ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” – “ბორუსია” (წინასამატჩო)

საინტერესო მატჩი გველის დღეს შვეიცარიაში. ერთმანეთის პირისპირ კარგად ნაცნობი კლუბები წარსდგებიან, რომლებიც ერთმანეთს სხვათაშორის უკანასკნელად გასულ სეზონში შეხვდნენ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ სტადიაზე. საუბარი გერმანელთა მხრიდან რაიმე სახის რევანშზე უადგილოა რადგან ეს მხოლოდ ამხანაგური რანგის დაპირისპირებაა. მეორეს მხრივ ტურინელთათვის მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს..

პირველ რიგში სატრანსფერო კუთხით. შესაძლოა მაროტა და პარატიჩი სწორედ ამის გამო ითრევდნენ ფეხს რომელიმე ფეხბურთელის დამატებისგან, რადგან საქმეში შეხედონ ახალწვეულებს. განსაკუთრებით ეს ეხება პაულო დიბალას, რომელმაც გამოთქვა უკვე მზადყოფნა ტრეკუარტისტას პოზიციაზე ასპარეზობის. პრინციპში, არგენტინელი უნიჭიერესი შემტევის სიტყვებში დევს სიმართლის მარცვალი.. მისი სათამაშო მახასიათებლებიდან გამომდინარე პაულოს აქვს ყველა ის საჭირო თვისება რითიც შეძლებდა გამთამაშებლის ფუნქციის შეთავსებას. კარგი მოედნის ხედვა, ბურთის არაჩვეულებრივი კონტროლი და საჭირო აჩქარება. მეტი რა უნდა ინატროს პლეიმეიკერმა? ვნახოთ.. ბორუსიასთან მატჩი ბევრს თუ არა რამდენიმე საინტერესო კითხვაზე აუცილებლად გაგვცემს პასუხს..

ბევრი საუბარობს იმის საჭიროებაზე, რომ გუნდში ვიდალის შემცვლელი უეჭველად მოსაყვანია.. კი მაგრამ რატომ ივიწყებენ რობერტო პერეირას? ნაკლებად მებრძოლია, ტექნიკური თუ? მან გასულ სეზონში არაერთხელ დაგვიმტკიცა რომ მასსზე ფსონის გაკეთება გამართლებული ნაბიჯია. შესაბამისად ჩვენ არაერთხელ ვიხილავთ ნიჭიერ არგენტინელს სასტარტო შემადგენლობაში. ალბათ დორტმუნდთან შეხვედრაში მასაც ექნება კიდევ ერთი შანსი ყველას დაუმტკიცოს, რომ არ არის ხელწამოსაკრავი ფიგურა.

ტრეკუარტისტას გარდა პრობლემატურად რჩება მარცხენა ფლანგი. არავინ იცის რა აქვს ჩაფიქრებული ალეგრის. აპირებს ის კვლავინდებურად ფსონის ევრაზე გაკეთებას და ასამოას დუბლიორობას, თუ განელს მომავალ სეზონში მოედნის ცენტრში ვიხილავთ.. ნებისმიერ შემთხვევაში საღ-სალამათი ასამოა არის საიმედოობის გარანტია, ხოლო ევრა კლასის.. თუმცა გასულ სეზონში ფრანგს ბევრი პოზიციური წუნი ჰქონდა.. შესაძლოა ეს გამოწვეული იყო იმით, რომ რეალურად შემცვლელის გარეშე იასპარეზა მთელი სეზონი და არ მოხდა ძალების სწორად გადანაწილება..

ერთი სიტყვით წინ გველის საინტერესო “სატესტო” მატჩი სადაც ანგარიშზე მეტად ის არის საინტერესო როგორ და რანაირად შეუძლიათ ამა თუ იმ ფეხბურთელებს კონკრეტულ პოზიციასთან ადაპტირება..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

16 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

შიქუერასთვის კი გაამზადეს 8 ლიმონი იაფ მუშა ხელს ვეძებთ ან საბანკო საქმე განვადებები :lool:

FeNoMeNo-9
9 years ago

dybalas gamtamashebloba ar gaishvas arsad! es nabi…ebi kidev imaze fiqroben, rogorme fuli dazogon da eqsperimentebs mimartaven!! fuu she…it satitaod zmoტ dedebshi anielo da marotav

forza bianconeri
9 years ago

b.a.r.o.n.a შანსი არაა მორატას ვერავინ ამოაგდებს :kenwvla: დიბალა ტრეკვარტისტა იქნება ალბათ ხოლო მანძუ ძაძა ერთმანეთ შეენაცვლებიან ხოლმე

barona
9 years ago

აი სუპერ იუვე იქნება ესეთი…პოგბა ვერატი მარკიზიო….წინ დიბალა მორატა ბერარდი…ვერატის რავუთხარი რააჩერებს პსჟ მარა მოუწევს მომავალ წელს მაინც აბარრგება…ბრუცოს იმედი მაინც არმაქვს წავა ალბათ რეალში ან ბარსაში

Di Francesco # 1
9 years ago

ძაძაუნამ შეიძლება ითამასოს და რუგანიმ დღეს სასტავში :chuvak:

barona
9 years ago

დიბალა მანძუა წინ

barona
9 years ago

ის იქნება პრიკოლი მორატა ზამენაძე რომ გაუშვას დიბალამ

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to  barona

დიაბალას ყველაზე ნაკლები სათამაშო დრო ექნება ჩემი აზრით

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

Mორატა ტიპიური ცენტრფორვარდია და საარიმოს გაეთ ვერაფერ კრეატიულს ეგ ვერ სემოგთავაზებს მისი პლიუსი არი რო გოლის ალღო აქ და ცენტრფორვარდისთვის კაი სისწრაფე და მთავარს თუ წაართმევ და საჯარიმოს მოაცილებ მის რეგრესსაც შეუწყობ ხელს

barona
9 years ago

საჯარიმოს ირგვლივ ფორსირება არანაირად არ დააკნინებს მორატას ტიპიური ცენტრი არი უკვე მანძუ და მორატა უფრო დაწეული ფორვარდი იქნება…სიმაგლის მიუხედავათ მშვენიერი სისწრაფეაქვს და თუ საჩიროა გუნდისთვის ჯოგჯერ AMც უნდა იყო და SSც

barona
9 years ago

ისე კაი ვარიანტია 4-3-2-1…. დიბალა მორატა საჯარიმოს ირგვლივ და ნახევარმცველებთან მჭიდრო კავშირი მანძუ ცენტრი

Di Francesco # 1
9 years ago

მაჯუკა არაა 4-3-1-2 ის ფორვარდი, მაგ შემთხვევაში კომბინაციებში მონაწილეობის მიღება და რაღაცეები მოუწევს, მაგის სქემა არის 4-3-3, საჯარიმოში მაგას მეორე ფორვარდი ხელს შეუშლის, პარტნიორთან არასდროს არ უთამაშია მაგას და რავიცი ახლა ალეგრი თუ აათამაშებს სხვა საქმეა

Di Francesco # 1
9 years ago

ცენტრიდან კი უტევდა იუვე კარგად შარშან მარა მაშინ ტევესი და ვიდალი გვყავდა, წელს მორატა – დიაბალა რას იზამს რთული გამოსაცნობია, მე უფრო მგონია ფლანგებიდან შეუტეუტევს იუვე ძირითადად და ზოგჯერ ხან დიბალა ეიწევს ცენტრში და ხან მორატა

Di Francesco # 1
9 years ago

4-3-3ით თამაშობს დღეს ალეგრი, დიაბალას გამთამაშებლობა არ გამოვა იმიტორო მაგ შემთხვევაში წინ 2 გამოკვეთილი ფორვარდი რჩება, 2 ერთი ტიპის ფორვარდი კიდე ვერ გაამართლებს, ამიტო დიაბალა დადგება მარჯვნივ მორატა მარცხნივ და შუაში მანჯუკა

| Newsphere by AF themes.
16
0
Would love your thoughts, please comment.x