ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აგენტი : “მორატას მიზანი იუვეში დიდხანს თამაშია”

ტურინის “იუვენტუსი” ალვარო მორატას გამოსყიდვას და მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს, ამის შესახებ ტუტოსპორტთან საუბრისას ფეხბურთელის აგენტმა, ჯუზეპე ბოცომ განაცხადა.მადრიდის “რეალის” აღზრდილი ფორვარდი ბიანკონერებს გასულ ზაფხულს 20 მილიონ ევროდ შეუერთდა, სამეფო კლუბს კი მისი გამოსყიდვის უფლება 2016 წელს 30 მილიონ ევროდ, 2017 წელს – 35 მილიონ ევროდ აქვს.ჯუზეპე მაროტას სურს, ფლორენტინო პერესს კონტრაქტში ჩადებული ეს პუნქტი გამოაცალოს ხელიდან და შესაბამისად, მორატა “იუვეს” სრული საკუთრება გახდეს : “ჩემი მთავარი ამოცანა ალვაროს ტურინში დარჩენაა, მამამისი ახლაც მუშაობს კონტრაქტის დეტალების მოსაგვარებლად.ამ პერიოდის მანძილზე მორატას დავუმეგობრდი, მას იუვეში თამაში სურს და იმედი აქვს, რომ შავ-თეთრი მაისურით ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.შემდეგი ნაბიჯი რეალთან მოლაპარაკებების გამართვაა, თუმცა, აქ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს თავად ფეხბურთელის სურვილი.ბებერ ქალბატონს მომავალი 8-10 წლის განმავლობაში სურს ალვაროსთან ურთიერთთანამშრომლობა, ვფიქრობ, სიტუაცია ნათელია.ისე კი, შემიძლია განვაცხადო, ფორვარდის ფასი ახლა გაცილებით მეტია, ვიდრე 35 მილიონი”. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიური მხარე მადრიდელებს 8 მილიონ ევროს შესთავაზებს გამოსყიდვის შესაძლო უფლების ჩამოსართმევად.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ალეკო კოკაია

10-იანს ესეც და დიბალაც მაგრა გაქაჩავს,მოკლედ დიბალა მორატა ფლანგებზე და მანჯუკიჩი ცენტრში მხეცი შემტევი ტრიოა :forza: :forza: :forza:

lexo doreuli
9 years ago

ერთი სული მაქვს მორატა-დიბალას დუეტს როდის ვნახავ, ძალიან მეიმედება ბიჭების :forza:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

ჩააცვით ამ კაცს 10 იანი მორატა აბა შენ იცი ტრეზეგეს გადაუსწრე გოლებით და ისეთი ყოფილიყავი იუვესთვის რო ყველა დროის ბომბარდირი არ ვიცი თუ მოასწარი და ალექსას გადაუსწრე ნუუ რავიცი ყოველშმეტხვევაში ჩემი სურვილია აბსოლიტური რეკორდი მოგეხსნაას იმდენი გოლი შეგეგდოს იუვეს მაისურით მომდევნო წელს სერია A ლიგაზე თასებზე მთლიანად მინიმუმ 25 გოლამდე უნდა გააბრახუნო :forza: :vashaa: :love:

PIto
9 years ago

+ 100 აი ვინ იმსახურებს ასთიანს ყველაზე მეტად.

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x