მაროტა : “ძაძას ტრანფერს მალე გავაოფიციალურებთ”
ტურინის “იუვენტუსის” გენერალური დირექტორი, ჯუზეპე მაროტა კატეგორიულად აცხადებს, რომ პოლ პოგბაზე მიღებული ნებისმიერი შემოთავაზება კლუბის მიერ უარყოფილი იქნება და ამასთან, ხუან კუადრადოს მიმართ ინტერესს ადასტურებს : “ვფიქრობ, უკვე შევქმენით კონკურენტუნარიანი შემადგენლობა, სატრანსფერო ბაზარზე მიმდინარე სიტუაციას ყურადღებით ვაკვირდებით და ვიყენებთ ჩვენთვის სასურველ ვარიანტებს.პოგბა იუვეს მნიშვნელოვანი ელემენტია და მის გაყიდვას არ ვაპირებთ, ნებისმიერ შემოთავაზებას მის თაობაზე უარით გავისტუმრებთ.კუადრადო ? – ის ჩელსის ფეხბურთელია და ლონდონელები მას არენდით დაგვითმობენ, სიამოვნებით მივიღებთ.სალაჰი და იოვეტიჩი ? – მათთან მოლაპარაკებები არც წამოგვიწყია, ისინი ითამაშებენ ზოლებიანი მაისურებით მილანში მდებარე სტადიონზე.ანდრეა პირლოსა და კარლოს ტევესის წასვლის შემდეგ ბევრი რამ დავკარგეთ, თუმცა გავიფორმეთ პაულო დიბალა, სამი ხედირა და ახალგაზრდა რუგანი, რამდენიმე დღეში სიმონე ძაძას ტრანსფერსაც გავაოფიციალურებთ.სატრანსფერო ფანჯარა სულ ახლახან გაიხსნა და წინ დიდი დროა”.
Iskooo9ooooooooooooooooo gachite marotaaaaaaa
დაიცა, მანძუკიჩი რომ ვიყიდეთ რატომ არ თქვა?
მაროტას ვაფშე საღოლ რა უკვე მერამდენე ფეხბურთელი გააძრო უფასოდ.
ნეტო რო დავითრიეთ მაგრად გამისწორდა შეიძლება ეხლავე სასტავში ვერ მოხვდეს მაგრამ მაგის დროც მოვა.ძალიან სწორი სვლა იყო სტორარის გაშვება და ამის მოყვანა 1 ახალგაზრდა მეკარე საჭირო იყო გუნდში.გამთამაშებელი რაც შეიძლება მალე უნდა მოიყვანონ რომ გუნდი შეთამაშდეს ამ ზაფხულს ვარჯიშებზე და ამხანაგურ თამაშებში.