ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა :”მაქსიმალურად ვეცდებით მორატას შენარჩუნებას”

ჯუზეპე მაროტამ შეაქო მასიმილიანო ალეგრი და დაპირდა გულშემატკივრებს რომ გუნდი მაქსიმალურად ეცდება ალვარო მორატას შენარჩუნებას:“ეს ყველაფერი არის კლუბის ერთიანი პროექტის და მუშაობის შედეგი. ყველანაირად ვუჭერდით მხარს სამწვრთნელო შტაბს. მიუხედავად იმისა, რომ სეზონის წინ კრიტიკის ქარცეცხლში მოვხვდით. ფინალურ დაპირისპირებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, რადგან გარკვეულმა ფაქტორებმა არ არის გამორიცხული იქონიოს თავისი შედეგი. დღეს მაგალითად საკმაოდ ცხელოდა და ამიტომ იდეალურ ფიზიკურ კონდიციებში მოგვიწევს ყოფნა. ბარსა და რეალი საკუთარ ჩემპიონატში პირველობისთვის იბრძვიან, ჩვენ კი შეგვიძლია მცირე ამოსუნთქვის საშუალება მივცეთ წამყვან ფეხბურთელებს”..

“ფურცელზე ფავორიტები კატალონიელები არიან, მაგრამ ერთ შეხვედრაში შესაძლოა ბევრი რამ მოხდეს. როდესაც წილისყრამ რეალი გვარგუნა, ცოტა ვინმე თუ იფიქრებდა რომ ფინალში გავიდოდით. მაგრამ დღეს აქ ვართ და ერთად შევხედავთ რას გვიმზადებს ბედი. ფინალი უკვე არის სიამაყის საბაბი”.

“მორატას კონტრაქტი? სამწუხაროდ იმ წამს არ შეგვეძლო სხვა სახის ტრანსფერის გაფორმება. ორივე შეხვედრაში მან ძალიან კარგად ითამაშა და სწორედ მისი გოლებით დავტოვეთ რეალი ბორტს მიღმა. ასეთ საოცრებებშია დამალული ფეხბურთის ხიბლი. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად უკვე გამოცდილია, აქვს კარგი ფსიქოლოგიური და ფიზიკური მომზადება. დღეისათვის, მისი ასპარეზობით სავსებით კმაყოფილნი ვართ, მაგრამ ყველაფერი მასსზეა დამოკიდებული. სხვათაშორის ალვაროს არაერთხელ დაუფიქსირებია საჯაროდ, რომ ტურინში სურს დარჩენა. ჩვენ კი მაქსიმალურად ვეცდებით კონტრაქტის ის პუნქტი ავიცილოთ თავიდან, რომელიც კონტრ გამოსყიდვას გულისხმობს”.

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x