ჯანლუკა დი დომენიკო:”იუვეს უნდა გაეფორმებინა დრაქსლერი”
ერთ-ერთ ტურინულ გამომცემლობასთან საუბარში ფიფას ცნობილმა აგენტმა ჯანლუკა დი დომენიკომ იულიან დრაქსლერის თემას შეეხო. მისი თქმით იუვემ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც ხელიდან გერმანელი ვარსკვლავი გაუშვა:“მისი თამაშისთვის ცოცხლად არაერთხელ მიდევნებია თვალყური. უდაოდ დიდი ნიჭის პატრონია და მისი პერსონით სრულიად კალჩო იხეირებდა. სამწუხაროა, რომ მაროტამ ვერ მოახერხა მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება. ვფიქრობ, იუვეს პრობლემა გადამწყვეტი ნაბიჯის დაყოვნებაა.. ისინი ყოველთვის ფრთხილობენ მაშინ როდესაც შედარებით დიდი ინვესტირებაა საჭირო. დროა, ტურინში სტრატეგია შეცვალონ, რადგან იმავე იულიანის შემთხვევაში ვფიქრობ ყველა დარწმუნდა, რომ უფრო სწორი იყო ინვესტირება ვიდრე უკან დახევა..”
წყარო: tuttojuve
ედენ აზარს ვისურვებდი,მაგრამ სურვილები როდი ასახავს შესაძლებლობებს…
ეხლა როგორ თამაშობს ვინმეს თუ გინახავთ ბოლო პერიოდში?
რატო უნდა გაეფორმებინა?! აქ არ იყო ყველაზე მრავალმხრივი ფეხბურთელი? რომელსაც 11 ნომერი ამშვენებს