ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ძაძა დიახ, ბერარდის საკითხი ჯერჯერობით გაურკვეველია..

tuttosport-ის ინფორმაციით სასუოლოს და იუვენტუსის პირველი პირების შეხვედრამ სასურველი შედეგი გამოიღო. მხარეებს უნდა გადაეწყვიტათ სიმონე ძაძას და დომენიკო ბერარდის მომავალი. ცენტრ ფორვარდთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია და ძაძა მომავალ სეზონს ტურინში გაატარებს. რაც შეეხება ბერარდის.. მაროტა გამოისყიდის ფეხბურთელს, რომელიც აწი უკვე სრულად იქნება ბიანკონერის საკუთრებაში, თუმცა მომავალ სეზონს ისევ მოკრძალებულ კლუბში გაატარებს. კომრომისი ორ მეგობრულად განწყობილ მხარეს შორის სწორედ ზემოთხსენებულმა სვლამ განაპირობა. საუბრობენ ასევე იმ ფაქტზე, რომ სასუოლო თავდაპირველად მოთხოვნილ 30 მილიონ ევროს გარკვეულ თანხას დააკლებდა. ოფიციალურ განცხადებას უნდა ველოდოთ უახლოეს პერიოდში.

პ.ს. უახლესი ინფორმაციის თანახმად, მაროტა მაინც ცდილობს ბერარდის გადმობირებას ტურინში უკვე მოახლოებული სეზონისთვის. გენერალური მენეჯერი მთავარი მწვრთნელის დაჟინებული თხოვნიდან გამომდინარე მაქსიმუმს იღებს დომენიკოს შეძენისთვის.

წყარო: tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
9 years ago

ტევესი ფაქტიურად გადაწყვეტილია წავა და მაროტა დაუბრუნდა ბერარდის

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

Iუვემ მონაკოს ფაბინიოში 14 ლიმონი შესთავაზა მგონი დაითრიონ უნდა ეგ ბიჭი :forza: :forza: :vashaa: :love: :chuk:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

Iმედია გაამართლებ დიდად არ მჯერა შენი მარა დაველოდოთ რას იზავ იუვეში :offtopic :vaime: :juvee:

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x