მზადება “რომასთან” დაპირისპირებისთვის
ჯუზეპე მაროტა და ფაბიო პარატიჩი იულიან დრაქსლერის ტრანსფერზე მუშაობენ, მასიმილიანო ალეგრი კი თავის შეგირდებს “რომასთან” უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ამზადებს.დედაქალაქელებთან დაპირისპირებამდე სულ რაღაც ორი დღე რჩება და ნელ-ნელა გამოიკვეთა იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებიც ჯიალორისის წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იასპარეზებენ.სასიხარულო ინფორმაციაა ალვარო მორატას დაბრუნება, რომელიც სავარაუდოდ რუდი გარსიას გუნდის წინააღმდეგ სასტარტოში უნდა ვიხილოთ.ტურინელები 3-5-2 სქემით იასპარეზებენ, თუმცა “უდინეზესთან” მატჩისგან განსხვავებით რამდენიმე ცვლილებას უნდა ველოდოთ.კარს ჯიჯი ბუფონი დაიცავს, სამი ცენტრალური მცველი კვლავ ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი იქნებიან, მარჯვნივ შტეფან ლიხტშტაინერი, მარცხნივ კი ახალწვეული ალექს სანდრო.ცენტრში მცველების წინ პოლ პოგბა იმოქმედებს, მის წინ ადგილს სტეფანო სტურარო და რობერტო პერეირა დაიკავებენ.როგორც ვთქვით, სასტარტოში იქნება ალვარო მორატა, მას კი დიდი ალბათობით, მარიო მანჯუკიჩი შეუწყვილდება.
Kუადრადო სანდრო რო ჯდება 3-5-2 ში იდეალურად მაგიტოა დრაქსლერი რო მოვა უფრო მრავალფეროვნები გავხდებით
რატოო 3-5-2 რატოო
რა აიჩემეს ეს ტაქტიკა რა. არ ამართლებს ეგ არსად.
3-5-2 ar varga mainc
alex sandroc sariskoa ase ucbad dziriradshi 
წინ მორატა და დიბალა, ლიხტას მაგივრად კუადრადო.
))) უდინეზესთან ზუსტად არასწორმა შემადგენლობამ განაპირობა წაგება )
მართალი ხარ, პირლოს ადგილას პადოინს რომ დააყებს კაცი…:shock: