ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, რადგან პირველ ადგილოსანს 7 ქულით ჩამოვრჩებით”

ზედიზედ მე-5 გამარჯვება და შედებად ბიანკონერი მე-4 მე-5 პოზიციებს იყოფს რომასთან, რომელიც საკუთარ მატჩს ოდნავ მოგვიანებით გამართავს. გამორჩეულად უნდა აღვნიშნოთ დიბალას შედეგიანი ასპარეზობა, თუმცა ფაქტია გუნდი ეტაპობრივად გადის ფორმის პიკზე, რაც გულშემატკივრებში აღფრთოვანებას იწვევს..

“ბიჭებმა კარგი მატჩი ჩაატარეს. საერთოდაც, ძალზედ რთულია ფსიქოლოგიური კუთხით მდევრის როლში ყოფნა, მაგრამ ყველანაირ წნეხს ჩემი შეგირდები ბრწყინვალედ უმკლავდებიან. უკვე ხვალიდან, ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის დავიწყებთ ფიქრს.. გვსურს ქვე-ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ.

ყველაზე მეტად რა მახარებს? ის ფაქტი, რომ გუნდი ერთიანია. შესაძლოა გარკვეულ ეპიზოდებში ბურთის ფლობა ვერ მოვახერხოთ, მაგრამ ერთ მუშტად შეკრულებმა და მჭიდროდ მოთამაშემ, ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია. დღეს, მაგალითად პირველ ტაიმში დიდი ენერგია დავხარჯეთ პრესინგის დროს. მეორე ნახევარში შეტევაში მოვიკოჭლებდით, თუმცა დაცვაში უზადოდ გამოვიყურებოდით.

3-5-2? ჩემს განკარგულებაში არიან ფეხბურთელები, რომელთა მახასიათებლებიც იდეალურად ჯდება ზემოთხსენებულ მოდულში. კუადრადოს და ალექს სანდროს თვისებები სხვაა, ხოლო ლიხტშტაინერის და ევრას სულ სხვა. ერთად ვნახავთ როგორც შეიცვლება სურათი მას შემდეგ, როდესაც ჰერნანეში და პერეირა დაგვიბრუნდებიან. ჩემი მიზანია, მატჩის მიმდინარეობისას შეიცვალოს გეგმა, რადგან მეტოქემ ვერ მოახერხოს საჭირო მანევრირების შესრულება. დიბალა და მანჯუკიჩი? შესანიშნავ ფორმაში არიან, მაგრამ მორატაც ბრწყინვალედ ჩაერთო, ისევე როგორც ევრა და კუადრადო. სამწუხაროა, რომ დანარჩენებს სათადარიგოთა სკამზე მოუწიათ დარჩენა, მაგრამ მათი დროც დადგება.

სკუდეტო? კარგად დისციპლინირებული და ოპტიმალურ ფიზიკურ კონდიციებში მყოფ გუნდს ვუძღვები, თუმცა ყურადღება დისტანციაზეც უნდა გავამახვილოთ. ვფიქრობ, მატჩის კარნახზე მოგვიწევს მუშაობა.. განსაკუთრებით მაშინ როდესაც ბურთი მეტოქეს აქვს. დღეისათვის, ვქმნით საშუალოდ სამ მომენტს და ვიმარჯვებთ, მაგრამ სეზონის სტარტზე ერთი ხეირიანი დარტყმისგან ვუშვებდით გოლს და ვმარცხდებოდით. მომავალზე არ ვფიქრობთ, თუმცა გარკვეული ქულათა გეგმა დასახული გვაქვს. გამარჯვება, ცუდი სტარტის მერე შესანიშნავი იქნებოდა. 72 ქულა.. რომელიც გასათამაშებელია.. ჩემპიონატი კი ძალზედ დაბალანსებული გვაქვს. ჯერ კიდევ ბევრი უნდა დავაგროვოთ, რადგან პირველ ადგილს 7 ქულა გვაშორებს”.

წყარო: TuttoJuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Giorgi kasrashvili
8 years ago

ტურინში ფიორეს აუცილებლად უნდა მოვუგოთ დ. რათქმაუნდა კარპში უნდა ვიმატჯვოთ და ის Qულები რა. ვკარგეთ მე2 წრეში აღმოვფხვრით კიევო-უდინეზე-ფროსინონესთან… ასევე პლიუსია ი. რომ რომას ნაპოლის და ინტერს სახლში ვეთამაშებით და ვნახოთ მთავარია კონცენტრაცია და სურვილი სკუდეტოს მოგების!

vaxo turqadze
8 years ago

ნამდვილად კარგად არის გუნდი დაბალანსებული,ნუ დრო უნდოდა ამათ შეთამაშებას და ყოჩაღ ალეგრის,დიბალას კიდევ ბევრი პლიუსი,ძალიან კარგი ბიჭია და იმედია ასე გააგრძელებს,ჩემი აზრით 10 ნომერი მაგ სტილის ფეხბურთელს უნდა ეცვას და არა პოგბას,მანძუკაც კარგი იყო გუშინ,დიდი სამუშაო გასწია და დაცვასაც საკაიფოდ ეხმარებოდა…თუმცა ერთი-ორი კარგი მოთამაშის დამატება მაინც არ გვაწყენდა :forza: :forza: :forza:

LB19
8 years ago

Martla aseti dabalansebuli zamena aravis yavs :chuvak: tavdamsxmelebi sakmaod magali donis naxevardacvac mshvenieri da dacva xo saertod :chuvak: erti lixshtas ar yavs kai zamena ro daasvenos xolme

jek17
8 years ago

მაგარია,მთელი ნახევარდაცვა გვაკლდა და მაინც კარგი თამაში ითამაშEს,ასამოა ძაან ძლიერია და კარგია რო დაბრუნდა,კა კიარადა უძლიერესი ზამენა გვყავს,ალბათ ევროპაში ყველაზე ძლიერი :forza:

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x