღნიშნა იმიტორო უკან მისასვლელი გზა დაიტოვა

lasha lasha
9 years ago

გოლი რომ არ აღნიშნა მაგით კიდე უფრო მომეწონა არც იქნებოდა მართალი რო აღენიშნა წარმოიდგინეთ მარკიზიო რო რეალში გადავიდეს გოლი გაგვიტანოს და მაისური შემოიხიოს საერთოდ შემზიზღდება და არა მარტო მე მთელ იუვეს გულშემატკივრებს ასე რომ კაცურად მოიქცა და დასაფასებელია :up: მადრიდშიც გაუტანოს 2 და თუ უნდა იტიროს მერე ეს რა ჩავიდინეო :mrgreen: ფორცა იუვე andiamo berlinoooooooooooooo :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

lasha naxucrishvili
9 years ago

არა ამას რეალი არ დააბრუნებს რა სისულელეა 1 წლის შემდეგ დაიბრუნო ფეხბურთელი 30 მილიონად.არც ამას ენდომება იქ დაბრუნება აქ უფრო მეტი შანსი აქ ძირითადში მოხვედრის.ყავდეთ იმათ ძროხა ბენზემა და იყვნენ.გოლი იმიტო არ აღნიშნა რო არის მისი ყოფილი გუნდი მეტი არაფერი.

simoni chigladze
9 years ago

chemi azrit golis ar agnishvna ar nishnavs magas rom dabruneba unda ,mase bevri pexburteli iqceva magram ar dabrunebulan tavis dzel klubshi magalitad ronaldom manchesters rom gautana.es ubralod pativiscemis gamoxatvaaa

Di Francesco # 1
9 years ago

რო არ აღნიშნა აგრძნობინა მადრიდელებს რო დაბრუნებაზე უარს არ იტყვის, მე მეგონა აღნიშნავდა მარა რთულია როცა რეალის ფეხბურთელი ხარ და ამ გუნდს უღალატო, თუ გააგრძელა კარგად თამაში სიხარულით დაბრუნდება რეალში ჩემი აზრით და არ ვთვლი რო ეს დიდი შეურაცყოფა იქნება იუვესთვის

| Newsphere by AF themes.
23
0
Would love your thoughts, please comment.x