იუვეს ნომერ პირველი სამიზნე იულიან დრაქსლერია
არტურო ვიდალის ტრანსფერი ოფიციალურად უახლოეს პერიოდში დადასტურდება, ხოლო ტურინელები პარალელურ რეჟიმში ტრეკუარტისტას მოძიებით არიან დაკავებულნი. პრესაში უამრავი 10-იანი დაუკავშირეს იტალიის მოქმედ ჩემპიონებს.. იმავე ბაიერნიდან მარიო გიოტცე, თუმცა როგორც ირკვევა ამ მხრივ მაროტას პრობლემები შეექმნა. გერმანელებმა იუარეს საკუთარ პლეიმეიკერთან განშორება და შედეგად ბიანკონერის გენერალური დირექტორი ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთო. ასეთი კი როგორც ჩანს იქვე გერმანიაში, გელზენკირხენში იპოვნეს. იულიან დრაქსლერი ნომერ პირველი სასურველი კადრი ხდება ალეგრისთვის. საორიენტაციო ღირებულებად იტალიელი მიმომხილველები 20-25 მილიონ ევროს მიიჩნევენ და სწორედ ამ სახსრებით შეეცდებიან გერმანელები შემდგომ შაქირის შეძენას.
წყარო: tuttojuve
კარგი იქნება დრაქსლერის იუვეში ხილვა რადგან ამას ფლანგიდანაც შეუძლია შეტევაში ჩართვა თუ ამაში 25 გადაიხადეს მაშინ კარგი იქნება კიდევ ერთი გერმანელის და ასევე იულიანის გუნდელის დამატება იგივე ფასად ანუ მაქს მაიერი ვიგულისხმე
ლორენტე, ისლა + 10 ლიმონი რომ შევთავაზოთ არამგონია უარი გვითხრან.
ხოო დრაქსლერი ძალიან ძალიან კაი ვარიანტია შლკე კი მართლაც ეჩალიჩება შაქირის და თუ მიაწვებიან რეალურად განახორციელებენ ამ ტრანსფერს