დღეს ალექს სანდრო ოფიციალურად წარადგინეს
დღეს ტურინში ალექს სანდროს ოფიციალური პრეზენტაცია შედგა. ფეხბურთელმა “იუვენტუს სტედიუმი” მოინახულა და საკუთარ შთაბეჭდილებებზე ჟურნალისტებს ესაუბრა. ბრაზილიელი მცველი ბევრ საინტერესო საკითხს შეეხო…
“იუვენტუს სტედიუმის შესახებ: ” “იუვენტუს სტედიუმზე” შესვლისას შესანიშნავი იყო, ფანტასტიური. სამწუხაროდ, გუშინ “იუვე” დამარცხდა, ერთი უყურადღებობის გამო გადავიხადეთ საფასური.”
მისი თვისებების შესახებ: ” ერთ-ერთი თვისება ჩემი ხასიათისა ისაა, რომ მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გავდივარ, ყოველთვის 100% -ით ვიხარჯები შეტევაშიც და დაცვაშიც, ვარჯიშებსა და თამაშებში ამ ყველაფერს დავამტკიცებ. ჩემი შთაგონების წყარო რობერტო კარლოსი და ევრაა. პატრისი აქ ჩემი თანაგუნდელი იქნება.
ალეგრის შესახებ: ” ალეგრის უკვე შევხვდი და ვისაუბრეთ, თუმცა დეტალებში ღრმად არ შევსულვართ. მხოლოდ ორი სიტყვით შემოვიფარგლეთ, მაგრამ მწვრთნელსა და ფეხბურთელებისადმი მის დამოკიდებულებაზე წარმოდგენა უკვე შემექმნა. ”
“იუვეში” ტრანსფერის შესახებ: ” რამ მომიყვანა აქ? სურვილმა მეთამაშა “იუვენტუსში”, აქ თამაში ყოველთვის ჩემი ოცნება იყო. ბავშვობაში დიდი ჩემპიონების, ტრეზეგესა და დელ პიეროს თაყვანისმცემელი ვიყავი, ამ სიყვარულს დიდი ხნის ისტორია აქვს.
ნაკრების შესახებ: ” ნაკრებს ჩამოვცილდი, რადგან დუნგას გეგმებში არ შევდიოდი, მაგრამ მუშაობას ვაგრძელებ და იმედი მაქვს, ერთ დღეს ისევ მომეცემა ეროვნული ნაკრების მაისურის ჩაცმის უფლება. ”
სერია ა -ს შესახებ: “იტალიურ ლიგას ყოველთვის ვადევნებდი თვალყურს, ვიცი, როგორი რთულია ტაქტიკურად, მაგრამ ეს უკეთესიც კია ჩემთვის, აქ თამაშით კიდევ უფრო გავიზრდები და უკეთესობისკენ შევიცვლები. ამ გზის გავლაში “იუვე” დამეხმარება. ”
რომა – იუვენტუსი: ” ეს კლასიკაა და ამდენად, დარწმუნებული ვარ, რთული მატჩი იქნება. მზად ვარ სათამაშოდ, ახალ მეგობრებთან ყოველდღიურად უფრო და უფრო უკეთ ვგრძნობ თავს, კვირას ოლიმპიურ სტადიონზე გასვლისთვის მზად ვიქნები. ”
ჩემპიონთა ლიგაზე: ” “პორტოს” გამოვარდნის შემდეგ, “იუვენტუსს” ვქომაგობდი. ბევრს ვიმუშავებთ ფინალში კიდევ ერთხელ გასასვლელად და ვეცდებით, ყველა ტურნირში გავიმარჯვოთ, რომელშიც მონაწილეობას ვიღებთ. ”
სატრანსფერო მოლაპარაკებებზე: ” “პორტომ” ახალი კონტრაქტი და კაპიტნის სამკლაური შემომთავაზა, მაგრამ მე “იუვენტუსში” წამოსვლა მინდოდა და ვფიქრობ, ეს ჩემთვის სწორი გადაწყვეტილება იყო. აქ თამაში გაზრდაში დამეხმარება. ”
მაისურის ნომერი: ” ნომერი 12 ჩემს ოჯახთან ერთად შევარჩიე. ამ ნომრიან მაისურს ჩემი დიდი მეგობარი ჰალკი ატარებდა “პორტოში” ყოფნისას. გადაწყვეტილების მიღებაში ესეც დამეხმარა. ”
სანდროოოოო
Jigaria sandrinio
nu es sityvebi didi albatobit yalbia
mara mainc mosawonia da tu martla egre iyo mitumetes mivesalmebi amis mosvlas
wlis sauketeso transferia chemi azrit dybalastan ertad vnaxot ras izams magari imedi maqvs 
))) კარგი ტრასფერია ) იუვეც თუ ასე უყვარს უფრო დაეხმარება და გულით ითამაშებს )
welcome to juve alex sandro!!!!!!!!
raxan is cenzura siqeira agar movida raga momklavsს

ar mevaseba ra magas atletikoshi ver vitandi ertxel sayureblad da juveshi ra aitandaა
საღოლ გიო
ფორცა სანდრო ! წარმატებები ჩუვაკ!
ეხა ვუყურებ ნაპოლი სასუოლოს და ნაპოლის დაცვაში იმენა პრახადნოი დვერი და დიდი ბალაგანია
ეჰ არადა რა დრო იყო მარადონა დინო ძოფი ფერარა ჯორდანო და ვინ არ გინდა
რა გუნდი იყო ისე ადრე ნაპოლი ეხა კავანის დროს თითქოსს ცოცხლდებოდა მარა იგუანი ყავთ ეხა ეგ გააყიდინათ 40 ლიმონად 2 კარგ ფორვარდს იყიდიდნენ 
როგორ ყვარებია იუვე! )) წარმატებები ალექს
მოიცა ეს ჩვენი ფანია
ვაა ვნახოთ თუ ჩვენი ფანი ხარ გაისად 50 ლიმონი რო ეღირები და იმის გაისადაც უნდა დარჩე ჩვენთან

ვა როგორ ცდილობდა თურმე პორტო შენარჩუნებას
მაგიტომაც გავისროლეთ 26 მილიონი
მე მგონი გაამართლებს
ეს ევრაზე ბევრად აქტიური იქნება ფლანგზე გარღვევები უყვარს რა ბრაზილიურად დარტყმაც უძლიერესი აქ
