ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი: ” ფინალურ ეპიზოდებში საშემსრულებლო ოსტატობა დაგვაკლდა “

“იუვენტუსმა” იტალიის ჩემპიონატი “უდინეზესთან” შეხვედრაში მარცხით დაიწყო. “ბიანკონერის” სირილ ტეროს ერთადერთი გოლით ფრიულელებმა გასვლით მატჩში სძლიეს. მატჩის შემდეგომ, მომხდარზე მასიმილიანო ალეგრიმ ისაუბრა: “ კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ ცოტა ორგანიზებულობა დავკარგეთ. ფინალურ ეპიზოდებში საშემსრულებლო ოსტატობა დაგვაკლდა. მატჩის ბოლოსკენ დავიღალეთ კიდეც, რადგან 70 წუთი მაღალი ინტენსივობით ვთამაშობდით, სტუმრები კი კონტრ-შეტევებზე ცდილობდნენ ჩვენს გამოჭერას. შედეგის მიხედვით, შესაძლოა, ჩანდეს, რომ ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ სინამდვილეში ასე არაა, უმეტესად კარგი ფეხბურთი ვაჩვენებთ და “უდინეზეც” არაა ადვილი მეტოქე. მათთან თამაში ყველას უჭირს. კომანი? კინგსლი ძალიან კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელია და რამდენიმე კარგი ეპიზოდიც შექმნა, თუმცა რაც აკლია, დამაგვირგვინებელი სვლაა. განსაკუთრებით პირველ ნახევარში, კარგად მოძრაობდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერ ახალგაზრდაა და გასაზრდელად დრო სჭირდება, ისევე როგორც სხვა ფეხბურთელებს, რომლებიც ზაფხულში შემოგვიერთდნენ. “-აცხადებს ალეგრი.

დღევანდელი მარცხი მოულოდნელი იყო ლეონარდო ბონუჩისთვისაც. “იუვენტუსის” ცენტრალური მცველი იმედგაცრუებულია, თუმცა მომავალს ოპტიმიზმით უყურებს. ბოლოჯერ ჩემპიონატის გახსნითი მატჩი “იუვემ” 2010 წელს “ბარისთან” დათმო, საშინაო მარცხი კი ტურინელებმა ისტორიაში პირველად იწვნიეს: ” არავის მოსწონს წაგებით ჩემპიონატის დაწყება, განსაკუთრებით მაშინ, როცა “უდინეზემ” კარის ჩარჩოში პირველად 78-ე წუთზე დაარტყა. მუდმივად წინ მივიწევთ და ვცდილობთ ხოლმე ორგანიზებულობა არ დავკარგოთ. სამწუხაროდ, დღეს ბოლო ფაზაში საკმარისად კარგები არ აღმოვჩნდით. მომავალ კვირას უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრა გველოდება და ვეცდებით, ჩვენი ნამდვილი ძალა სწორედ “რომასთან” ვაჩვენოთ. ყველა მოთმინებით უნდა აღიჭურვოს, რადგან ეს გარდამავალი წელია ჩვენთვის. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უკვე წავაგეთ, მაშინ, როცა ბრძოლა არც კი დაწყებულა. ბევრი ახალბედა გვყავს გუნდში და კარგი შედეგის მისაღებად, მათ საუკეთესო ფორმაში შესვლაში უნდა დავეხმაროთ. ” -აცხადებს ბონუჩი.

“უდინეზესთან” საშინაო დაპირისპირება იმაზე რთული გამოდგა, ვიდრე ბევრი ელოდა. სადებიუტო მარცხის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი, სწორი დასკვნების გამოტანა და დაშვებული შეცდომებისგან გაკვეთილის მიღებაა. ტურინელთა მცველი, ჯიორჯიო კიელინი სწორედ ამის გაკეთებას გეგმავს და უკვე მომავალ შეხვედრაზე ფიქრობს: “ “რომასთან” მნიშვნელოვანია, რომ გავიმარჯვოთ, რაც დადებითი სიგნალი იქნება ჩვენგან. დიახ, სტარტი ცუდი გამოვიდა, უნდა გვეცადა და პირველებს გაგვეტანა. 60 წუთის განმავლობაში თითქმის იდეალურები ვიყავით, სულის მოთქმის საშუალებაც არ მივეცით მეტოქეებს. ბოლოსკენ კომპაქტურობა დავკარგეთ, თამაში უფრო არეაული გახდა და წავაგეთ შეხვედრა, რომელიც ყველაზე უარეს შემთხვევაში 0-0 უნდა დასრულებულიყო. გუნდში ცვლილებები აუცილებელი იყო კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფრით ვრისკავდით. პადოინი? პირლო ვერასდროს ვერ იქნება, თუმცა გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. მარკიზიო, მორატა და ხედირა მნიშვნელოვანი ფიგურები არიან გუნდისთვის. ახლა “რომას” დამარცხებაზე ვფიქრობთ, დასვენების შემდეგ კი ახალი ძალებიც შემოგვიერთდებიან, დაწყებული ალექს სანდროთი. ” -აცხადებს კიელინი.

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

33 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
davit zivzivadze
9 years ago

როგორ არ მინდა ამის თქმა და გაფიქრებააააააააა… მარა ასე იყო მილანსი ეს კაცი პირველ წელს საკაიფოდ იყომარა გუნდმა მეორე წელსვე დაიწყო ტრამვების ეპიდემია მიისი უაზრო ვარჯიშებით.. პლიუს ამას გაუყიდეს ყველა საკვანძო მოთამაშე… ცუდად მიდის საქმე

gio grdzelo
9 years ago

მერე გეტქვა ზაზას და მანძუკიჩის მაგივრად ერთი კაი მთლიანი შეკრული შემსრულებელი ფორვარდი მომიყვანეთო 38 მილიონი გაისროლეს მაგ ძონძებში და ამას კიდევ ლორენტე შემოყავს 19 მილიონი ზაზაში მიცეს და დრაქსლერი უნდათ 15 ტად და ბონუსებიო :lool: ვის ხელშია კლუბი

jjj jjj
9 years ago
Reply to  gio grdzelo

მაგას ვიძახდი აქ და ხელი კინაღამ დამარტყეს :yes:

Di Francesco # 1
9 years ago

Komans isev manjuka mirchevnia, komani Zan datrgunulad tamashobs

lasha naxucrishvili
9 years ago

ამ კონკრეტულ მატჩში თორე ისე …..

Di Francesco # 1
9 years ago

Manjuka? Ki iyo aqtiuri Mara mainc golia magis saqme, tacit uketesad unda daertya ramodenimejer

lasha naxucrishvili
9 years ago

კომანი აქტიურობის ამბავში ერთ ერთი საუკეთესო იყო.1 მომენტი რომელიც ძაან ცუდად გაანიავა მაგას თუ არ ჩავთვლით კარგი იყო.

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

აუ ძან მომწონს ბერნარდერსკი და ფიორენტინა იმედია დიდხანს დარჩება ბერნარდერსკი ფიორეში კაი გუნდია სუარესი ძან მაგარი ტიპი იყიდეს ატლეტიკოდან ბენასი ითრიონ ამათმა ტორინოდან ძან სიმპატიური გუნდია რა ულამაზესი ქალაქითა და ბატისტუტათი :chuvak: :forza: ისე აქ თამაშობდა მგონი დუნგა და სოკრატესიც :chuvak: რუი კოშტა თავისთავად :chuvak:

Di Francesco # 1
9 years ago

Jorjo lixtena da Pereira?

lasha naxucrishvili
9 years ago

2 გაარტყი ჯორჯოს მაგივრად სხვაა ოღონდ ეგ შენ არ მოგწონს ამიტომ არ დავწერ ვინც

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

აუ ფიორენტინა მინდა ლიგაზე რა გავკ..რი მილანს სუ ნუ გავა ლიგაზე არაფრის ღირსნი არ არიან ფლორენცია იები დააბრუნეთ ლიგაზე და ახალი ბატისტუტა ანახეთ ევროპას :love: :forza: :italy:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

ეს წაგება ალეგრის ჩანაფიქრი და სვლაა საჭადრაკო დაფაზე როგორც მწვრთნელის ხრიკია იცის რო იტალიაში სტაბილური გუნდი მარტო ერთია და ისიც იუვეა და ცდილობს ხელმზღვანელობას დრაქსლერის ყიდვისკენ უბიძგოს :chuvak: :chuvak:

Di Francesco # 1
9 years ago

Torpedos ertert treinertan ertad vuyurebdi tamashs da 5 wuti ro daamata mashin mitxra 5 kiara naxevari taimi ro daamatoso iuve golis gamtani araao, martla ase iyo. Gamilanzges iuve es gundi ligis finalshi rogor gavidao ukvirdat

Di Francesco # 1
9 years ago

Milanze xo vtqvi 2 gols toxlavstqva? :chuvak:

lasha naxucrishvili
9 years ago

აა გასაგებია მაგარი მასტია ეგ

Di Francesco # 1
9 years ago

Vergevige :chuvak:

forza bianconeri
9 years ago

:chuvak: :lool:

lasha naxucrishvili
9 years ago

ქასრაზე ვიძახი :lool: კაი ტიპია თქო წეღან ხო ჩამოვაგდეთ საუბარი და მაგაზე ვთქვი :lool:

Di Francesco # 1
9 years ago

Xo xval chamodis memgoni da xshirad shemogvexmianeba aq

lasha naxucrishvili
9 years ago

გახსოვთ ქასრა რას იძახდა ? პადოინს კონტესთან და ალეგრისთან ერთი საერთო აქვსო :lool: ისე სად დაიკარგა კაი ხანია არ გამოჩენილა, საინტერესო კომენტებს წერდა ხოლმე.

Di Francesco # 1
9 years ago

Araa aqet, male chamova memgoni

soni 10
9 years ago

Sworad apasebs situacias yvelapers chkviania da magari taqtikosi mara cota ragacnairi mechveneba rbili ratomgac mara sworad sheapasa mitumezes komanze zustad da vinc ar icis ragac gleobas nu wert uazro azrebs gasagebia tqveni azria mara mainc .ise is magrad tqva padoinze pupunebaao nebismieri mwvrtnelistviso padoinze ro ityvis ravi ras xedaven ver vxvdebi albat kai tipia an gasaxdelshi moqmedebs gundze arc eg etyoba ravi albat vcdebi me isev magat uket ar ician to)))))

Dutch
ადმინისტრატორი
9 years ago

მეორე ტაიმაში ზოგადად აირიენ და უფრო ინერვიულეს.. რაც უფრო გადიოდა დრო მით უფრო ნერვიულობდნენ გოლის ვერ გატანის გამო.. სისწრაფე სისწრაფეში კიდე შეცდომებმაც იმატა და პლიუს დაღლამაც..

Di Francesco # 1
9 years ago

Pados arc arferi gauketebia da arc gaufuwebia, zamenis zamenis kritika uadgiloa mashin roca vitom liderebi da varskvlavebi am zamenis samenaze uketesad ver tamashoben

lasha naxucrishvili
9 years ago

3 კაცის გარდა ყველას ეძინა აბა თუ გამოიცნობ რომლებია ის სამი?

lasha naxucrishvili
9 years ago

ცოტა უფრო ნორმალური გუნდი რო ყოფილიყო უდინეზე კიდევ 2 გოლს გაგვიტანდნენ სულ თავისუფლად.რაღაც მაგარი უხასიათოდ იყო მაქსიტო პირველი ტაის მერეც მატჩის შემდეგაც თითქოს რაღაცით უკმაყოფილო იყოვო მხოლოდ თამაშის გამო არა.ლიორენტე ისლა პადოინი არანაირად არ შედიან იუვეს გეგმებში და მაინც ათამაშა.დიბალა სკამზე ეს ექსპერიმენტაობის ამბავი იყო და არაფერი გამოუვიდა, ექსპერიმენტები მაშინ როდესაც ფეხბურთელები ისედაც გაკლია ტრავმის გამო ძალიან უცნაურია ძალიან :|

Di Francesco # 1
9 years ago

Alegri da lorente zmakacebi ariantqva sharshanac vwerdi da wels gamochnda ro piradi interesebis gamo atamasha dgesac da supertaszec, zazas dachagvra AR shegrcheba Shen masimiliano alegri :chuvak:

mishka berianidze
9 years ago

მე ვფიქრობ რომ ლორენტეზე მეტად პადოინთან ძმაკაცობს და შესაძლებელია ამ სიას ისლაც შეემატოს.

forza bianconeri
9 years ago

კი ალეგრიმ წააგო 100% და დარწმუნებული ვარ თვითონაც კარგად ხვდება მაგას ეგონა ადვილად მოიგებდა და მეორე სასტავი ათამაშა მარა არაუშავს ჭკუას ისწავლის :forza: ფორცა მაქს

ALLENATORE
9 years ago

ახალი ამბავი )) უდინეზესთან არ უნდა აგებდე სახლში არანაირად ) მითუმეტეს უკეთესი ფეხბურთელებს სკამზე ტოვებ მაშინ როცა ნახევარი გუნდი ისედაც არ გყავს ) და მკვდერბი გამოგყავს ) ეს თამაში ალეგრიმ წაააგო

Di Francesco # 1
9 years ago

Nu ryeob erti, moacile es komani Pereira isla lorente da normaluri xalxi atamashi, sturaro muxlze gadaimtvrevs mag shev vitom fexburtelebs, iseti tankia. Zaza – morata daayene romastan tuara gaudgebi delneris gzas

forza bianconeri
9 years ago

აი რატო მევასება ეს კაცი ზუსტად აფასებს ყველაფერს მაგარი ხარ მაქს მიდი :forza: ოღონდ 3-5-2 არ დამანახო გთხოვ

mishka berianidze
9 years ago

ყველაზე კარგი ის აქვს რომ გულახდილად საუბრობს და თავს არ იცავს რაღაც უაზრო გამოხტომებით მაგრამ ერთი მაგარი შეცდომა დაუშვა მეორე ტაიმში შეეძლო კიელინი ან ბარძალი და პადოინი გამოეყვანა დროულად და მათ მაგივრად დიბალა სტურარო გამოეყვანა ორი თავიტ მოთამაშე უკვე ბევრი იყო ამას არ ვაბანკი ქვია და არც არაფერი რომ გუნდს შეტევა გოლით დაესრულებინა პოგბაც დაიკარგა და ძირითადად უკნიდან უწევდა თამაში.

| Newsphere by AF themes.
33
0
Would love your thoughts, please comment.x