ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ, ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელების შეფასებებს, რომელიც გავლენიანი მილანური გამომცემლობის La Gazzetta dello Sport-ის მიერ იქნა გამოქვეყნებული სასუოლოსთან გამართული დაპირისპირების შემდეგ:

ბუფონი – 6 – რეალურად რომ ვიმსჯელოთ ერთადერთი ეპიზოდი, რომელიც მეტოქისგან შეიქმნა იყო სანსონეს უზადოდ შესრულებული საჯარიმო დარტყმა.. აუღებელი ბურთი.

ბარძალი – 6.5 (საუკეთესო ფეხბურთელი) – წყალქვეშა ნავი.. ვერავინ ამჩნევს, მაგრამ იქ ჩნდება სადაც გუნდს სჭირდება. თავდაპირველად დაცვის ტრიოში მარჯვნივ ირჯებოდა, ხოლო შემდეგ ბონუჩისთან შექმნა ცენტრალური დუეტი. ყველგან საიმედოა.

ბონუჩი – 6 – იყო ეპიზოდი როდესაც ფლოკარიმ ააცალა ბურთი და თითქოს ეს მატჩი არ იქნებოდა მისი.. თუმცა, შემდგომ მეტოქს ტოლს არაფერში უდებს და სასუოლოს თავის აწევის საშუალებას არ აძლევს.

კიელინი – 4.5 (მატჩის ყველაზე სუსტი მოთამაშე) – ბერარდიმ სიცოცხლე გაუმწარა და შედეგად მეორე ყვითელიც გამოძალა ჯერვასონის. უმჯობესი იყო ნერვებს არ აყოლოდა.. სხვათაშორის ასეთი რამ ბოლოს შორეულ 2007 წელს მოხდა..

ალექს სანდრო – 5.5 – ერთი ხეირიანი ჩაწოდება 35 წუთის მანძილზე.. საკმარისი თამაშის სცენარის შესაცვლელად ნამდვილად არ არის. ჯერჯერობით შორსაა იმ სანდროსგან, რომელიც პორტუგალიაში ფლანგებს “აწიოკებდა”.

კუადრადო – 6 – უცნაური მატჩი.. ინერტულიც.. პირველ ნახევარში საერთოდ არ ჩანდა და უფრო მეტიც, რამდენიმე ეფექტური კონტრ იერიში დაღუპა. მეორე ნახევარში გამოსწორდა.. გააქტიურად და ინდივიდუალურადაც ატყუებდა მოთამაშეებს, თუმცა..

სტურარო – 6 – 14 არაზუსტი გადაცემა.. სხვათაშორის ბევრად უკეთესი იყო მარჯვენა მცველის პოზიციაზე.

ლემინა – 5 – კიელინის მსგავსად ნერვებს აყოლილი და ჯერვასონიმ აშკარად დაინდო, როცა სასტვენის შემდეგ ბურთის მოგერიებისას ბარათი არ უჩვენა. შიგა და შიგ ცდილობდა დირიჟორობას.. ერთი კარში დარტყმაც მიითვალა.

პოგბა – 5.5 – შესაძლოა მარცხნივ ასპარეზობა მის ეფექტურობას ამცირებს. თუმცა, დამტრყმელთაგან ყველაზე სახიფათოა და მის მიერ შესრულებული ერთ-ერთი მათგანი აუცილებლად უნდა გამხდარიყო გოლის მომტანი.

მანჯუკიჩი – 5 – ეს არის პერიოდი, როდესაც იუვე და მარიო საერთოდ ვერ უგებენ ერთმანეთს. 11 არაზუსტი გადაცემა 1 საათში და ვერ უსწრებს საკმაოდ კარგ ჩაწოდებას. მცირეოდენი დროა საჭირო.

დიბალა – 5.5 – მარჯვნივ, მარცხნივ, ცენტრში.. ყველგანაა და ცდილობს ბურთი მოძებნოს და გუნდს შეტევის ორგანიზებაში დაეხმაროს. ქუსლით ბურთის გაჩერება აპლოდისმენტებს კი იმსახურებს, მაგრამ პაოლო.. კარში დარტყმების მომატებაა საჭირო.

მორატა – 5.5 – კურვა იუვეს ფანებთან ერთად იმედიანად ხვდებოდა ესპანელს.. გამოვა და საქმეს მიხედავსო, მაგრამ მატჩი ისე დასრულდა კარშიც ვერ დაარტყა.

 

ძაძა – შეფასების გარეშე – 12 წუთი ძირძველ არენაზე.. სხვათაშორის სასუოლოს რიგებიდან კი აქვს იუვესთვის გოლი გატანილი, მაგრამ სხვა ფერის მაისურით ამის გაკეთება ვეღარ მოახერხა.

ჰერნანეში – შეფასების გარეშე – ალეგრის ბოლო შეცვლა. დრო მხოლოდ ერთი შორეული დარტყმისთვის და ტიფოზების მხრიდან სტვენისთვის ეყო..

 

ალეგრი – 5.5 – 80 დღე დედამიწის გარშემო.. 5 აგვისტოს იტალიის სუპერ თასსზე იხეირა, ხოლო შემდეგ ადგა და ჩემპიონატის ლიდერს -11 ქულით ჩამორჩა.. თან პროვინციაში.. იუვეს იბრძვის მაგრამ მხოლოდ სამი დარტყმა საქმეს ვერ უშველის.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
irakli morchadze
8 years ago

სანდრო ბარძალისთან ერთად საუკეთესო იყო და ამათმა ერთი ხეირიანი გადაცემა და 5.5-იო

წადი თქვენი დებილი D>შ>შ>შ> მე

არადა კაცმა ყველა მოატყუა, რამდენჯერაც შეტევაში ჩაერთო, უკანაც კარგად იდგა

giorgi nefaridz
8 years ago
Reply to  Dutch

სადაც სტურაროს 6.0 მიცეს სანდროს მეტი ეკუთნოდა კარგად ჩაერთო შეტევებში

giorgi nefaridz
8 years ago

სანდროს ერთ ერთი ნათელი წერტილი იყო იუვეში, რა 5.5 :lool: :lool: იტალიურ საიტებზე ბევრად მეტი ქონდა, რაც შეეხება სასტავს ჯობია 4-3-1-2 დავუბრუნდეთ, პოგბა გამთამაშებლად უკან ხედო მარკიზიო და სტურარო ლემინადა ერნანესიდან საუკვეთესო ფორმაში მყოფი და ეგაა

Di Francesco # 1
8 years ago

ლიპი მაცარი და კონტეა კანდიდატები, მცარის ჯობია ალეგრი დარჩეს და იმ ორიდან ორივე კაია, ლიპი თუ მოდის ახლავე მოვიდეს და კონტე თუ მოდის დაველოდოთ მომავალ სეზონამდე და მანამდე გროსო დანიშნონ

giorgi nefaridz
8 years ago

თუ ცვლილება კეთდება ჯობია ეხლავე გაკეთდეს

Di Francesco # 1
8 years ago

ალეგრი თამაშობს ტოტალიზატორში თუ იცით? უეჭველი 6.05 კუში მქოონდა და ვეტყოდი :chuvak:

Di Francesco # 1
8 years ago

ერთხელ ნორმალური სასტავი დააყენოს ხო შეიძლება

4-3-1-2 ბუფონი – სტურარო ბარძალი კიელინი ევრა – ხედირა მარკიზიო პოგბა – დიბალა – ძაძა მორატა

ამ სასტავით უეჭველი მოვიგებთ, ძაძას თამაშის სტილი მეტ სივრცეს გაუჩენს დიბალას და მორატას და ადვილად შევაგდებთ გოლებს

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x