ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი: ” პოგბა საკუთარი ძალების დემონსტრირებას უნდა შეეშვას”

“ვერონასა” და “იუვენტუსის” დაპირისპირება ნამდვილი თრილერივით წარიმართა. იყო გაცუდებული თერთმეტმეტრიანი და წითელი ბარათიც, ტურინელები ორჯერ იგებდნენ, თუმცა მასპინძლებმა ორჯერვე შეძლეს გათანაბრება. მასიმილიანო ალეგრი თავისი გუნდის მიერ ნაჩვენებ თამაშს აფასებს…

” ყველაფერი კარგად დავიწყეთ, მაგრამ ბევრი შეცდომები დავუშვით და კონცენტრაცია გვაკლდა. უპირატესობის შენარჩუნება ვერ შევძელით, ფრე ცუდი არაა, თუმცა მოგება, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა. პოგბა? ის ძალიან ნიჭიერია, მაგრამ კონცენტრაციის დაკარგვისთანავე ტექნიკურ შეცდომებს უშვებს ხოლმე. ეს მისი ზრდის პროცესის ნაწილია, მაგრამ მოედნის ცენტრში საკუთარი თავის დემონსტრირებას უნდა შეეშვას. ”

“რაც შეეხება “ბარსელონას”, პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განეიტრალება და მხოლოდ ამას არ უნდა ვცდილობდეთ, უნდა შევინარჩუნოთ მაღალი ტემპი, შევუტიოთ და გავურთულოთ ცხოვრება მოწინააღმდეგეს. ახლა კატალონიელები განსხვავებულად თამაშობენ, ვიდრე პეპ გვარდიოლასთან ერთად, ლუის ენრიკეს გუნდი ნაკლებად ცდილობს ბურთის ფლობას და უფრო მეტად უტევს ხოლმე ცენტრიდან. ”

” როგორ მძინავს ფინალის მოლოდინში? ძალიან მშვიდად, ეს ისეთი თამაშია, რომლისთვისაც მშვიდად უნდა მოემზადო. ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ გუნდის აფორიაქება არ ღირს. თამაში გაგრძელდება 95 წუთს, თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდება 120 წუთს ვითამაშებთ. ტექნიკურ არსენალთან ერთად, მენტალური სიძლიერეც დაგვჭირდება. ხვალ დავისვენებთ, ბერლინისათვის მზადება კი ორშაბათიდან დაიწყება. არავინ გველოდა ფინალში, ასეთი რამეები ადამიანის ცხოვრებაში ხშირად არ ხდება. ამიტომაც, თასის სახლში წამოღებისათვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ” -აცხადებს ალეგრი.

“რთული მატჩი გამოდგა, რადგან ყველა ფიქრობს 6 ივნისსზე.. ბოლომდე დავიხარჯეთ, როგორც ყოველთვის. თუმცა, მოახლოებული ფინალი ბუნებრივია ნეგატიურ ზეგავლენას ახდენდა ჩვენს ასპარეზობას. ამას დავუმატოთ აუტანელი სიცხე და მინდვრის საშინელი მდგომარეობა, რომელიც ხელს უშლიდა ლამაზი ფეხბურთის დემონსტრირებას. მიუხედავად ამისა გამარჯვებას სწორედ ჩვენ ვიმსახურებდით, რადგან მეტოქის კართან უამრავი საგოლე მომენტი შევქმენით და საუბარი მხოლოდ პენალტზე არ არის”- საუბრობს ჟურნალისტებთან ფერნანდო ლორენტე..

ორშაბათიდან კი გუნდი ბერლინისთვის დაიწყებს მომზადებას..

“მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ მოახლოებული კვირა, რადგან ბარსასთან შეხვედრას საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ. უკლებლივ ყველა ასპექტს შევისწავლით, რომლებიც დახვეწვას საჭიროებს. მუხლჩაუხრელად ვიშრომებთ ოპტიმალური კონდიციების შესანარჩუნებლად”.

უმთავრესი ფაქტორი კი არის სიმშვიდის შენარჩუნება..

“მიმდინარე სეზონში სწორედ ამას მოჰქონდა ჩვენთვის დადებითი შედეგი.. ამიტომ აუცილებლად გავაგრძელებთ იმავე გზას. ბუნებრივია მატჩის მოახლოება გაზრდის ვნებათაღელვას და ეს სწორიცაა, რადგან საქმე ჩემპიონთა ლიგის ფინალს ეხება”.

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

12 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
9 years ago

დღეს უეჭველი 50 კუში ვისაც გინდათ ტორინოს 2 ბურით მოგება, რომას ნიჩია და სასუოლო – ჯენოას 4.5ზე მეტი გოლი

juveboy-leo
9 years ago

e axureb exla ale
rato unda sheeshvas mitumetes mogebul skudetos dros. . .
eg rapontia exla enrikemac unda tqvas mesize ? an ronaldoc unda sheeshvas?
kacs roca sheudzlia ratom unda sheeshvas,dges tuara xval xo gamouva

avto talakvadze
9 years ago

პერეირა კარგი შენაძენია

avto talakvadze
9 years ago

რა ტაქტიკით ითამაშებს?

avto talakvadze
9 years ago

ფანტასტიური თამაში გვჭირდება..ისე ბარსასაც აქვს მინუსები და ეს უნდა გამოვიყეოთ :juvee: :juvee:

Dutch
ადმინისტრატორი
9 years ago

პოგბაც და პირლოც ცენტრში ბევრ არა სასურველ ბურთს კარგავენ.. ფინალი იმედი მაქვს ასეთი ლაფსუსების გარეშე ჩაივლის.

avto talakvadze
9 years ago
Reply to  Dutch

გეთანხმები ხანდახან უაზრო ბურტებს კარგავენ…ამას ბარსა არ გვაპატიებს..დიდი ყურადგება გვჯირდება მოედნის ცენტრში

avto talakvadze
9 years ago
Reply to  Dutch

:juvee: :juvee: :juvee:

lexo doreuli
9 years ago

სად ნახა დემონსტრირება? პირიქით, სულ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ პოგბა თავს იკავებს სულ, მეტი შეუძლია ინდივიდუალურად, მაგრამ გუნდზე თამაშობს. იშვიათად ურტყამს და იშვიათად მიდის კაცზე მოსატყუებლად. მეტი გამბედავობაა საჭირო, ლიდერობა უნდა იკისროს :forza:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane
Reply to  lexo doreuli

მიუხედავად იმისა რო პოგბა ჩემი ერთერთი ფავორიტი და კუმირია არ არის ეგ ჯერ კიდევ ბავშვია რო იუვენტუსის ლიდერობა იტვირთოს დღეს იუვეს ცალსახა ლიდერები ყავს ბუფონი ტევესი მარკიზიო ვიდალი ამათ მიყავთ თამაში მაესტროს როლს არ ვუკარგავ და არც მორატას მარა დიდწილად ამათ ზურგზე გადადის ყველაფერი და ასევე ვირივით მშრომელ ლიხტაზე პოგბა კიდე საოცრაი ბიჭია უდიდესი მომავლით უკვე ამ ეტაპზე ვარსკვავია და კიდე 3 წელი მინიმუმ უნდა შევინარჩუნოთ :forza:

Di Francesco # 1
9 years ago

მემგონი პირლოს ვერ უბედავს და პოგბაზე სპეციალურად ლაპარაკობს რო იქნება და პირლოც მიხვდესო :lool: ბარსასთან არც პირლოს ფინტაობები მინდა და მითუმეტეს არც პოგბასი, ერთ შეცდომასაც არ გვაპატიებენ და მოედნის ცენტრში ბურთის დაკარგვა უნდა გამოვრიცხოთ (ბურთის დაკარგვაში ისეთ დაკარგვას ვგულისხმობ როგორც ხშირად პირლო და პოგბა კარგავს და მერე სწრაფ კონტრშეტევას რო ვუშვებთ)

Gio Darja
9 years ago

მართალი ხარ, მგონი პირლოსაც ჩაუნამიოკა :lool: მაგრამ პოგბასაც ეხება, ბარსასთან ტექნიკის დემონსტრირების დრო საკუთარ ნახევარზე არაა, შეცდომას არ გვაპატიებენ

| Newsphere by AF themes.
12
0
Would love your thoughts, please comment.x