ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლავეცის აგენტი ვინოვოს ესტუმრა

სულ უფრო აქტუალურ სახეს იღებს ეიზიკელ ლავეცის შესაძლო ტრანსფერი ტურინულ კლუბში. ფაქტია, რომ ბიანკონერი 4-3-3 ტაქტიკურ მოდულზე გადადის, რისი ბრწყინვალე დემონსტრირება მანჩესტერში შედგა.. თუმცა, მეტი ფანტაზიისთვის და ეფექტურობისთვის საჭიროა შესაბამისი კადრები გყავდეს და ამიტომაც მოხდა ვინოვოზე არგენტინელი ფეხბურთელის აგენტთან ალეხანდრო მაცონისთან საქმიანი შეხვედრა. ბიანკონერის წარმომადგენლები სიტუაციას ზვერავენ და არ არის გამორიცხული კონკრეტულ მოქმედებაზე იანვარის სატრასფერო ფანჯრის პერიოდში გადავიდნენ. მითუმეტეს ლავეცის საკმაოდ აეწეწა პარიზელებთან ურთიერთობა. მისი გასხვისება სხვათაშორის ბლანს ჯერ კიდევ ზაფხულში სურდა, მაგრამ ფრანგი სპეციალისტის სიტყვებით:“მან ჩემი იგნორირება გადაწყვიტა. კლუბს მძიმედ უზის არგენტინელის კონტრაქტი, მაგრამ ჩვენ ვერაფერს ვიზავთ. ნებისმიერ შემთხვევაში მისი სრული იგნორირება არ გამიკეთებია და პერიოდილად თამაშში ჩართვის საშუალება ეძლევა”.

წყარო: Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Giorgi kasrashvili
8 years ago

დიბალა-კვადრადო-მორატა ხოა რა ფლანგებზე და ცენტრფორვარდად მანძუკა-ზაზა და ხან მორატაც…

6 ფორვარდი რად გვინდა???
მაგას ჯობია ბერარდი ზაფხულში!

და თუ მორატა დაიბრუნა რეალმა უკვე ტოპ ფორვარდიც გვინდა რადგან მანძუკა-ზაზას ვერ დავეყრდნობით ფლანგებზე კი დიბალა-ბერარდი-კვადრადო 3კაცია…

abby.condilac
8 years ago

რომელი პარამეტრითაა ეს კაცი გოლეადორი ნეტა?!

irakli28
8 years ago

იაფად თუ იქნება მივესალმები, მარა ბერარდისაც უნდა მიეცეს ცოტა შანსი…. გაანათხოვრნ სადმე რელურად ძლიერ გუნდში

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x