ხედირა: ” ერთ სული მაქვს, როდის გავიცნობ თანაგუნდელებს “
ტურინის “იუვენტუსის” ახალი შენაძენი სამი ხედირა ამჟამად გერმანიის ეროვნულ ნკრებთან ერთად იმყოფება შეკრებაზე და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ფარგლებში გიბრალტართან დაპირისპირებისთვის ემზადება. ჟურნალისტებმა შანსი ხელიდან არ გაუშვეს და გერმანელ ნახევარმცველს ნაკრებთან ერთად მის “იუვეში” ტრანსფერზეც შეეკითხნენ…
” “იუვე” ფანტასტიკური კლუბია დიდი ტრადიციით, ბრწყინვალე აწმყოთი და ნათელი მომავლით. დამთხვევა სულაც არაა, რომ წელსაც ევროპის საუკეთესო გუნდთან შორის დაიკავეს ადგილი. დარწმუნებული ვარ, ევროპული პირველობებისათვის ბრძოლაში “იუვე” მომავალშიც გააგრძელებს თავისი სიტყვის თქმას და მინდა ამაში ჩემი წვლილი მეც შევიტანო. დიდი ენთუზიაზმით ველოდები ახალ გამოწვევას ახალ კლუბში, ახალ ლიგაში და ახალ ქვეყანაში. ვერ ვითმენ, ისე ველოდები კლუბისა და თანაგუნდელების გაცნობას. “რეალის” დატოვება ჩემთვის ადვილი არ ყოფილა, მაგრამ სიტუაცია შემიმსუბუქა იმან, რომ ყველაფერი მხოლოდ ჩემზე იყო დამოკიდებული. ამან საშუალება მომცა მშვიდად დიდი ხნის განმავლობაში მეფიქრა გადაწყვეტილებაზე. ჯერ კიდევ ტრავმის პერიოდში ვფიქრობდი, როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი მომავალი და გეტყვით, რომ ჯერ კიდევ ექვსი თვის წინ ვფიქრობდი, რომ ახალი გამოწვევა მჭირდებოდა. ”
“”რეალის” საწინააღმდეგო არაფერი მქონდა, უბრალოდ მსურდა ახალი თავგადასავალი დამეწყო. მინდოდა ახალი აღფრთოვანების წყარო და ახალი გამოწვევა ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის და ჩემი კარიერისთვისაც. ”
” გამიხარდებოდა ხალხს რომ ეთქვა, ის ერთ-ერთ ჩვენგანია, ის “მადრიდისტააო”. ამ გუნდს ხუთი წლის განმავლობაში ყველაფერი მივეცი რაც გამაჩნდა და იმედი მაქვს, ხალხი ამას დაინახავს. მადრიდის “რეალი” ჩემს გულშია და ყოველთვის იქ დარჩება. ”
წყარო: www.dfb.de
Xედოს რატო დასცინოდი? კაცი თავისი საქმის პროფესიონალია შეტევა არაა ამის საქმე აი ჩაშლა და ასეთები ამას არ ეშლება ასეთი დონის ჩამშლელი დღეს Aრც თუ ისე ბევრია
აბა ისეთი ფეხბურთელები ალპეს ამის გამო რეალში მართლა გაგეცინებოდა
ამას ბევრს დავცინოდი ხოლმე მაგრამ ამ შემთხვევაში მივესალმები მის მოსვლას მშვენიერი საჩუქარია უფასოდ თან არაა ბებრუხანა ასე რომ.
Eნა თუ სუფთა ტიპის ჩამშლელზეა საუბარი ხედო ნ1 თუ არა თოპ 3 ჩამშლელში უდაოდ არი გენიალური შენაძენია ხედო მინიმუმ 5 წელი იუვეს ე კაცი გაოადგება
აბა შენ იცი ლიგა უნდა მოვიგოთ სანამ ხარ 2-ჯერ მინიმუმ იმედია შენი საუკეთესო წლები იქნება იუვეში
აუუუ ისკო თუ გააჩალიჩეს ძაან მაგარი იქნება, ზუსტად ეგეთი გვჭირდება ცენტრში
აეე არც დეროსი ეყოლება იტალიას . ბარძალი ძაძა ვერატი შეილება ბუფონიც. ვინმე დარჩა წესიერი ჩვენების გარდა?
დე ბრუინი არ მომწონს ოსკარს არაუშავს ისკო კი იდეალური ვარიანტია
Uძლიერესი ჩამშლელი ხარ ახლა კარგი გამთამაშებელი გვინდა ტუტოსპორტის თქმით ოსკარზე მიდის საუბარი და ისკოზეც ეწერა რაგაც
ოსკარის ყიდვა უფრო რეალურია და თან მე მირჩევნია ისკოს