ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა:”ალეგრი კარგი სპეციალისტია, მაგრამ კრიზისი დაუშვებელია”

“უკანასკნელ ხანებში არაერთხელ მოვისმინე ტაქტიკური საკითხების გარჩევა, თუმცა ეს ყოველივე დაკავშირებული უნდა იყოს მოტივაციასთან”– საუბრუბს ჟურნალისტებთან ბიანკონერის გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა. “დიახ, გეთანხმებით რომ სათამაშო სქემა და ტექნიკა მნიშვნელოვანია, მაგრამ საქმესთან მიდგომა და ფსიქოლოგიური მდგომარეობა მაინც უფრო გადამწყვეტია. ფეხბურთი გუნდური სპორტია, სადაც ერთმანეთის მახასიათებლებს პატივი უნდა ვცეთ. ალეგრის კრიტიკა? ბუნებრივია როდესაც სატურნირო ცხრილს შევხედავთ ალბათ პირველი ვისზეც დაიწყება საუბარი ნეგატიური კუთხით არის მთავარი მწვრთნელი, მაგრამ ვინც ამას ისევე კარგად იცნობს როგორც ჩვენ მაშინ ეცოდინება თუ რაოდენ კარგად ხარისხიანად ასრულებს საქმეს. მხარში უნდა ამოვუდგეთ, თუმცა არ დავივიწყოთ იუვენტუსის ფსიქოლოგია, რომელიც მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძვის. კალჩოში ჯერ კიდევ გვაქვს დრო სიტუაციის დასალაგებლად. ვარ თუ ოპტიმისტურად განწყობილი? ბუნებრივია, რადგან სხვა შემთხვევაში ფარ-ხმალს უკვე დავყრიდი. კასერესი? როდესაც შეცდომას უშვებ მზად უნდა იყო სასჯელისთვის. მძიმე პერიოდში, მტკიცე გადაწყვეტილება მივიღეთ. იმიჯი აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ, რადგან გუნდი კლუბის სახეა”.

წყარო: Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x