იოვეტიჩის აგენტს მომავალ კვირაში იტალიაში ელიან
მანჩესტერ “სიტის” ფორვარდის, სტეფან იოვეტიჩის პირადი აგენტი ოთხშაბათს იტალიას ეწვევა და ტურინის “იუვენტუსის”, “ინტერისა” და “მილანის” წარმომადგენლებს შეხვდება.აპენინური გრანდები მონტენეგროელი ფეხბურთელის მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ, სერია ა – ში დაბრუნების წინააღმდეგი კი როგორც სჩანს, არც თავად მოთამაშეა.ჯუზეპე მაროტას იო-იო არენდის წესით სურს გამოსყიდვის შესაძლო პერსპექტივით, მასში ტურინელები კარლიტოს ტევესის შემცვლელს ხედავენ, აღსანიშნავია, რომ 25 წლის წინახაზელის გასხვისების წინააღმდეგნი არც ქალაქელები არიან.სკაი სპორტის ცნობით, იოვეტიჩის ხელში ჩაგდება ნერიაძურის და როსონერისაც სურთ, შესაბამისად, კონკურენცია დიდია, ვნახოთ, რომელ გუნდზე შეჩერდება არჩევანი.
იო ცუდი არაა მარა ფიორეში სულ ტრავმები აწუხებდა,ასე რომ ჯობია დავფიქრდეთ.
ხო ვითომ მივიწყებულია იოვეტიჩი ეს რომ იუვეში მოვიდეს ან ნებისმიერ ნორმალურგ გუნდში ისევ გაზეთები იქნება აჭრელებული ამაზე.კარგი ფეხბურთელია.თუ არ გინდა კარიერა დაინგრიო არ უნდა წახვიდე მანჩესტერ სიტიში
იო იო კარგია მეც ძან მინდა იმდენად რო ოსკარ და ამას შორის არჩევანის გაკეთება ძან მიჭირს ასე მგონია რო იო იო ზედ აკვდება იუვეს სტილს ძალიან ტექნიკური კარგი პასით მოედნის ხედვით რა უნდა ინატრო მეტი უბრალოდ შუშაა მარა მაგ პრობლემას მიხედავენ ჩვენი ექიმბაშები ისე ეს კაცი ინტერსაც უნდა და იმედია ინტერი არ ითრევს ძან ძლიერდებიან მერდები
მე მაინც მგონია რო გვჭირდება იოვეტიჩი, აი ტიპიური ტევესის სტილის მოთამაშეა, კომანი რაც არ უნდა იყოს გამოუცდელია და მხოლოდ დიბალა არ გვეყოფა იმ პოზიციაზე, გვჭირდება მეორეც ))