სტურარო: ” შევეცდები ნახევარდაცვაში დანაკლისი არავინ იგრძნოს “
სტეფანო სტურაროს მოედნის შუა ხაზში დანაკლისის გამო, უფრო დიდი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს, თუმცა 22 წლის ნახევარმცველს გამოცდის არ ეშინია. “ჯენოას” ყოფილი ფეხბურთელი “ვილარ პეროზაში” ჟურნალისტებს გაესაუბრა: “ ვფიქრობ, ყველა დიდმა გუნდმა უმაღლესი მიზანი უნდა დაისახოს და ჩვენც იმავეს ვაკეთებთ. მიუხედავად დანაკლისებისა, მაქსიმუმს გავაკეთებთ და შედეგებიც გამოჩნდება. რაც შეეხება ტრავმებს, ასეთი უიღბლობები ხდება ხოლმე. ჩემი თანაგუნდელების გამო ვწუხვარ, მაგრამ რაც მე შემეხება, შევეცდები მათი დანაკლისი მოედანზე ვერავინ იგრძნოს. ” -განუცხადა სტურარომ Calciomercato-ს.
შენაერი ახალგაზრდბეის იმედზე ვარ მე პირადად . წელს ყველაფერი კარგად მიდის ჯერ ჯერობით, ტრანსფერებს ვგულისხმობ.. აი ტრამვები ტეხავს მარაგდ
magra mevaseba raa es kaci da magradac meimedeba <3
კაი ბიჭი ხარ სტურარიკო თმების გარეშე უფრო კაი ცოფიანი ჩანხარ აბა შენ იცი გატუზოზე დიდი სახელი დაგეტოვებინოს