კურვა სუდს დისკვალიფიკაცია მოეხსნა
ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ფან-კლუბი იტალიის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩზე, “უდინეზეს” წინააღმდეგ დასწრებას შეძლებს.კურვა სუდმა დისკვალიფიკაცია “ტორინოს” გულშემატკივრებთან შეტაკებისას მიიღო, თუმცა აკრძალვა უკვე გაუქმებულია და საბედნიეროდ, ბებერი ქალბატონი გახსნით მატჩს ერთგული ტიფოზების თანხლებით ჩაატარებს.თავიდან დისკვალიფიკაცია ორ ტურს მოიცავდა, გასაჩივრების შემდეგ რაოდენობა განახევრდა, განმეორებითი ჩივილის შემდეგ კი თავდაპირველად მიღებულმა გადაწყვეტილებამ საერთოდ დაკარგა ძალა.ამასთან, ოფიციალური “იუვენტუსი” პირობას დევს, რომ მსგავსი საქციელები ტიფოზების მხრიდან არ განმეორდება.
ახალი არაფერიააააააა????
მილანი რა დღეშიც არის ფანების მსჯელობაზეც ეტყობა გუნდს)) მილანის ფანი და ფეხბურტტან ახლოს მყოფი მე ჯერ არ შემხვედია..
მილანის გულშემატკივარი ზეარაობიექტურია
მონტი ბონტი პოგბა მარკიზიოს ჯობია და ამ წელს იუვეს შუაზე გადააპობს გუნდი, რომელსაც მუნტარი კაპიტნობდა 