ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი: ” ამ მატჩში ბევრი დადებითის დანახვა შეიძლებოდა “

ჯიორჯიო კიელინიმ გუშინ ბულგარეთის ნაკრების მინიმალური ანგარიშით დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე კუალიფიკაციის ამოცანა მომავალ შეხვედრაში უნდა შესრულდეს. კიელინი იტალიურ Rai Sport -ს ესაუბრა: ” ვიცოდით, რომ ეს ორი შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო. ანგარიში მინიმალურია, მაგრამ ბევრი ძალისხმევა ჩავდეთ და მეტსაც ვიმსახურებდით. დღეს, ევროპაში ყველა შეხვედრა რთულია. ამ გამარჯვებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით წინ, კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ და ასე უნდა გავაგრძელოთ ევროპის ჩემპიონატზე ადგილის დაბევებისთვის. აზერბაიჯანში უნდა გავიმარჯვოთ და შემდეგ, მიზანი თითქმის მიღწეული იქნება. კარგი იქნებოდა მათემატიკურად უფრო ადრეც გაგვენაღდებინა კუალიფიკაცია, მაგრამ ზედიზედ ორი შეხვედრა მოვიგეთ გაშვებული ბურთის გარეშე და აზერბაიჯანში საკუთარ თავებში მეტი რწმენით ჩავალთ. დე როსი? სამწუხაროდ, ვერ ვნახე რა მოხდა. სამწუხაროა, დანიელე კარგად თამაშობდა. კიდევ უნდა გავიზარდოთ, მაგრამ ვფიქრობ, ამ მატჩში ბევრი დადებითის დანახვა შეიძლებოდა. ” -აცხადებს კიელინი.

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
gocha gabunia
9 years ago

იტალიურ ნაკრებს კიარა საერტოდ იტალიურ გუნდებს უცჰირტ.იმიტო რომ კლასნი და დზლიერი ლეგიონერები არ ტამაშობენ სერია ა ში. და ტავად იტალიელები ევროპასი არიან. ასეტი მიდგომა ასახავს დგევანდელ რეალობას. იმედია კველაფერი დროებიტია.აბა ტამასობდნენ. ისკო ოსკარი დრაქქსლერი. ვერატი კლასიც მაგალი იკნება და ის გასაზრდელიც მეტი კლასნი და მალე გაიზრდება.

Di Francesco # 1
9 years ago

vaxo1
მოტივაცია აკლია იტალიას და იტალიას მოტივაციას ყოველთვის მეტოქე აძლევდა, რაც უფრო ძლიერია მეტოქ მით უფრო მოტივირებულია იტალია, ესაა იტალიის ნაკრები და ეს მომწონს ყველაზე მეტად მაგ ნაკრებში

R24
R24
9 years ago

თავიდან კარგად შეუტიეს და საკმაოდ კარგ ფეხბურთსაც აჩვენებდნენ. ფეხბურთელებს ხომ ხან მისდით თამაში ხან არა, აი ვერატის ჩაგდებული თამაში არ მინახავს, ტიპი ზე კლასნი მოთამაშეა, რასაც უნდა იმას აკეთებს მოედნის ცენტრში. გუშინ მარტო ართმევები ჰქონდა სასწაული, რამდენჯერ მოპარა ბურთი ბულგარელებს. აშკარად ეტყობა რომ ამ იტალიის ნაკრებში ვერატი ყველაზე ტექნიკურია და ნაღდად ნათელი წერტილია. დარმიანი-დეშილიოც კარგად გამოიყურებოდნენ. ფარაონი თითქოს რაღაცას ცდილობდა მაგრამ დიდი ვერაფერი ქნა. ჩვენი სამეული კარგები იყვნენ. ჯიჯიმ ერთი მაგარი სეივი გააკეთა :forza: მთლიანობაში რაღაცა მანც აკლია ვერ აჩვენებენ ისეთ თამაშს როგორიც იტალიის ნაკრებს ეკადრება და იმედია ევროპამდე კონტე მოახერხებს უფრო შეკრას და შეათამაშოს გუნდი. :italy: :italy:

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x