ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ციებ-ცხელება

მანამ, სანამ ჯუზეპე მაროტა შემადგენლობის გაძლიერებაზე ფიქრობს, ტურინის “იუვენტუსის” სპორტული დირექტორები მოთამაშეებთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მსჯელობენ.ლეონარდო ბონუჩისთან და მასიმილიანო ალეგრისთან ერთად სულ მალე თავის მომავალს კიდევ უფრო დიდი ხნით კლაუდიო მარკიზიო დაუკავშირებს, რომელთანაც ხელშეკრულების გაფორმება 2019 წლამდე იგეგმება.ამჟამად 29 წლის ნახევარმცველი შვებულებაშია და ტურინში დაბრუნებისთანავე ეს საკითხი წარმატებით დაიხურება, მხარეებს ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელება სურთ და საერთო ენის გამონახვა პრობლემა არ უნდა იყოს.

იტალიური პრესა არ ადასტურებს ჩილეში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა არტურო ვიდალი ახლოსაა მადრიდის “რეალში” გადაბარგებასთან.ტურინული და მადრიდული მხარეები მოლაპარაკებებს არც კი აწარმოებენ, ამის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ბიანკონერები ერთ-ერთი ლიდერის გასხვისებას არ აპირებენ.მაინც აღვნიშნოთ, რომ მინიმუმი თანხა, რომელზეც ჯუზეპე მაროტა მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდება, 50 მილიონი ევროა, კოპა ამერიკაზე შესანიშნავი მატჩების შემდეგ ჩილელის სატრანსფერო ღირებულება საგრძნობლად გაიზარდა.

რაც შეეხება ფერნანდო ლიორენტეს, მისით არაერთი ევროპული გუნდი ინტერესდება, თუმცა მეტ-ნაკლებად რეალური ვარიანტი ფრანგული “მონაკოა”, რომელიც დიდი ხანია თავს დასტრიალებს ესპანელს.მარიო მანძუკიჩის ტრანსფერის შემდეგ 30 წლის ფორვარდი ტურინის დატოვებასთან ახლოსაა და დიდი ალბათობით, ლუი მეორეს ბინადრები ბასკის გასაფორმებლად ყველაფერს გააკეთებენ.

ლუკა მარონეზეც ვთქვათ, რომლის აგენტი, ჯუზეპე ბოცო აქტიურად განიხილავს რამდენიმე ვარიანტს.ჰორიზონტზე ყველაზე ახლოს “ბოლონიაა”, რომელიც უახლოეს დღეებში შეხვდება მოთამაშის წარმომადგენლებს და პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდება.25 წლის შუახაზელი მაქს ალეგრის სამომავლო გეგმებში არ შედის და ტურინს სულ მალე დაემშვიდობება.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
mishka berianidze
9 years ago

ლორენტე + 10 ლიმონი და კარასკო წამოიყვანონ ფლანგელები გვინდა სასწრაფოდ
ჩემი ფავორიტი ისკოა.

forza bianconeri
9 years ago

მარკიზიო :love: :love: მაგრად მევასება არტუროც მარა 50+ ლიმონის შემთხვევაში უნდა გავუშვათ არაა ის არტურო რაც 2 წლის წინ იყო საუკეთესო იყო მაშინ. აი მარკიზიოს 100 ლიმონადაც არ გავყიდდი მე

jek17
9 years ago

წელს წამყვანი მოთამაშე აღარავინ წავა,პირიქით დასამატებელია 2-3 მოთამაშე,თან წელს პირლო და ტევესი დააკლდება გუნდს და ეხლა ვიდალის ან პოგბას წასვლა ჩათვალეთ რო გუნდი სერიოზულათ დასუსტდება,კარგი იქნება ოსკარის ან ისკოს დამატება მაგრამ ეს უკანასკნელი ფანტასტიკის სფეროა და ფლანგებს თუ მიხედავენ კარგი იქნება

Kva Shi
9 years ago

au arada rogor ar minda amis wasvlaa, mara amdeni chamshleli ar unda gunds faqtiaa, mara vidali :blin:

arseni
9 years ago

მარონეს ამბავი ძალიან მაღელვებს … ძალიან ნიჭიერი და გონიერი ფეხბურთელია, მაგრამ ეს ტრამვები და ტრამვები ხელს უშლის

ალეკო კოკაია

ერთერთი ვერსიით ოკსარი რო დაითრიონ ფული ჭირდებათ და მაგიტომ ყიდიან 50 მილიონადო,მარა აშკარად ჭორი მგონია.

ალეკო კოკაია

ერთEღტი ვერსიით ოკსარი რო დაითრიონ ფული ჭირდებათ და მაგიტომ ყიდიან 50 მილიონადო,მარა აშკარად ჭორი მგონია.

R24
R24
9 years ago

ვიდალი არსად არ არის წამსვლელი… ეგ უეჭველი დარჩება და მაგის წასვლის შიში არც უნდა გვქონდეს :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x