ემერი: ” “იუვენტუსი” ჯგუფის ფავორიტია “
უნაი ემერის მანუელე პელეგრინის მსგავსად, “იუვენტუსის” წარუმატებელი სტარტისთვის განსაკუთრებული ყურადღების მინიჭება არ სურს. “სევილიას” დამრიგელი ფიქრობს, რომ იტალიის ჩემპიონები ისევ მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენენ და მათთან ორ ურთულეს დაპირისპირებას ელოდება: “ “იუვენტუსი” და “მანჩესტერ სიტი” ჯგუფის ფავორიტები არიან. “მიუნჰენგლადბახმა” და ჩვენ უნდა ვცადოთ გავურთულოთ მათ საქმე. ვიცით, რომ რთული იქნება, მაგრამ გვინდა სიურპრიზი შევთავაზთ მეტოქეებს. ზუსტად ვიცით რისი მიღწევა უნდა ვცადოთ მათი გაკვირვებისთვის. “იუვენტუსის” “უდინეზესა” და “რომასთან” მარცხს არ ვენდობი. დარწმუნებული ვარ, ჩვენს წინააღმდეგ ისევ ის გუნდი ითამაშებს, რომელიც ოთხი წელიწადია იტალიაში დომინირებს და სულ რამდენიმე თვის წინ “ჩემპიონთა ლიგის” ფინალში ითამაშა. “იუვენტუსს” ბევრი მაღალი დონის მოთამაშე ჰყავს განსხვავებული თვისებებით და, შესაბამისად, მრავალი ფორმაციის მორგება შეუძლია. კუადრადო ვინგერია, რომელსაც ფლანგზე რიცხობრივი უპირატესობის მდგომარეობის შერქმნა ძალუძს, მაგრამ ტურინელები ცენტრშიც კარგად არიან აღჭურვილნი. ყველაფერს ვიხილავთ, მაგრამ კრიზისში მყოფ გუნდს ნამდვილად არ ველოდები. ისინი ისევ იქნებიან დომინანტები როგორც იტალიის ჩემპიონატში, ისე “ჩემპიონთა ლიგაში”, როგორც ყოველთვის. ” -ცხადებს უნაი ემერი Tuttosport -თან საუბრისას.
წყარო: football italia
რა დროს ძაძაა, დღეს ნაკრების თამაშია, რევიშვილს ველოდები კარში და გოლი არუნდა გაუშვას, უნდა დავაბრუნებიო მიდი ადგილი ნაკრების ძირითადში
ძაძა გვარია, სიმონი უნდა გერქვასო ამის თქმა შეიძლებოდა
არაა, ზაზა უნდა გერქვას იმენნა.., სიმონი რომ გერქვას, მერე პადოინზე შეგვჭამდი
არა მთლად მასე არ ვბალეჩიკობ იტალიას რო პადოინზე ვიძახო მგელიათქვა
ისე კონტე პადოინს არ იწვევს?
პადოინს არა მარა ჯაკერინს კი დაუძახებს თუ წამოუარა
pintu-ricchio
ძაძაზე მეტად თუარა ნაკლებად არც პელეს ვბალეჩიკობ უბრალოდ პელე არაქტუალურია ამ პერიოდში და მითუმეტეს იუვეში
არა ძაძაზე მეტად სხვებს ვბალეჩიკობ, უბრალოდ იმ სხვებს ვერ უბედავს დაჩაგვრას ალეგრი და მიტო მიწევს ასე ხშირად ძაძას დაცვა
ეს გამოკითხვა სეზონის ბოლოს უნდა დაიდოს… აბა ეხლა ჯერ რა ვიცით, ახალწვეულებიდან მარტო დიბალამ და მანძუკიჩმა ითამაშა ჯერ ჯერობით…
კალენდარი დასადებია ისე სერია A სი
ვინმემ რამე წაიკითხეთ ძაძაზე?არსენალს უნდაო ზამთარშიო: (((
მორატა და ძაძა უნდა ეწეროს
შერ თორნიკე კიარა ზაზა უნდა გერქვას
15.09 – სიტი – იუვე
30.09 – იუვე – სევილია
21.10 – იუვე – გლადბახი
03.11 – გლადბახი – იუვე
24.11 – იუვე – სიტი
08.12 – სევილია – იუვე
ნოემბერ დეკემბერში ფორმაში უნდა ვიყოთ
საიტზე კლუბის ბომბვარდირებში რატომ წერია მხიოლოდ დიბალა მანძუკიჩი პოგბა მარკიზიო? როცა მორატა მაგათზე მეტს გაიტანს
სახლის სამივე თამაში უნდა მოვიგოთ და სადმე ფრე გავაგოროთ.
მანჩესტერში თამაში რთული იქნება, ასევე სევილიაში. გლადბახი წელს ჩვენზე უარესს ფორმაშია და 6 ქულა უნდა ავიღოთ, მარა მაგსთან ალბათ ყველა გეგმავს 6 ქულას, თუმცა კუდს მოიქნევს გლადბახი და იმედია ჩვენ არ მოგხვდება ეგ კუდი
ოხ ოხ რა სიტყვები აფრქვია : )) პრესკონფერენციაზე თითქმის ყველა რა კარგია:)დასტოინები ,თავაზიანები : )) არა და გულში ეხლა რა ცეცხლი უტრიალებსს ვინ იცის : ))