ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პოგბა : “იმედი მაქვს, ერთ დღეს ჩემპიონთა ლიგას მოვიგებ”

ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალურ ნახევარმცველს, პოლ პოგბას სჯერა, რომ ერთ დღესაც ჩემპიონთა ლიგის საოცნებო თასს აღმართავს : “მარცხი ყოველთვის მტკივნეულია, განსაკუთრებით როდესაც ცხოვრებაში პირველ ფინალს თამაშობ ასეთ დონეზე.ფრთხილად ვთამაშობდით და ჩემი აზრით, მატჩის მოგებაც შეგვეძლო, გათანაბრების შემდეგ უპირატესობას დავეუფლეთ, მაგრამ რაღაც დაგვაკლდა.რაც შეეხება პენალტის ეპიზოდს, ვფიქრობ, რომ თამაშის წესის დარღვევა იყო და მსაჯს თერთმეტმეტრიანი უნდა დაენიშნა.ვულოცავ ესპანელებს, მათ გამარჯვება დაიმსახურეს, ჩვენ კი გამოცდილება მივიღეთ.ლიგის თასს დიდხანს ვაკვირდებოდი, იმედი მაქვს, ერთ დღეს მას მოვიგებ.ბარსელონას ინტერესი ? – ფინალისგან მიღებული ტკივილი ჯერ არ დამვიწყებია, შესაბამისად, არაფერზე ვფიქრობ.დასვენების დღეები მაქვს და საფრანგეთში ვიმყოფები.”

წყარო : Football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x