სატრანსფერო ციებ-ცხელება (ვიდალი, ლორენტე, ისლა)
დღეს, საკმაოდ საინტერესო სიახლეები ვრცელდება სატრანსფერო ბაზარზე. ძირითადად ეს არა შევსებას, არამედ უფრო მეტად შესაძლო დასუსტებას ეხება. რამდენიმე წუთის წინ ვიდალის შესახებ გაჟღერდა ინფორმაცია, რომელიც თითქოს ახლოს არის ბაერნში გადასვლასთან. ჯანლუკა დი მარციო კი საკუთარ გვერდზე აქვეყნებს სტატიას, სადაც წერია რომ დღეს ჯუზეპე მაროტამ 22 მილიონიანი წინადადება მიიღო დანიელე რუგანის თაობაზე.. მიმზიდველი წინადადება, თუმცა ბეპე შეუვალია და ახალგაზრდა მცველი კარიერას ტურინში განაგრძობს.
ჯერაც გაურკვეველია რა ბედი ელის მაურისიო ისლას და ფერნანდო ლორენტეს. ესპანელი ფორვარდი ხან ტოტენჰემს დაუკავშირეს, ხან ვესტ ჰემს, ხან სევილიას.. ეხლა კი თურმე იგი რეალში გადასვლასთან არის ახლოს. საორიენტაციო სატრანსფერო ღირებულება გახლავთ 15 მილიონი ევრო.
რაც შეეხება ისლას.. მისი ისტორია სავსეა კითხვის ნიშნებით. ჯერ იყო და საერთოდ არ უნდოდათ მისი ტურინში დანახვა, მაგრამ კოპა ამერიკას შემდეგ აპენინებზე მის მიმართ დამოკიდებულება უმალვე შეიცვალა. იფეთქა ძველმა გრძნობებმა და მოგონებებმა იმ პერიოდის, როდესაც სამხრეთ ამერიკელი დაფრინავდა ფრიულეს არენაზე.. თუმცა, სევილია არ ნებდება და შესაძლოა ალეგრი დათანამხდეს მის გასხვისებას. სამაგიეროდ კი მაროტა ვერონადან არენდით იაკობო სალას გაიფორმებს..
აქვე, მორიგი ოფიციალური ტრანსფერი. ბიანკონერიმ კონტრაქტი გაუფორმა პარმას ახალგაზრდა მოთამაშე ალესიო ჩერის.
პ.ს. ბოლო ინფორმაციით, რომელსაც ისევ და ისევ ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს, ბაიერნი 40 მილიონს სთავაზობს იუვეს, რომელიც 45 ითხოვს თავის მხრივ. ხელშეკრულების გაფორმებამდე დაშორება მხოლოდ 5 მილიონი ევროა და როგორც აპენინებზე ვარაუდობენ, უახლოეს პერიოდში ტრანსფერმა შესაძლოა ოფიციალური სახე მიიღოს..
ვიდალი და პოგბა საუკეთესო საყრდენები არიან ) წელს ვიდალი წავა მომავალში პოგბა ) და რაღა გამოვაა ? ) იუვემ სწორედ საუკეთესი შუა ხაზის წყალობით გავიდა ფინალში )
არტურო უნდა დარჩეს წელს მაინც,თორემ ნამეტანი გადახალისება გუნდს სტაბილურობას დაუკარგავს.მითუმეტეს გიოტცეს ბავარია არაფრით არ გაუშვებს.ტრეკვარტისტას აუცილებლად მოიყვანენ,ძალიან უნდა ალეგრის.თავისუფალი მხატვარი მისი ოცნებაა,ძალიან უყვარს ინდივიდუალისტები.ოღონდ ეს უნდა იყოს მაღალი დონის.სილვა კარგია,მაგრამ პოგბას ხარჯზე არ მინდა.ოზილის არ თმობს ვენგერი.ასე რომ საკმაოდ რთულია,ახლა გამოჩნდება მაროტას მარიფათი.
არადა ვიდალს საერთოდ არ აქ კაი ურთიერთობა ბაიერნის ფანებთან მეორეს მხრივ გიოტცეს გუარდიოლასთან ჩახლართული სიტუაციაა.ნახეთ ბაიერნი ჭკვიანია არ უნდა გაშვება იმიტომ რომ ნახევარდაცვას აძლიერებს მაგრამ თავდასხმას ედება იუვეში კიდე პირიქით.ძალიან მარტივი ლოგიკაა.რიბერი რობენი გინდ ყოფილან გინდ არა ეხლა გიოტცე და პიზდეეეეც.
დუგლას კოშტაც საეჭვოდ იყიდეს და დი მარიასაც უკიკინებენ მარა მაგას დიდი ალბათობით პესეჟე ითრევს
დუგლას კოშტას ფეხბურთელობა ვატირე არასდროს არ მომწონდა.
შვაინა რო გაუშვეს პირღია დავრჩი.
17 წელი იყო კაცი ბავარიაში და ბ ოლო 2 წელი ინგლისში გააგორებს ბურთს სუ ამბობდა შვაინა რო კარიერის ბოლოს 2 წელი პრემიერლიგაში თამაში რო უნდოდა ეგ არ გამიკვირდა მე მარა ძან მტკივნეულია ბავარიელი ფანებისთვის
არც მე მევასება მარა 35 ლიმონად ფაქტია ბავარია არ იყიდიდა გვარდის დაჟინებული მოთხოვნა რო არ იყოს მაგას ტიკიტაკა ფეხბურთელები უყვარს და ის ვერ შეიგნო რო ბაიერნი მასეთ სტილს არასოდეს თამაშობდა და ვერც ითამაშებს 
მართალია
ვიდალი თუ წავა ესეიგი საკუთარი სურვილით მიდის და მანდ ვერაფერს გახდება ალეგრი, მაროტა და ასე შემდეგ ))
ასამოა არ დაივიწყოთ ეგ ბიჭი შუა ხაზში თუ გადავიდა იფ იფ )) მაგრამ ამ შემთხვევაში ვინმე მარცხენა ფლანგელი მოვა ) შესაძლოა ალექს სანდრო.. მაგრამ ვისურვებ ვინმე იტალიელ ფლანგელს.. ამდენი უცხოელის ყურებაც არ მინდა იუვეში
ძაპაკოსტა და დარმიანი გამოირიცხა ამ ეტპაზე და სხვა იტალიელი არც გვყავს ნორმალური, დე სილვესტრი დამტვრეულია თუარა მაგის გამოცდა შეიძლებოდა
დარმიანი არ უნდა გაგვეშვა
Tუმცა დე სილვესტრი მარჯვენა ფლანგია, მარცხნივ კრიშიტო გვყავს
ვიდალი თუ გაყიდეს ესეიგი 3 ნახევარმცველით უნდა ალეგრის თამაში და გამთამაშებელს უეჭველი იყიდის
ვიდალი თუ წავიდა ესეიგი თვითონაც უნდა, იუვე ძალით არ გააგდებს, არ მგონია ვიდალის შემცვლელად ვინმე იყიდონ, უბრალოდ ატურარო და პერეირა დაიტვირთება და + ასამოა გადავა ცენტრში
ამით ერთს ასწორებენ მეორეს აფუჭებენ არასწორი ტაქტიკააა !!!!!!!!!
არ გაუშვებს ბაიერნი გიოტცეს. ნახევარმცველი სუფთა იმ პონტში მიჰყავთ, რომ შვაინშტაიგერი შეცვალონ..
საეჭვოდ ჩაიშალა დღეს მილანის მოლაპარაკებები ვიტსელთან და ეჭვი მაქვს იუვეში გადმოდის.. შეთანხმებას მიაღწია ჩვენთან და მაგ პონტში მოკვდა გალიანისთან თემა.. ვიტსელი ზუსტადაც რომ ჩვენ გველოდა
არ ვიცი შეიძლება ვცდები მაგრამ საეჭვოდ დაემთხვა, ეგ და ეხლა ვიდალის მოულოდნელი ამბები
ოსკარს რო შეეწიროს არც მე მინდა და გიოტცეს ბარტერი კაი იქნება თან სტურარო გვეზრდება + ხედო გვაქ და ალეგრის ტაქტიკურად უნდა ტრექუარტისტა მოედანზე ახლა ერიქსენზეც ავარდა ჭორი ძან მიყვარს ვიდალი არ მინდა რო წავიდეს მარა გიოტცე ვიდალის ბარტერი კაია და გაყიდვა იქნება დიდი სისულელე პასტორე მაქსიმუმ 25 ლიმონი ღირდეს და მაგ თანხას ლორენტე ოგბონა ისლათი კი აიღებენ და უფრო მეტსაც
დაუჯერებელია ვიდალის იუვედან გაშვება
ეგ თუ გაუშვეს მაგრად დაგვერხევა.კაიფობენ? ტევესი პირლო და ეხლა ვიდალ ფაქტიურად ყველაფრის ახლიდან დაწყება გვიწევს და ეგაა.ეს თუ გაუშვეს იუბვენტუს გაედოოოოოოოო სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.ძირითადი ბირთვს კარგავს იუვე და ეგაა

აუ ამათმა თუ ვიდალი გაყიდეს საღოლ რა, რა ოსკარი ტიპი ისეთი არასტაბილურია არტუროს სანაცვლოდ ეგ არანაირად არ მინდა ))
გიოტცე წამოიყვანეთ
ისე არ გაუშვათ ვიდალი ან უეჭველი ოსკარის ფულს აგროვებენ და ეგაა