ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლიხტშტაინერი : “სუპერთასი უნდა მოვიგოთ”

ტურინის “იუვენტუსის” მარჯვენა მცველს, შტეფან ლიხტშტაინერს კარგად ესმის, რომ სუპერთასისთვის მატჩში “ლაციოს” ფანები მას აქტიურად დაუსტვენენ : “სტვენაზე პასუხი კარგი თამაშით უნდა გასცე, წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ შეჩერდე.ფანებისთვის დამახასიათებელი თვისება ესაა, როცა მათ გუნდში თამაშობ ძალიან უყვარხართ, როცა სხვა კლუბში გადადიხარ, მომენტალურად შეგიძულებენ.შეშინებული არ ვარ, ტიფოზებმა მოთაშეები უნდა დააფასონ, რაც შეეხება გოლს, ახალ კლუბში ნებისმიერ გატანილ გოლს აღვნიშნავ.ტაქტიკა ? – სანამ კონტესთან ერთად მუშაობას დავიწყებდი, მუდმივად ოთხ მცველში მიწევდა ასპარეზობა, მაგრამ კარიერის საუკეთესო წლები სამმცველიან სქემაში ვითამაშე.მთლიანი ფლანგის დაფარვა ძალიან რთულია, ძნელია შეაჩერო მაგალითად რიბერის დონის ფეხბურთელი და შემდეგ შეტევაზე იფიქრო, თუმცა მონდომებაა საჭირო.პირადად ჩემთვის, ტაქტიკას და მონახაზს არ აქვს მნიშვნელობა, მზად ვარ ათ კაციან გუნდშიც ვითამაშო.”

წინასასეზონო პერიოდში ტრავმები ჯორჯო კიელინიმ, ანდრეა ბარძალიმ და ალვარო მორატამ მიიღოს : “ყველაფერი სიცხის, ფიზიკური დატვირთვისა და უიღბლობის ბრალია.ტურინში დაახლოებით 40 გრადუსი იყო, ორმაგი დატვირთვები, ამ დროს ტრავმის მიღება გაცილებით ადვილია.გუნდი სამმა ლიდერმა დატოვა, ვიდალს, პირლოსა და ტევესს ვგულისხმობ.დაძაბული სეზონი გამოვიდა, მოვიგეთ სკუდეტო, იტალიის თასი და შეგვეძლო ჩემპიონთა ლიგაც მოგვეგო, მაგრამ ბოლომდე ვერ მივიყვანეთ დაწყებული საქმე.იტალიის ჩემპიონატი ? – სეზონს ფავორიტის სტატუსით ვიწყებთ, მაგრამ ამ სტატუსს გამართლება სჭირდება, ინტერი, მილანი და განსაკუთრებით რომა ძალიან გაძლიერდნენ.ახლა შანხაიში ვართ და გასულ ოთხ საუკეთესო წელიწადზე საუბრის დრო არ გვაქვს, სუპერთასი უნდა მოვიგოთ.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
forza bianconeri
9 years ago

მაგრად გამისწორდება თუ მოვიგეთ მილანს გადავუსწრებთ :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x