ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვინოვოზე ვარჯიშები გრძელდება

ვინოვოს სამწვრთნელ ბაზაზე ფეხბურთელების რიცხვი დღითიდღე იზრდება.დღეს, მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში ჯანლუიჯი ბუფონი, მურარა ნეტო, რუბინიო, შტეფან ლიხტშტაინერი, დანიელე რუგანი, ჯორჯო კიელინი, ანდრეა ბარძალი, პატრის ევრა, კვადვო ასამოა, კლაუდიო მარკიზიო, პოლ პოგბა და სტეფანო სტურარო დაბრუნდნენ.ხვალ, ადგილობრივი დროით 12:30 სთ-ზე ტურინელთა ახალწვეულის, იტალიის ახალგაზრდული ნაკრების უნიჭიერესი მცველის, დანიელე რუგანის წარდგენაა დაგეგმილი.აღსანიშნავია, რომ ვინოვოს დღეს ანდრეა პირლო ესტუმრა, რომელიც ოფიციალურად დაემშვიდობა თანაგუნდელებს, შეხვედრა საკმაოდ ემოციური და საინტერესო გამოდგა.შეგახსენებთ, რომ პირველ ამხანაგურ შეხვედრას ბებერი ქალბატონი 25 ივლისს გამართავს, მისი მეტოქე დორტმუნდის “ბორუსია” იქნება.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x