ტევესი:”იუვეს დღევანდელი მდგომარეობა გულს მიკლავს”
კარლიტოს ტევესის განცხადებით იგი ოცნებობდა ბოკაში დაბრუნებაზე, თუმცა იუვეს დღევანდელ ყოფას ძალზედ განიცდის:“ძალიან მიყვარს ბოკა და ხედავდე მათ მძიმე მდგომარეობას, არ გაქვს უფლება განზე გადგე და მშვიდად უყურო. ფავორიტი მოთამაშის სტატუსი ბუნებრივია ძალებს გმატებს, მაგრამ საკმარისია ხელსაყრელი ეპიზოდი ხელიდან გაუშვა უმალვე კრიტიკის ქარცეცხლში გაგატარებენ. იუვეს, რაც გამაჩნდა ყველაფერი მივეცი. უბრალოდ ერთ დღეს ვეღარ შევძელი ბოკას გაჭირვებული მდგომარეობის ატანა და ხელმძღვანელობას გუნდიდან გაშვება ვთხოვე. შემდგომ წავედი დასაძინებლად და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი ბომბონერაზე როდის გავიდოდი. ჩემპიონთა ლიგის სიხარული უკვე მქონდა გამოცდილი, ხოლო იაპონურმა კლუბმა წლიური 20 მილიონი ევრო შემომთავაზა, მაგრამ ფული ჩემთვის არაფერია. იუვენტუსი? მათი დღევანდელი მდგომარეობა გულს მიკლავს.. ტურინში გულის დიდი ნაწილი დავტოვე.. მახსენდება პირლო, რომელიც 18 წლის მოზარდივით ასპარეზობდა, ხოლო ბუფონი ექსტრა კლასის სპორტსმენია. საერთოდაც ევროპაში გამორჩეული კლუბების მაისური მიტარებია”.
წყარო: Football Italia
დიეგო სიმეონე მაგარი იქნება თუ მოვიყვანთ, მაშინ შეიძლება ჩემპიონთა ლიგის მოგება. ხომ უნდა გვეღირსოს ეგ დაწყევლილი ლიგა….
ალეგრის მაგივრად მე მაგალითად 3 კაცს განვიხილავ ესენი არიან
1 – კარლო ანჩელოტი
2 – დიეგო სიმეონე
3 – იურგენ კლოპი
Lipi gvindaa aklia eg kaci pexburts
რა მაცარი, რის მაცარი? ახლა ჩვენ გვინდა ბებერი ჯილა: ლიპი, კაპელო. მოდით ბიჭებო, კატენაჩო მომენატრა იუვეს შესულებით. ჩააბეტონეთ დაცვა