მარკიზიომ დღევანდელი ვარჯიში ტრავმის გამო გამოტოვა
კლაუდიო მარკიზიომ დღევანდელი ვარჯიში წვივის ტრავმის გამო გამოტოვა. “იუვენტუსის” სამი ფეხბურთელი სამი ხედირას, ალვარო მორატასა და ჯიორჯიო კიელინის სახით, უკვე ლაზარეთშია და მარკიზიოს არყოფნა სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის მასიმილიანო ალეგრის გუნდს. კიელინი დღეს დაუბრუნდა ძირითად ჯგუფს, მაგრამ ეს შუა ხაზში არსებულ პრობლემებს ვერ აგვარებს. Calciomercato -ს ინფორმაციით მარკიზიოს, შესაძლოა, სეზონის გახსნით მატჩის გამოტოვებამ მოუწიოს. დღეს ფეხბურთელი დამატებით გამოკვლევებს ჩაიტარებს და შეძლებს თუ არა კვირას მატჩში მონაწილეობის მიღებას, სავარაუდოდ, საღამოს გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, “იუვენტუსი” “უდინეზეს” 23 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.
წყარო: football italia
იმენა ალეგრი რას ავარჯიშებ ასეთს შენი დედააააა…. იმენა ჩანერგილია ეს კაცი შარშან კონტეს ვარჯიშებით გავიდა ფონს და წელს მოვიდა თავის სისტემით და მილანზე ვარსესს გვიზამს… აგერ თვქვენ და აგერ მე ასე იყ მილანში სულ ტრამვიანები ყავდა მთელი სასტავი და ნელ ნელა ყველა ლიდერი გაუყიდეს აგერ დაიწყო ეს პროცესი ჩვენთანაც დროზე მოაშორონ
3 კვირაო
ესღა გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის და აჰა!
