იტალია ფიფა-ს რეიტინგში და ევრო 2016-ის კენჭისყრა
მართალია, ფიფა-ს რეიტინგი “იუვენტუსთან” არ არის კავშირში, მაგრამ რადგან იუვენტინოები იტალიის ნაკრებში უმრავლესობაში არიან და თან ევროპის ჩემოპიონატიც გვიახლოვდება, სანაკრებო დაპირისპირებები მეტ აქტუალობას იძენს. ნოემბრის ამხანაგური თამაშების შემდეგ ფიფა-ს რეიტინგში გუნდების პოზიციები იცვლება და გამოთვლებით, იტალია მე-13 ადგლიდან ქვევით დაეშვება და მე-15 ადგილზე გადაინაცვლებს; მიზეზი ორი ამხანაგური თამაშის არცთუ მომხიბვლელი შედეგია. ბელგია დაიკავებს პირველ ადგილს და მსოფლიო ჩემპიონები კი მეოთხეზე გადაინაცვლებენ. დეკემბრის თვისთვის კი მოსალოდნელი ტოპ ათეული ასე გამოიყურება:
1. ბელგია
2. არგენტინა
3. ესპანეთი
4. გერმანია
5. ჩილე
6. ბრაზილია
7. პორტუგალია
8. კოლუმბია
9. ინგლისი
10. ავსტრია
გარდა ამისა, უკვე ცნობილია, რომ ევრო 2016-ის კენჭისყრა 12 დეკემბერს ჩატარდება და იტალია მე-2 კალათაშია განთესილი. მასთან ერთად აქ არიან (და შესაბამისად, იტალიასთან ერთად ჯგუფში ვერ მოხვდებიან): შვეიცარია, ხორვატია, უკრაინა, რუსეთი, ავსტრია.
წყარო: Football Italia