ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დი ლივიო: ” კუადრადოსთვის “იუვენტუსი” იდეალური ადგილია “

“იუვენტუსის” ყოფილი ფეხბურთელი ანჯელო დი ლივიო ხუან კუადრადროს “ბიანკონერიში” ტრანსფერს მიესალმება და მასზე საკუთარ კომენტარს აკეთებს. მისი აზრით, კოლუმბიელი ტურინს უპრობლემოდ შეეწყობა და გუნდის თამაშში სიახლის შეტანას შეძლებს. ამასთან ერთად, დი ლივიო სხვა თემებსაც შეეხო…

“ჩემი აზრით, კუადრადო მშვენიერი შენაძენია. ის არის მოთამაშე, რომელსაც თამაშის შეცვლა შეუძლია. მას პრემიერ ლიგაში ბევრი არ უთამაშია, თუმცა ყველას გვახსოვს მისი ასპარეზობა სერია ა-ში, 2013-14 წლების სეზონში ფლორენციაში მან შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. დარწმუნებული ვარ, რომ “იუვენტუსი” კოლუმბიელისთვის იდეალური ადგილია. აქ მას ექნება სწორად მიმართული სტიმულირება, რომ თანმიმდევრულად განვითარდეს. ვფიქრობ, რომ კუადრადოს თავდამსხმელების უკან თამაშიც შეუძლია. მისი სისწრაფის გამო ჩვენ კოლუმბიელს არაჩვეულებრივ გარემარბად ვიცნობთ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ალეგრი მას ტრეკვარტისტას პოზიციაზეც გამოცდის. რაც შეეხება პირველ მატჩს, ნუ დაგავიწყდებათ, რომ პირლოს, ვიდალისა და ტევესის წასვლის შემდეგ, “იუვემ” დიდი ძალა დაკარგა. ახალწვეულებს სჭირდებათ დრო ადაპტაციისთვის. ტურინში ერთი იდეალისთვის მიდიხარ – “შენ ხარ აქ, რადგან ჩვენ გვსურს გამარჯვება”. უნდა დაიხარჯო 110%-ით, წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალ წელს სხვა მაისურის ტარება მოგიწევს. მართალია, “იუვეს” “რომასთან” შეხვედრა ნაადრევად უწევს, თუმცა იგივე შეიძლება ითქვას “ჯიალოროსიზეც”. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არც ერთი მხარე ოპტიმალურ ფორმაში არ იმყოფება, ამიტომ კვირის მატჩისთვის რაიმე პროგნოზის გაკეთება რთულია. გრძელ მარათონზე “იუვენტუსიც” და “რომაც” სკუდეტოსთვის იბრძვიან. ისინი ამისათვის საუკეთესოდ არიან დაკომპლექტებულნი. დედაქალაქელებმა სატრანსფერო ბაზარზე ბრწყინვალედ იმუშავეს, მაგრამ ალეგრის გუნდთან სერიოზული ჭიდილი მოუწევთ. ჯეკო თუ მანჯუკიჩი? იტალიაში თქვენ შეგიძლიათ ნამდვილი “ცხრიანები” ნახოთ. ისინი მსგავსი სტილის მოთამაშეები არიან, თუმცა მანჯუკიჩი უფრო ტარანის ტიპის თავდამსხმელს ჰგავს. ის მუდამ მზადაა ჩაერთოს ორთაბრძოლებში. რაც შეეხება ჯეკოს, მან ზურგით თამაშიც კარგად იცის და თანაგუნდელისთვის საგოლე მომენტის შექმნაც შეუძლია. შეუცვლელი ფეხბურთელები? “რომასთვის” ვიტყოდი რაჯა ნაინგოლანს, “იუვენტუსისთვის” კი – კლაუდიო მარკიზიოს, რომლის არყოფნაც დიდი დარტყმაა, რადგან ის არის ნახევარმცველი, რომელსაც პირლოს “მემკვიდრეობის” გაგრძელება შეუძლია. არ ელოდოთ 40 იარდზე გადაგზავნილ გადაცემებს, მაგრამ წინა სეზონზე რეჯისტას პოზიციაზე მარკიზიომ მშვენივრად ითამაშა. მის არყოფნაში ინიციატივა თავის თავზე პოგბამ უნდა აიღოს. პოლი მსოფლიო კლასის ტალანტია, რომელიც 10 ნომერს ნამდვილად იმსახურებს.”

 

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Dutch
ადმინისტრატორი
9 years ago

:up:

juveboy-leo
9 years ago

mara alegris ambavi ro vici. 3-5-2 it morata/dybala an mandzu/dybalati waigebs tvins mteli sezoni
alegris vabanki iqneba mag samis ertad tamashi gansakutrebul shemtxvevebshi
sam tavdamsxmels ar gvagirsebs eg

juveboy-leo
9 years ago

dybalam unda amushaos morata mandzuka
dybalas gareshe aramgonia morata-mandzus dueti daayenos alegrim

juveboy-leo
9 years ago

ra waiges tvini am draqslerit ras matxovroben agar cxveniat. . .
draqsleri ara shabalala
mis gareshec mshvenieri kamanda gvyvavs tu arc mora ra…

juveboy-leo
9 years ago

,,,,,,,,,,,MORATA—–MANDZUKIC,,,,,,,,,,
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,DYBALA,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
,,,,,,,POGBA—————CUADRADO,,,,,
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,MARCHISIO,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
,SANDRO—————LICHTSTEINER,,,
,,,,,,,,,CHIELINI—–BONUCI,,,,,,,,,,,,,,,,,
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,BUFFON,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

vakhtang karchava
9 years ago

კარგი ამბავია,მარკიზიო გამოჯანმრთელდა! არის შანსი რომასთან ითამაშოს :forza:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

:forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x