ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დიბალა:”მწვრთნელმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო”

პაოლო დიბალა სულ უფრო და უფრო შეუცვლელი ხდება იუვესთვის.. მიუხედავად იმისა, რომ ემპოლისთან შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, მოედანზე გამოჩენისთანავე ცეცხლი დაანთო და გოლიც გაიტანა: “ბუნებრივია საკუთარი შესაძლებლობების გვწამს.. საერთოდაც, საუკეთესონი ვართ, მაგრამ ეს მინდორზე უნდა დავამტკიცოთ. ბუნებრივია რთული მისია გვაკისრია, რადგან ჩვენს ზემოთ მყოფნი ჩინებულ ფორმაში იმყოფებიან”..

“გაშვებული გოლის შემდეგ თანაგუნდელებისგან სწორი მიდგომა დავინახე.. მშვიდ ტემპში განვავითარეთ მატჩი და მნიშვნელოვან სამ ქულასაც მოვუყარეთ თავი”.. განაცხადა ფორვარდმა, რომელმაც ბიანკონერის რიგებში წარმატებული ასპარეზობის დამსახურებით მოიპოვა ეროვნულ გუნდში ადგილი..

“ნუ გავიწყდებათ, რომ ზედიზედ ოთხ შეხვედრაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. გადაწყვეტილება მწვრთნელმა მიიღო და მე კმაყოფილი ვარ გამარჯვებით. ბუნებრივია იმავე კურსით გვსურს მოძრაობა. ალეგრი მუდამ სწორ გადაწყვეტილებას იღებს, ჩვენი საქმე კი მინდორზე გასვლა და გამარჯვების მოპოვებაა. პირადად რა თქმა უნდა ბედნიერი ვარ მოედანზე ყოფნით.. სასიამოვნოა თამაშის მსვლელობის დროს ახალი ენერგიით ჩართვაც. სასატარტოს 11 ფეხბურთელიც და სათადარიგოთა სკამზე მყოფნიც მუდმივად მზადყოფნაში ვართ”.

წყარო: Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jjj jjj
8 years ago

დიბალას გოლი :mrgreen:

svani
8 years ago

ჯეკოზე გარეთ რომ იყო ჯარიმა და პენალტი დაუდეს მაგაზე არავინ ხმას არ იღებს და შარშან იუვეზე მთელი სერია ა გამოხატავდა აგრესიას.

Di Francesco # 1
8 years ago

ისე ისეთი გოლი იუვეს რო გაეშვა მთელი კვირა მაგაზე ვილაპარაკებდით და ერთხელ მაინც ვთქვათ რო დიბალას გოლი თამაშგარეს მერე გავიდა

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x