ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ის მიერ გამოქვეყნებულ “იუვენტუსის” მოთამაშეთა შეფასებებს “ლაციოს” წინააღმდეგ მატჩში.

ბუფონი – 6.5
პირველ ტაიმში მაყურებლის როლში იყო. 64-ე წუთზე შეასრულა პირველი და არც ძალიან რთული სეივი მილინკოვიჩის დარტყმის შემდეგ. უპრობლემოდ აიღო პაროლოს რატყმა და მაღალი ჩაწოდებული ბურთი.

ბარძალი – 6.5

დასაწყისში არც ისე სუფთად თამაშობს, მაგრამ მაინც ახერხებს გამოასწოროს თავისივე (იშვიათი) პატარა შეცდომები. რადუსთან საშიში კონტაქტი პენალტის გარეშე მოგვარდა.

ბონუჩი – 6.5
იმსახურებდა გაფრთხილებას მილინკოვიჩზე დარღვევის გამო, თუმცა მსაჯმა აპატია. ანეიტრალებს ძალიან მწვავე სიტუაციას კიშნას ჩაწოდების შემდეგ.

კიელინი – 7
სტატისტიკურად არც ისე კარგად გამოიყურება, მაგრამ მისი გარღვევები და პრესინგი ნამდვლი კოშმარია მოწინააღმდეგისთვის. რამდენჯერმეიდეალურად ასუფთავებს საჯარიმოს.

ლიხშტაინერი – 6 (ყველაზე ცუდი მოთამაშე)
ჯერ არ აღუდენია თავისი ფორმა, თუმცა ეს არ უშლის ხელს აკონტროლოს თავისი ფლანგი. უადგილო პანტომიმა რადუსთან ორთაბრძოლის შემდეგ – იყო ნამდვილად დარღვევა, თუმცა არც ასე უხეში.

სტურარო – 6
ფაქტიურად კედელია თავის ნახევარზე. ფეხბურთელი, რომელსაც შეგიძლია ბოლომდე დაეყრდნო და რომელიც დიდი თავდადებით თამაშობს.თუმცა ჯერ ბევრი სამუსაო აქვს კონტრშეტევაში მოქმედებაზე.

მარკიზიო – 6
დაცვის ხაზის წინ ვერ ავლენს ცენტრალური ნახევარმცველის ფუნქციებს. თუმცა არასოდეს არ ეთიშება თამაშს.

ასამოა – 6.5
2015 წელს მისი მეოთხე გამოჩენა მოედანზე. იწყებსშეტევას, რომელიც პირველი გოლით სრულდება, უკეთებს რა გრძელ პასს ალექს სანდროს. ბრწყინავს ნახევარდაცვაში და დარტყმებსაც ახერხებს. გილოცავთ დაბრუნებას!

ევრა – 6
უწევს ბოლო 20 წუთის თამაში; განთავსდება მარცხნივ, როდესაც ალექს სანდრო ცენტრში გადაიწევს. ფრანგი თითქოს ავტოპილოტზეა დაყენებული და შეუცდომლად თამაშობს.

ალექს სანდრო – 6.5
ფლანგზე არაჩვეულებრივი გარღვევა და ჩაწოდება, რომელსაც “ლაციოს” დაცვის ცენტრში არეულობა შეაქვს: ეპიზოდი გოლით სრულდება. დაუღალავია, ჩადის დაცვაში და ისევ კონტრშეტევებს იწყებს.

მანჯუკიჩი – 6.5
ნამდვილი “ცერბერი”.. შეტევაში ყველას თავს ესხმის და ატერორებს.. დიბალას კი თავისუფალ სივრცეებს უქმნის შეტევისთვის. მეორე საგოლე იერიშის დროს აკეთებს გადაცემა პაულოზე. თუმცა, უაზრო ყვითელ ბარათს იღებს და კარგი იქნება თუ მსგავს შემთხვევებს ადგილი აღარ ექნება.

მორატა – შეფასების გარეშე
ყველაზე ბოლო გამოჩნდა მინდორზე.. ოქტომბერი რა ხანია უკვე მიილია და ესპანელი სულ უფრო და უფრო პასიური ხდება. თვალებში სევდა ერევა..

დიბალა – 7.5 (მატჩის საუკეთესო მოთამაშე)
პრაქტიკულად ყველაფერი, რაც შეტევაში ხდება, მისი უშუალო მონაწილეობით ხორციელდება. თავდაპირველად ჯენტილეს აიძულა საკუთარ კარში გოლი გაეტანა, ხოლო შემდგომ.. ნამდვილი შედევრი შექმნა, როდესაც მანჯუკიჩის გადაცემა დაიმუშავა და შორიდან დაურტყა მარკეტის. მერვე გოლი მიმდინარე სეზონში.

კუადრადო – შეფასების გარეშე
მსგავსად მორატასი მცირე დრო მიეცა.. ძირითადად იმით დაგვამახსოვრა, რომ როდესაც მას დიბალა ცვლიდა არგენტინელს ოლიმპიკო აპლოდისმენტებით აცილებდა.

ალეგრი – 6.5
ზედიზედ მეხუთე გამარჯვება და სიტუაცია რადიკალურად იცვლება პოზიტივისკენ. შესაძლოა იუვე არ ბრწყინავს, თუმცა ერთიანობა და შრომისმოყვარეობა რომ თამაშიდან-თამაშამდე იზრდება, ფაქტია.

წყარო: La Gazzetta dello Sport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
davit zivzivadze
8 years ago

ერნანეშმა ღრმა ზამენაზე გადაინაცვლა ამ ზაფზულზევე გაუშვან კვადო თუ ჯამრთელად იქნა უალრტენატივოაი… ნახევარ დაცვაში მე ხედირა კვადო მარკიზიო პოგბა. პლიუს სტურარო ზამენიდან.. გააჩნია რა წყობით თამაშობ ვი გყავს მეტოქე.. კვადო უდინეზეში საყრდენ უბერავდა მერე აქ არ გვყავდა კრაინი და მისი სისწრაფის გამო კონტემ გადაიყვანა კრაიზე მაგარი კაცია მევასება ძაან.. ნახევარ დაცვაში მეტი თავისუფლებ უნდა მიეცეს მას და უფრო ათამაშდება

8 years ago

https://m.youtube.com/watch?v=9fpKQ0VRa-E

ამაური დელ პიეროს ეს კომბინაცია რაღაცით წააგავდა მეორე გოლს

8 years ago

მე მომეწონა დიბალა, მაგრამ საოცარი იყო მანჯუკიჩი. კაცმა ყველა მაღალი ბურთი ჩამოიღო “პადხვატზე” კი ძირითადად არავინ იყო. Bრავო მანჯუ! ეს იყო ტრეზეგე სტაილი )))

lexo doreuli
8 years ago

დიბალა კარგია, მაგრამ კიდევ უნდა დაიხვეწოს, ზედმეტად ბევრი დაკარგვა აქვს. ტევესი სხვა კლასი და გამოცდილება იყო

jjj jjj
8 years ago

დიბალა უფრო დაიხვეწება :up: მანძუკა კი მართლა ატერორებდა ყველას და როგორი მონდომებით ეხმარებოდა ნახევარდაცვას და დაცვას :yes:

loscafeteros
8 years ago

დიბალა სასწაული ხარ ❤️

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x