Gazzetta:”იუვე ძაძას 17-18 მილიონად შეელევა”
Gazzetta სიმონე ძაძას თაობაზე საკუთარ შეფასებას აკეთებს, რომელიც ტურინში გავრცელებულ ხმებს უდევს საფუძვლად. მიუხედავად იმისა, რომ იტალიელი ფორვარდი ყოველ 105 წუთში ერთხელ იჩენს თავს, მას მიმდინარე სეზონში მოედანზე გატარებული სულ რაღაც 357 წუთი ნამდვილად არ აკმაყოფილებს. სწორედ ამიტომ ბიანკონერი მზად არის შეელიოს სასუოლოს ექს თავდამსხმელს. სხვათაშორის იუვეს წინადადებები მისი გაფორმებისთანავე ჰქონდა.. მარსელი და ვესტ ჰემი მზად იყვნენ 15 მილიონის რადიუსში გაეფორმებინათ ფორვარდი.. მაგრამ გუნდიდან ფერნანდო ლორენტეს წასვლამ ხელმძღვანელობას აზრი შეაცვლევინა. დღეისათვის კი ახალი ინფორმაციის თანახმად თუ იტალიის მოქმედ ჩემპიონებს ოფიციალურად მიმართავენ 17-18 მილიონის რადიუსში, მაშინ მაროტა ტრანსფერს მწვანე შუქს აუნთებს.
წყარო: Gazzetta
ვერ ვხვდები რას უწუნებენ ძაძას ბოლოს და ბოლოს კაცი მე 4ე სტრაიკეტია გუნდში
და ის დრო რაც ეძლევა ძაან კარგად ართმევს თავს
თქვენი არვიცი მარა მე კმაყოფილი ვარ ძაძას თამაშით
ეგდოს, უკეთესი მაინც არ მოვა ზამენაზე
რა პონტში?კაი კიარადა მაგარი ზამენაა,ეხლა კიდე მეტი დრო მიეცემა სათამაშოდ,თასიც იწყება,ტაკ შტო ამის გაყიდვა გამორიცხულია.ბენტნერი,ანელკა და ეგეთი გადაყრილების ადგილი იუვეში არ არის