ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“რეალი” 1-1 “იუვენტუსი” (ფეხბურთელების შეფასებები)

სრულიადში შეგიძლიათ იხილოთ ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელების შეფასებები რეალთან გამართული მატჩის შემდეგ..

ბუფონი – 8 – სეივების მთელი კომპლექტი ამ საღამოს. საკმაოდ დიდი დისტანციის მანძილზე სწორედ იგი იგერიებდა რეალის წნეხს. სიმართლე, რომ ითქვას ბუფონის და ვიდალის თამაშმა იხსნა გუნდი ფსკერზე დაცემისგან.

ლიხტშტაინერი – 6.5 – მადრიდელები ტრიოთი უტევდნენ და მის ფლანგზე რონალოდს წინააღმდეგ უწევს მთელი ოსტატობის გამოყენება. თვალშისაცემი იყო ტაიმებს შორის განსხვავება.

ბონუჩი – 7 – საოცრად მშვიდი, რეაქტიული და იცის თუ რა სჭირდება გუნდს კონკრეტულ წამში. არ აძლევს თავს ნერვიულობის საშუალებას. კონცენტრირებას ახდენს ბენზემაზე, თუმცა არ ავიწყდება დახმარების გაწევა ფლანგებისთვის. შესაძლოა ყველაზე გამორჩეული მატჩი არ იყო, მაგრამ მისმა ეფექტურმა თამაშმა გუნდს დიდი დახმარება გაუწია.

კიელინი – 6 – როდესაც შენ ბერნაბეუზე თამაშობ და საჯარიმოში ხამეს აქცევ, არ უნდა გქონდეს იმის იმედი რომ მსაჯი გაპატიებს. თანდათანობით იბრუნებს საკუთარ სახეს.

ევრა – 7 – აუცილებლად უნდა გყავდეს გუნდში ასეთი ტიპის ფეხბურთელები. პატრის ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებს და იცის როგორ უნდა გაუმკლავდეს ყველაზე რთულ გამოცდასაც. ამჯერად ბეილის წინააღმდეგ მოუწია თამაში და უელსელს პრაქტიკულად არაფერი შექმნევინა.

მარკიზიო – 7 – დიახ, გეთანხმებით მას მართლაც შეეძლო მატჩის ბედის გადაწყვეტა, თუმცა კასილას გადაარჩენინა მისი გუნდი. არ ღირს დეტალებზე ჩაციკვლა, უმჯობესია საერთო შედეგზე საუბარი. 90 წუთის მანძილზე კლაუდიო რეგულარულად თიშავდა მადრიდელთა ვარსვკვლავებს.

პირლო – 6.5 – მისი მოედნიდან გასვლა მადრიდულმა პუბლიკამ სათანადო დონეზე დააფასა და ოვაციები არ მოაკლეს. თუმცა, ბოლო პერიოდში ანდრეა თავის თავს არ ჰგავს.. სისწრაფე და მისი საფეხბურთო ინტელექტი სხვადასხვა მხარესაა.

პოგბა – 6.5 – ბუნებრივია 50 დღიანი არ ყოფნა ნებისმიერს შეეტყობა და არც პოგბაა გამონაკლისი. დარბის თუმცა რიგ ეპიზოდებში გადაცემების დროს სცოდავს. გატანილ გოლამდე ბურთს ინარჩუნებს ოდნავ მაღლა, ხოლო შემდეგ აკეთებს საგოლე გადაცემას მორატაზე. მატჩის მიწურულს თავადაც შეეძლო გოლის გატანა.

ვიდალი – 8 (საუკეთესო ფეხბურთელი) – ის ბუფონთან ერთად ყველაზე მომზადებული და ორგანიზებული შეხვდა მადრიდელთა საწყის შტურმს. პირველი კარში დარტყმაც მისი შესრულებით მოხდა. ისკოს დარტყმულზე სეივიც მის ანგარიშზეა. ყველგან და ყოველთვის!

ტევესი – 6.5 – მეტად სასარგებლო იყო მატჩის მიწურლს როდესაც ბურთს იჭერს საკუთარი საჯარიმოს მოშორებით, რითაც ეხმარება თანაგუნდელებს დაცვიდან ამოსვლაში და მცირე ამოსუნთქვაში. მეორეს მხრივ კარში დარტყმები არ ჰქონდა, პლიუს არც სახიფათო იერიშებში მიუღია მონაწილეობა. თავს წირავს და იბრძვის ბოლომდე. შესაძლოა საუკეთესო ფეხბურთს ფინალისთვის ინახავს მესის წინააღმდეგ.

მორატა – 7.5 – ვის შეუძლია თქვას, რომ საუკეთესო ფორვარდია? ალბათ ისეთს, რომელიც დაცვითი ფეხბურთის დროს ერთადერთ შანს იყენებს. ალვარო ცივ სისხლიანი და ზუსტია გადამწყვეტ მომენტში. ორი მატჩი რეალთან და ორი გატანილი ბურთი.. მადრიდელები თითებს იმტვრევენ..

ბარძალი – 6.5 – თავდაპირველად ოთხ მცველიანი ტაქტიკა, შემდეგ კი სამი ცენტრალური რათა შენარჩუნდეს ანგარიში. ალეგრი აპრობირებულ სქემას იყენებს და ბარძალი შედეგიანად ეხმარება ბონუჩი-კიელინის დუეტს.

ლორენტე – შეფასების გარეშე – რამდენიმე წუთი გაატარა მინდორზე და ტყუილად ნამდვილად არა. მაქსი მას ბურთის რაც შეიძლება მაღლა დაჭერას სთხოვს და ესპანელი ასრულებს მწვრთნელის მითითებას. ამჯერად საგოლე იერიში არ ყოფილა, მაგრამ ნაკლებად ვინმეს რომ ამისი იმედი ჰქონოდა.

პერეირა – შეფასების გარეშე – იგივეს აკეთებს რასაც ლორენტე. აღსანიშნავია ცივ სისხლიანი ამოსვლა დაცვიდან მარჯვენა ფლანგზე. შესაძლოა იმდენი არ გაუკეთებია რომ შეფასება დაემსახურებინა, თუმცა ფინალში თამაშის უფლება კი ნამდვილად მოიპოვა.

ალეგრი – 8 – მწვრთნელი, რომელიც კონკრეტულ ანგარიშზე აკეთებს გათვლას კლასის დამსახურებით ბუნებრივია იმსახურებს შექებას. ბუნებრივია, რეალი სჯაბნის ტექნიკური კუთხით იუვენტუსს, მაგრამ ამ ორ დაპირისპირებაში ეს არ იყო თვალშისაცემი. ალეგრიმ უფრო ევროპული გახადა გუნდი.

წყარო: La Gazzetta dello Sport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

12 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
soni 10
9 years ago

Bufoni vidali sheudarebelia ar unda dagvaviwydes markizioc Dzaan magrad itamashes da saertod yvelam titoeulma begburtelma :forza:

DRUGHI
9 years ago

ბუფონი და ვიდალი საუკეთესოები მაგრამ ცოტა უფრო ვიდალი ალბათ მაგრად იბრძოლა მთელი თამაში მარა ჯიჯი რო ბოლოს თამაშს აწყნარებდა ჟრუანტელი მივლიდა :D . ისე რეალისგან კასო რათქმაუნდა ეგ რო არ ყოფილიყო შეილება საერთოდ მოგვეგო

Di Francesco # 1
9 years ago

პოგბამ უარესი გამაზა მარა აქ კაიტნების ლანძღვაა მოდაში

ir.ak.li.
9 years ago

მიუხედავათ ჩემი დიდი პატივისცემისა და მოკრძალებისა ბუფონის წინეშე ვთვლი რომ ვიდალი იყო საუკეთესო. ბუფო შენნაირი მეკარე არ ყოლია მსოფლიოს მაგრამ დავაფოსოდ ვიდალიც. :forza: :forza: :forza:

giorgi nefaridz
9 years ago

ჯიჯიიიი :forza: :forza: :forza: :forza:
რეალს თურმე თამაში გაუყიდია და მიტომ ვერ მოუგო იუვეს :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool:

dato_juventino
9 years ago

ჯიჯი სუკეთესოოო :forza:

Di Francesco # 1
9 years ago

საუკეთესო ბუფონი იყო და უაფამაც აღიარა, ვიდალი სიმბოლურშიც არ შეიყვანა უეფამ, იმიტორო სეტევაში ფაქტიურად არაფერი არ გაუკეთებია, ჩამშლელად ყველას აჯობა მარა რადგან გამთამაშებლად იდგა მეტს ელოდნენ მაგისგან

9 years ago

გოლი ვიდალის ჩაწოდების შემდეგ გავიდა . და მარკიზიოსაც ვიდლმა დაუღეჭა და იმან ვერ გაიტანა

giorgi nefaridz
9 years ago
Reply to 

:up: :up:

Di Francesco # 1
9 years ago

ვერ გაიტანა კიარა კასილიასმა აუღო, ვერ გატანა ქვია იმას ტრიბუნაზე რო უშვებენ ბურთს, მარკიზიომ კიდე კუთხეში დაარტყა და კასილიასმა ურთულესი ბურთი აიღო

giorgi nefaridz
9 years ago

ეგეთი ბურთი არ უნდა გამაზო

falconGE
9 years ago

ვიდალი MVP!!!

| Newsphere by AF themes.
12
0
Would love your thoughts, please comment.x