დიბალას თამაშს რეალის და ბარსელონას სკაუტები დააკვირდებიან
იტალიური პრესის მტკიცებით დღეს, სევილია – იუვენტუსის შეხვედრას ბარსელონას და რეალის სკაუტები დაესწრებიან. მათი დაკვირვების ობიექტი არა პოლ პოგბა, არამედ პაულო დიბალა იქნება. ექსპერტების მოსაზრებით არგენტინელის სატრანსფერო ღირებულება სულ რაღაც სამ თვეში 20 მილიონით გაიზარდა და მაროტას ამ წამსვე შეუძლია დიბალას 60 მილიონად გასხვისება. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია, რომელსაც რეალობასთან არანირი კავშირი არა აქვს. ტურინელებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი სწორედ პაულოს გარშემო შექმნან ახალი გუნდი.
წყარო: football-italia
არ იციან რო ვერ იყიდოან?
მთლად ეგრეც არ არის რაა! პოგბას კიდევ უფრო რო მოუნდეს გუნდის ლეგენდად გახდომა, კეთილი უნდა ინებოს გუნდმა და პირობები უნდა შეუქმნას! მარტო ხელფასშიც არ არის საქმე, გუნდი უნდა იყოს მაღალ დონეზე! პოგბა და დიბალას გაყიდვა კი არა მაგათ შენარჩუნებაზე და კიდე უფრო გაძლიერებაზე უნდა ფიქრობდეს ხელმძღვანელობა! თორე თუ ვერ წაიწია გუნდმა წინ, მე არ გავამტყუნებ პოგბას თუ წავა, იმიტო რო ცოდო იქნება ეგეთი გაქანების ფეხბურთელი უპერსპეკტივო გუნდში! ასე რომ, გაყიდვაზე კი არა გაძლიერებაზე უნდა იფიქრონ, რაც ნამდვილად ჭირდება გუნდს!
გაყიდიან ყველას ვისაც წასვლა მოუნდება, ვისაც იუვეს ლეგენდოა უნდა და 3-4 მილიონზე თანახმა იქნება ყველას დატოვებენ და მიცემენ იმის საშუალებას იუვეს ლეგენდა გახდეს, მეტი არც უნდა უნდოდეს იუვეს ფეხბურთლეს, ვინც იუვეს ლეგენდობაზე ოცნებობს იმას ვქომაგობ მე და ასეთ ხალხს იუვე თავის სურვილით არ ყიდის
გაყიდიან ესენი დიბალასაც და პოგბასაც…
მოკლედ საბოლოოდ პორტო-დ ჩამოვყალიბდებით. ასე ბავარია რეალი ბარსას დონეზე ვერასოდეს ავალთ
რა გაძლევს ამის თქმის საფუძველს? ვიდალის გაყიდვა? რატომ პოგბა არ გაყიდეს? განა ბონუჩიზე,კიელინიზე არ იყო მოთხოვნა?კარგ ფულსაც იძლეოდნენ მანჩესტერი,ბავარია,რეალი,მაგრამ თუ გაცევაზე არ უჭირავს თვალი,ესენი ლიდერებს არ გაყიდიან.პირიქით ბევრჯერ ითქვა,თუ ჭორებს არ მივაქცევთ ყურადღებას,რომ პოგბას ირგვლივ უნდა აეწყოს ახალი იუვე და ვხედავთ ნელნელა ეჩვევა ლიდერის როლს პოლი და მალე ეგეთი იქნება დიბალა.
ვერცერთს ეღირსებით,ესენი იუვეს მომავალნი არიან! პოგბას ადიდასი 5 მილიონიან სარეკლამო კონტრაქტს უფორმებს,რაც დამატებითი სტიმული იქნება დარჩენისთვის.
Xelpasebi tuar gazardes pogbac wava da dibalac. Kvela delpiero bufoniver ikneba rom bolomde uertgulon gunds
კარგად დააკვირდით ს ი . . ბო,დიბალა თქვენთან არ გადმოვა და ამ ანიელიმ ცოტა გაანძრიოს ერთი ადგილი და კაი ტოპ ფეხბურთელები მოიყვანოს და ხელფასები გაზარდოს თორე მართლა ვინც კაი გვეყოლება ყველას წაიყვანენ,ეჭვია მაქვს უდინეზეს ან კაი შემთხვევაში არსენალს ვემგვანები