“იუვენტუსი” კიდევ ერთხელ ეცდება კუადრადოს ხელში ჩაგდებას
ხუან მანუელ კუადრადოს მიმართ “იუვენტუსი” ინტერესს ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს იჩენდა, თუმცა მაშინ “ფიორენტინასა” და ტურინელებს შორის არსებული არც ისე კარგი ურთიერთობის გამო, დეტალებზე (მათ შორის ფასზე) შეთანხმება ვერ მოხერხდა და კოლუმბიელმაც ლონდონის “ჩელსის” მაისური მოირგო. ახლა, როდესაც “იუვენტუსი” ფლეიმეიქერის ძიებაშია, Tuttosport -ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაროტა კიდევ ერთხელ აპირებს სცადოს 27 წლის ნახევარმცველის გადმობირება. მართალია, კუადრადო სრულად არ ჯდება იმ პარამეტრებში, რომელსაც მასიმილიანო ალეგრი ასახელებდა, თუმცა კოლუმბიელს კრეატივის და მანევრირებადობის შეტანა გუნდში ნამდვილად შეუძლია, რაც ფლეიმეიქერის გადმობირების რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, არც ისე ცუდი ვარიანტია. კუადრადომ “ჩელსიში” თავის დამკვიდრება ვერ შეძლო და სავარაუდოდ, ტრანსფერის წინააღმდეგ არც თვითონ წავა. მის გასხვისებაზე ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობაც ფიქრობს, თუმცა მხოლოდ სრული ტრანსფერის ფორმით და არა არენდის სახით, რისი იმედიც, იტალიური გამოცემის აზრით, ჯიუზეპე მაროტას აქვს. შეგახსენებთ, გუშინ “ჩელსიმ” “მანჩესტერ სიტისთან” მატჩი ანგარიშით 3-0 დათმო, კუადრადო სათადარიგოთა სკამიდან მეორე ტაიმის შუაწელში ჩაერთო თამაშში, თუმცა გულშემატკივარს თავი რაიმეთი ვერც ამჯერად დაამახსოვრა.
წყარო: tuttosport
კრაიზე თუ უნდათ კაცი რავიცი კანდრევაც მოუვათ ამის ფასში
რა სიცხედ გვინდა ჩამოსხმა რაა
barem chveni iashka waiyvanon dinamodan. kacs meore s ntqva gaexsna saqartveloshi, tan kuadradoze bevrad gamocdilia, an saertod kobis daabrunon did fexburtshi rais federaciis prezidentoba
))) არ არის ეგ საჭირო იუვეში )) ეგ არის საშუალო დონის გუნდის ) მოთამაშე და მეტი არაფერი )) ალეგრის სქემებს თუ შევხედავთ კოლუმბიელი არაფერში ჭირდება )
მამენტ ასუ ეკოტო რომ ვიყიდოთ? ალეგრის პარამეტრებში არც ეგ ჯდება და სულ არაფერს იყოს
Sul araobas jobia
ვუყურე გუშინ თამაშს, თავმოჭრილი ქათამივით დარბოდა: ან გუნდს ვერ შეეწყო, ან ეგეთია :))) რად გვინდა არ ვიცი ასეთი ფეხბურთელი?
იუვენტუსია ტუ ჯიზაკის ბუსტონი. ერტი კარგი ფეხბურტელის მოკვანა რა პრობლემაა გახადეს. სიმონ ესენი ვინარიან ესენი იუვენტუს კიარა. რტ დიდ ტხის ჯოგს უნდა მცკევსავდენ. დრაქსლერი ან ისკოოო. ტკვე დამპლებოოოო. ან ვაბჰსე ნუ დებტა ამატ ბოტააობებს ესენი მგონი კაიფობენ და არავის მოკვანას აპირებენ. აუუუუუუუუუუ ეგენი ვნ არიენ ბუჯოოოოოოოოოოოოოო
რა კრეატივის

სუფთა ფლანგის იგროკია,თან უნიჭო სწორხაზოვანი,გაიგდე გაეკიდე… ვალენსია,ნავასი,ეს… ერთი ჩამოსხმაა ყველა,ალერგია მაქვს ესეთებზე