ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვიალი:”დღევანდელ იუვეში თავადაც სიამოვნებით ვითამაშებდი”

1995/96 სეზონში ბიანკონერიმ ჩემპიონთა ლიგის თასი აიაქსის დამარცხების შემდეგ მოიპოვა. მაშინდელი გუნდის კაპიტანი ჯანლუკა ვიალი იყო, რომელმაც მოახლოებულ ფინალზე ისაუბრა:“გამარჯვება? უსაზღვროდ ბედნიერი ვიქნებოდი კლუბის გამო, რომელმაც ბოლოს ეს სიხარული 19 წლის წინ გამოცადა. სხვათაშორის ეს წარმატება მას შემდეგ ჩაისახა, როდესაც იუვე სერია ბ-ში დააქვეითეს და გასაჭირში მყოფი გუნდი არ მიატოვეს მისმა ლიდერებმა.. საუბარი მაქვს დელ პიეროზე, ნედვედზე, ტრეზეგეზე, კამორანეზიზე, ბუფონზე.. სწორმა არჩევანმა კი კლუბი ისევ დააბრუნა გამარჯვებების გზაზე”..

როგორი იქნება იუვეს და ბარსას შორის მოახლოებული ფინალი?

“იუვე დამსახურებულად გავიდა ფინალში, რომელსაც თან უძღვოდა იღბალი წილისყრაზე.. მაგრამ ეხლა მათ დიდი ძალებით მოუწევთ დაცვაზე ფიქრი.. არც ავტობუსს უნდა მოერიდნონ საკუთარ საჯარიმოსთან, როგორც ეს მოუმ და დი მატეომ გააკეთეს”..

ეს ერთადერთი გზა არის მათ დასამარცხებლად?

“არა.. სამი რამ არის მნიშვნელოვანი. 100%-იანი თავგანწირვა, იმედი რომ მეტოქე ვერ ჩაატარებს იდეალურ შეხვედრას და ასევე საფეხბურთო ღმერთები. მწამს ბედისწერის, რომელმაც წლევანდელ სეზონში არაერთხელ გამიმართლა. მაგრამ, ზედმეტი თვითრწმენა მოტივაციას აფერხებს”.

შეგვიძლია თუ არა ვისაუბროთ ჩვენი ფეხბურთის აღორძინებაზე?

“არ ვიტყოდი ასე. პირველ რიგში ის უსასრულობა უნდა აღმოიფხვრას რაც იუვეს და დანარჩენ კლუბებს შორის არსებობს”.

ანუ კონტე მართალი იყო როდესაც ამბობდა, რომ 10 ევროდ შეუძლებელი იყო რესტორანში სადილობა?

“სხვათაშორის კონტე ამ ფინალის ერთ-ერთი მთავარი გმირია. მას საკუთარი შეხედულებები ჰქონდა და ბუნებრივია მათი გაზიარება მოინდომა. იუვე კი გამორჩეულ აპლოდისმენტებს იმსახურებს ახალი მწვრთნელის არჩევის გამო, რომელიც ტაქტიკური შეხედულებებით განსხვავებულია ანტონიოსგან. სამი წლის შემდეგ როცა კლუბი 120 კმ/სთ-ით მიფრინავდა, აუცილებელი იყო ცვლილებები”.

რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება ალეგრიმ?

“ფურცელზე ბარსელონა ძლიერია და უმჯობესია თუ ტურინელები დამატებით დრომდე არ მიიყვანენ მატჩს. რატომ? იმიტომ რომ მესი, სუარესი და ნეიმარის ტრიო იშვიათად აგდებენ ორ მატჩს. ამასთან ერთად დღევანდელმა მესიმ როგორც იქნა მარადონა გამახსენა, რომელიც საკუთარი მოქმედებებით დიდ წვლილს იღებდა გუნდის წარმატებაში”.

რა შეიძლება გახდეს იუვეს იარაღი?

“კოლექტიური ასპარეზობა. სიამოვნებით ვითამაშებდი მათ რიგებში”.

ბუფონი, პირლო და ბარძალი 9 წლიანი პაუზის შემდეგ ბერლინში მიემგზავრებიან.. იქ სადაც დიდი გამარჯვება იზეიმეს..

“გარკვეულ ფეხბურთელებს შესაძლოა გააჩნდეთ მოგონებები, რომელმაც არ არის გამორიცხული მოტივაციის მომატება და სასურველი შედეგი მოიტანოს”.

თქვენი აზრით როგორ დასრულდება ტევესის ისტორია ფინალის შემდეგ?

“გამარჯვების შემდეგ არჩევანის გაკეთება უფრო ადვილი იქნება.. რაც არ უნდა იყოს მაროტამ სერიოზული ფუნდამენტი ჩადო უკვე ამ ეტაპზევე შეიძინა რა დიბალა და უნიჭიერესი რუგანი.. არ შეიძლება ასევე ძაძას და ბერარდის დავიწყებაც. კლუბი მომავალზე აკეთებს აქცენტს და მას აუცილებლად დაუფასდება ეს საქციელი. შესაძლოა პოგბაც დარჩეს, რადგან კლუბში შიდა ატმოსფერო თითოეული მათგანისთვის უნიკალური და ძალზედ თბილია”.

იმსახურებს ბუფონი ოქროს ბურთს?

“ჯიჯი ჩემი ერთ-ერთი კანდიდატია, თუმცა დაველოდოთ ფინალს”.

წყარო: La Gazzetta dello Sport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha lasha
9 years ago

ჯანლუკაააა მაგარი კაციიიიი :juvee: შენნაირი თავდამსხმელი ეხლა მართლა ძაან წაგვადგებოდა :oldman:

simoni chigladze
9 years ago

dziritadshi unda movigot pirvel golze bevri rame iqneba damokidebuli,barsas dacva ara idealuri tevezi moratam tavi unda gaigijon naxevardacvamac unda iyochagos pirloze bevri iqneba damokidebuli,erti sityvit es tamashi yvelam idealurad unda chaataros ertaterti gzaaa barsas dasamarcxeblad

User234
9 years ago

მე ვფიქრობ პირველ გოლზე ბევრი რამ არ იქნება დამოკიდებული. :oldman: :bugi:

User234
9 years ago

ჩემი აზრით პენლებამდე თუ მივიდა საქმე, უპირატესობა ჩვენ გვექნება და დამატებითი დროის არ უნდა გვეშინოდეს

mishka berianidze
9 years ago
Reply to  User234

ვერ ვიტყვი რომ პენალტებში გაგვიმართლებს რადგან ბარსას უფრო მეტი შემსრულებელი ყავს
მესი, ნეიმარი, სუარესი, ინიესტა
ჩვენ კი მხოლოდ 2-3 ანუ პირლო, ვიდალი, ტევესი
მათი პლიუსი შემსრულებლებზეა ჩვენი კი ბუფონზე მაგრამ გავიხსენოთ ბერლინის ფინალი იქ ბუფონმა ვერცერთი პენალი ვერ მოიგერია
ჩვენი პლიუსი ის იქნება რომ ტერშტეგენი გამოუცდელი პენალტისტია მაგრამ ის გერმანელია და + ცივსისხლიანია
პენალტები
ჩემი აზრით იუვედან ამ მოთამაშეებმა უნდა დაარტყან
პირლო, ვიდალი, მორატა, ტევესი, პოგბა ან მარკიზიო.

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x