დაბადების დღეს გილოცავთ, მისტერ !
დღეს ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის დაბადების დღეა.იტალიელ სპეციალისტს 48 წელი უსრულდება.საკუთარმა შეგირდებმა მაქსს შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთეს შაბათს, იტალიის სუპერთასის სახით, ამ ტიტულით ალეგრი ფაბიო კაპელოსთან და რაფა ბენიტესთან იმ მწვრთნელებს შეუერთდა, რომელმაც ორ სხვადასხვა გუნდთან ერთად მოიგეს ხსენებული თასი.გასული სეზონის დასაწყისში ასეთ წარმატებას არავინ ელოდა, თუმცა “კალიარის” ექს-დამრიგებლის ხელში ბიანკონერები საუცხოოდ ათამაშდნენ, მეოთხე სკუდეტო, მეათე იტალიის თასი მოიგეს და ჩემპიონთა ლიგის ფინალამდეც გააღწიეს.დღეს ყველა, ვისაც კავშირი აქვს “იუვესთან”, ულოცავს ალეგრის ამ ულამაზეს დღეს და უსურვებს ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და წარმატებებს როგორც პირად, ისე პროფესიონალურ კარიერაში.
მაქს გაიხარე და მტრის გარდა ყველა გაახარე

უძლიერესი მწვრთნელი გილოცავ