ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი სუპერ თასს საკადრო პრობლემებით ხვდება

სეზონი ჯერ არ დაწყებულა და ტურინელებმა ორი წამყვანი ცენტრალური მცველი უკვე მოისაკლისეს. დორტმუნდთან მატჩის შემდეგ ანდრეა ბარძალიმ იგრძნო დისკომფორტი, ხოლო ლეხიასთან მატჩში უკვე საწყის წუთებზევე მოითხოვა შეცვლა ჯორჯო კიელინიმ. ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, რამდენად მოასწორებს გამოჯანმრთელებას ჯორჯო იტალიის სუპერ თასის მატჩისთვის ლაციოს წინააღმდეგ. ალეგრიმ მატჩისშემდგომ პრესსკონფერენციაზე კუნთის გადაღლილობაზე ისაუბრა, მაგრამ არის ეჭვი რომ ეს გაცილებით სერიოზული დაზიანებაა ვიდრე უბრალო გადაღლა. იმ შემთხვევაში თუ მაგნიტორეზონანსულმა გამოკვლევამ დაადასტურა კუნთის მეტად მძიმე დაზიანება, მაშინ ჯორჯონე მინიმუმ სუპერ თასს აუცილებლად გამოტოვებს, ხოლო შემდგომ სარეაბილიტაციო პერიოდს სამედიცინო შტაბი გამოაქვეყნებს.

წყარო: tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
vakhtang karchava
9 years ago

ალეგრი ისედაც რთულ მდგომარეობაშია,ახალი გუნდი უნდა შეათამაშოს,განსაზღვროს სათამაშო სქემა რომელსაც დაეყრდნობა და ძირითადი მოთამაშეებისგნ სჭირდება დავალების ზუსტად შესრულება,მორატა კი ამას არ ასრულებდა და ამიტომაც გაცხარდა ალეგრი.არაა ახლა იმის დრო,რომ მორატამ რამე დაამტკიცოს,მას ისედაც დამტკიცებული აქვს თავისი და ალეგრიც ენდობა,ამიტომ საჭიროა იმ სქემის დამუშავება რასაც მწვრთნელი ითხოვს.არა უშავს მალევე გაიგებს,ან გააგებინებენ)) ახლა მთავარია ტრავმიანობა არ იყოს გუნდში.

ALLENATORE
9 years ago

ტრავმებს რაც შეეხება ) შარშან რო მოვიდა არაფერი არ შეუცვლია ) ვარჯიშებს ვამბობ )) შიში ქონდა რო გააგდებდნენ ეგრევე )) :D კონტეს იუვედან ბევრი რამ შეინარჩუნა ) ეხლა უკვე სკუდეტო მოიგო და ლიგაზეც შედეგი დადო ) და სულ სხვა მეთოდიკას იყენებს ) გუშინ გაზეთში წავიკითხე მე არ ვიგონებ )) მეთოდიკას რომელიც მილანში ქონდა ) მილანში სადაც მთელი სეზონი ელ შარავი და სასტავი პეხმოტეხილები იყვნენ )) ნახევარი გუნდი ტრავმირებული ყავდა მთელი წელი )) ტრავმები დიდ წილად დამოკიდებულია მომზადებაზე ) როგორ დატვირთვებს მისცემ როგორ გათვლი სავარჯიშო პროცესს ))

Di Francesco # 1
9 years ago

მორატას ცოტა თავში ავარდნილი რო აქ მაშინაც გამოჩნდა იუვესთან ერთად მოგებული ვერცხლის მედალი არაფრად რო არ ჩააგდო, ბუფონს და პირლოს არ მოუხსნია მედალი და ამან იმწუთში მოიხსნა და მერე მეზობლისთვის უჩუქებია :lool: კარგი ფეხბურთელია რა იუვეს ფეხბურთელს სხვა პასუხისმგებლობებიც აქვს და ცოტა უფრო ღირსეულად უნდა მოიქცეს

ALLENATORE
9 years ago

ალეგრის მთავარი პრობლემა იმაში იყო მილანში რომ ფეხბურთელებს ვერ აკონტროლებდა ) არავინ უსმენდა ) ძაან სუსტი ხასიათი აქვს ) ტაკტიკოსი ძლიერია მაგრამ კონტეს სული რო ქონდეს ცოტათი მაინც გაცილებით მაღალი დონე იქნებოდა )) მილანში საერთოდ გადებილებული იჯდა სკამზე )) :D:D: იუვეში აქტიურობს მაინც ) იქ სერთოდ ფეხებზე ეკიდათ ალეგრი )) იმედია იუვეშიც იგივე არ დაემართება )

ALLENATORE
9 years ago

რომამ სალახი მოიყვანა ) რაც დიდი პლიუსია ) სალახი ინდივიდუალურად ძლიერია ) ამასობაში მისტერ ალეგრი :D:D: მორატას ეჩხუბება ) ჩხუბობენ უფრო სწორად ) ალეგრი აცხადებს რო ესპანელი ცუდ ატმოსფეროს ქმნის გუნდში ))) ეს ყველაფერი ალეგრის ხედვებთანაა დაკავშირებული )) მას უნდა ტევესი ყავდეს ესპანელის სახით რაც აფსურდია მისი სათამაშო თვისებების გათვალისწინებით )))
იმედია იცის ალეგრიმ რას აკეთებს და მილანის ბედს არ გაიზიარებს ) როცა მოგებულუ სკუდეტოს შემდეგ ) ისეთ კრიზისში იყო მისი მილანი რო კლუბიც ჩაძირა და თავადაც დაიძირა ))

Di Francesco # 1
9 years ago

ვიდალის სურათები ნახეთ ვარჯიშზე რას იღრიჭება :chuvak: გონია რო დიდ კლუბში წავიდა, მანჯუკას ვუბალეჩიკებ წლეს ოღონდ ბავარიაზე წინ გავიდეთ :lool:

9 years ago

გვჭირდები ჯორჯოოო .

ზოგი ჭირი მარგებელიაო რუგანი მიიღებს პრაქტიკას ბონუჩის გვერდით :forza:

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x